ლელა მახარაძე -100 %-იანი გრანტით ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულებაზე ისწავლის


 

ვსწავლობდი ბათუმის წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში, სადაც არსებულმა გარემომ ისეთი მნიშვნელოვანი თვისებები შემძინა, როგორიცაა: მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, პრინციპულობა და .. რაც ნამდვილად დამეხმარა ამ წარმატების მიღწევაში.

პროფესია ადრეულ ასაკში ავირჩიე, დაახლოებით 14-15 წლის ვიქნებოდი. ამაზე კი სხვადასხვა წიგნისა თუ ფილმის სიუჟეტმა მოახდინა გავლენა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქალაქში მართლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასევე მსმენია არაერთი წარმატებული ადამიანის შესახებ,რომელთაც ბსუ-ში მიუღიათ უმაღლესი განათლება.

ვიცი,რომ  ბსუ-ში გარემო მაქსიმალურად მორგებულია სტუდენტების საჭიროებებზე, ასევე მაღალია სწავლების დონე.

სტუდენტობის დროს ველოდები საინტერესო სტუდენტური ცხოვრებითა და ახალი გამოცდილებებით  დატვირთულ წლებს,რომელთაც უნივერსიტეტში გავატარებ.

სტუდენტობისთვის 12 წელი ვემზადებით, მაგრამ განსაკუთრებული დატვირთვა და წნეხი მაინც ბოლო წელს მოდის, ამიტომ მომავალ სტუდენტებს ვურჩევდი დროისა და რესურსების სწორად გადანაწილებას, რათა მაქსიმალური სიმშვიდითა და ორგანიზებულობით  შეძლონ გამოცდებზე საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენა.

პირველადი შედეგების გაგებისთანავე ველოდ ასეთ შედეგს, მაგრამ ეკრანზე 100%-ის დანახვას მაინც ამაღლებული ემოციები ახლდა თან. იმ მომენტში გავიაზრე, რომ შრომა ყოველთვის ფასდება და სწორედ, ამიტომ ვიყავი ბედნიერი.

Comments

Popular Posts

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ნინო ვარშანიძე ,,ERAZMUS+” -ის გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფება და სწავლას დაუგავპილსის უნივერსიტეტში განაგრძობს.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი - ნინო მიქელაძე ,,Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფებოდა. ბლოგის საშუალებით ნინო გვიზიარებს გამოცდილებას, რომელიც დაუგავპილსის უნივერსიტეტში სწავლისას მიიღო.