მუსიკალური ჯგუფი "ბსუ ბენდი"
2016 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მუსიკალური ჯგუფი „ბსუ ბენდი“ ჩამოყალიბდა. ბენდის
წევრები სხვადასხვა კურსისა და ფაკულტეტის სტუდენტები არიან. ჯგუფი ჩართულია, როგორც
საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებებსა და ფესტივალებში, ასევე მოპოვებული აქვს პრიზები
რამდენიმე საერთაშორისო მასშტაბით გამართულ
კონკურსზე.
კალისტრატე ცინცაძე:
ბსუ-ს მუსიკალური ჯგუფის "ბსუ ბენდი" ხელმძღვანელი
ბენდის ჩამოყალიბება
ბენდი 2016 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა. უნივერსიტეტში გამოითქვა
სურვილი, რომ ბაზაზე შექმნილიყო მუსიკალური ჯგუფი, რომელშიც ნებისმიერ სტუდენტს შეეძლებოდა
თავიანთი მუსიკალური მონაცემების გამოვლენა, გამოცდილების მიღება და სამომავლოდ დამოუკიდებლად
მოღვაწეობის გაგრძელება. ამჟამად უშუალოდ ბენდში 15 წევრია, თუმცა მთლიანად გვყავს
30-მდე სტუდენტი, რომლებიც სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას და ვოკალს სწავლობენ.
აღსანიშნავია, რომ ბენდის წევრების შემადგენლობა განახლებადია. მიგვაჩნია,
რომ უნდა მოხდეს თაობათა ცვლა. ყოველ წელს ახალი ნაკადი მოდის და კონკურსის გზით ხდება
მომავალი წევრების შერჩევა.
უნივერსიტეტი გვეხმარება იმით რომ, გვაქვს სარეპეტიციო ადგილი, აფინანსებს
ფესტივალებში მონაწილეობას და სტუდენტებს მაქსიმალურად აქცევს ყურადღებას.
ბენდის წარმატებები
ბენდმა იტალიაში, ჩეხეთსა და აზერბაიჯანში ჩატარებულ ფესტივალებში
მიიღო მონაწილეობა და თითოეული მათგანიდან წარმატებით დაბრუნდა. ჩეხეთში გამართული
კონკურსიდან „სულიკო“ ჯგუფმა გრანპრი ჩამოიტანა, ხოლო იტალიასა და აზერბაიჯანში გამართულ
ფესტივალებზე პირველი ადგილი მოიპოვეს. სამივე კონკურსზე მონაწილეობა დაფინანსებული
იყო უნივერსიტეტის მიერ. ასევე ბენდი ჩართული
იყო საქართველოს მასშტაბით გამართულ 2 ფესტივალსა და საავტორო სიმღერების კონკურსში.
სამომავლოდ იგეგმება, უნივერსიტეტში 4-5 ბენდის ჩამოყალიბება. ასევე პარალელურად, პატარა ჯგუფების გაერთიანებით შეიქმნება დიდი ჯგუფი, ჯაზ ბიგ ბენდი.
ამჟამად ვაპირებთ ხმის ჩამწერი სტუდიის გაკეთებას, რომლითაც ისარგებლებენ არამხოლოდ ბსუ-ს სტუდენტები, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული პირი. სტუდია სავარაუდოდ გაზაფხულიდან ამოქმედდება.
ლაშა ბლაგიძე, ბენდის წევრი
ბიზნესისა და ეკონომიკის
მეორე კურსის სტუდენტი
ბსუ-ს ბენდში უკვე ერთი წელია რაც გიტარაზე ვუკრავ. ეს ჩემთვის პირველი პროფესიონალური გამოცდილებაა,
რადგან მანამდე მხოლოდ მოყვარულის დონეზე ვიყავი. როდესაც ჩავაბარე უნივერისტეტში რეგისტრაციის დროს მითხრეს, რომ იქმნებოდა ბენდი და თუ კი მქონდა მუსიკალური მონაცემები
შემეძლო ბედი მეცადა. შემდეგ ბატონმა კალისტრატემ მომისმინა და აი ასე აღმოვჩნდი ამ
ჯგუფში.
ბენდში მუშაობა პროფესიონალური თვალსაზრისით განვითარების საშუალებას
იძლევა. საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი გამოცდილება იყო ჩემთვის.
სამომავლოდაც ვაპირებ ბენდში დარჩენას და მსმენელის
წინაშე ახალი რეპერტუარის წარდგენას.
მერი ქედელიძე, ბენდის წევრი
ტურიზმის ფაკულტეტის მესამე
კურსის სტუდენტი
ბსუ-ში ჩაბარებისას პირველი რაც გავარკვიე, არსებობდა თუ არა უნივერსიტეტში
მუსიკალური ბენდი. როდესაც გავიგე, რომ იგეგმებოდა ჯგუფის ჩამოყალიბება, რა თქმა უნდა,
გამოვიყენე ეს შანში და კონკურსში მივიღე მონაწილეობა, გავიარე ვოკალზე შემოწმება და
მოვხვდი ბენდში.
მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა. კვირის განმავლობაში მინიმუმ
3-ჯერ ვიკრიბებით. იმ შემთხვევაში თუ ფესტივალისთვის ვემზადებით რეპეტიციები სამი ან
ოთხი საათის მანძილზე გრძელდება. ძირითადად ე.წ. „ქავერებზე ვმუშაობთ, თუმცა სამომავლოდ
ჩვენი მუსიკის შექმნას ვაპირებთ.
your website is very nice, the article is very enlightening, I wish you continued success. ทางเข้าjoker
ReplyDelete