ილია დოლიძე - 100 %-იანი გრანტით ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულებაზე ისწავლის
დავასრულე ჩაქვის პირველი საჯარო სკოლა,რომელიც ყველანაირად ხელს მიწყობდა სწავლაში. მონაწილეობას ვიღებდი უამრავ
ოლიმპიადასა და კონკურსში,
ამიტომაც არ გამჭირვებია ეროვნული გამოცდების ჩაბარება. ჩემს წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის
ჩემს სკოლას და
მასწავლებლებს.
მომავალი პროფესია 17 წლის ასაკში ავირჩიე, ყოველთვის მქონდა სამართლის გამძაფრებული გრძნობა
ხშირად ვკამათობ
თუ უსამართლოდ
მიმაჩნია, ამიტომაც ავირჩიე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ვფიქრობ, ჩემნაირი ხასიათის
მქონე ადამიანისთვის საუკეთესო ფაკულტეტია,
სადაც შემიძლია წარმატებას მივაღწიო.
ბათუმის
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახლობლების რეკომენდაციით ავირჩიე. უამრავმა
ჩემმა ნათესავმა
ჩააბარა ბსუ-ში, სწორედ
მათ მირჩიეს ეს უნივერსიტეტი. ბსუ აჭარის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია და საქართველოს მასშტაბით
აქვს ყველაზე ხელმისაწვდომი გაცვლითი პროგრამები.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მინდა ევროპაში წასვლა გაცვლითი პროგრამით და იქაური გამოცდილების მიღება. ვფიქრობ, ეს გამოცდილება წარმატების
მიღწევაში დამეხმარება.
ამჟამად არ მაქვს სტუდენტური ცხოვრების გამოცდილება, ამიტომაც მიჭირს რაიმე
კონკრეტული რჩევის მიცემა მომავალი სტუდენტებისთვის, მაგრამ, ისევე როგორც ყველგან, საჭიროა მიზანდასახულობა
და თავდაჯერებულობა.
შედეგების გაგების დროს, საკმაოდ მშვიდი რეაქცია მქონდა, არ ვთვლი გრანტის მოხსნას რაიმე მნიშვნელოვან მიღწევად ცხოვრებაში, თანაც ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა ასეთი შედეგი.
Comments
Post a Comment