ნინელი მახაჭაძე-100 %-იანი გრანტით ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებაზე ისწავლის


  

დაწყებითი განათლება ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცის საჯარო სკოლაში მივიღე. ამ სკოლამ საფუძველი მოამზადა ჩემი შემდგომი განვითარებისთვის. მე-7 კლასიდან სწავლა ქედის ვახტანგ პაპუნიძის სახელობის საჯარო სკოლაში განვაგრძე. სკოლამ და ჩემმა პედაგოგებმა დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს პიროვნულ განვითარებაში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ.

თუ ვიტყვი, რომ ამ პროფესიაზე დაუფლება ბავშვობიდანვე მინდოდა, სიმართლე არ იქნება. ეს გადაწყვეტილება დაახლოებით მე-10 კლასში მივიღე, რადგანაც საკუთარ თავს მომავალში ამ მიმართულებით ვხედავდი.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მთელი საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანია, თუნდაც გაცვლითი პროგრამების სიმრავლით, რაც ჩემი მომავალი პროფესიისათვის უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორია.

ამ უნივერსიტეტს უამრავი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. ჩემი უფროსი მეგობრებიც აქ სწავლობენ და მათგან ბევრი რამ კარგი მესმოდა კვალიფიციურ ლექტორებზე.

იმედი მაქვს, რომ სტუდენტური ცხოვრება ძალზედ საინტერესო იქნება და შესაძლებლობა მომეცემა სხვადასხვა პროექტში მონაწილეობისა. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, შეუძლებელია  სასურველი შედეგი ხანმოკლე პერიოდში დავდოთ. ამიტომ მიზნებისაკენ მივიწევ მეთოდით ,,step by step".

მომავალ სტუდენტებს ვურჩევ, სწორად გადაანაწილონ დრო, რადგანაც აბიტურიენტობა ყოველთვის ღამეების თენებასთან არ ასოცირდება. უმთავრესია ნებისყოფის შენარჩუნება და იმის ცოდნა,რომ მონდომება და სურვილი ნებისმიერ დაბრკოლებას გადაგალახინებს.

სრული დაფინანსების მოპოვება, რა თქმა უნდა, უდიდეს ბედნიერებასთან ასოცირდება. როდესაც შრომობ საწადელსაც ბუნებრივია მიაღწევ და თუ ვიტყვი,რომ ამ შედეგმა ძალიან გამაკვირვა, სიმართლე არ იქნება. ეს პასუხისმგებლობა მაკისრებს ვალდებულებას სწავლა მომავალშიც დიდი მონდომებით გავაგრძელო.

Comments