გაიცანით წარმატებული პირველკურსელი სტუდენტები, რომლებმაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აირჩიეს და 100%-იანი გრანტით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე ისწავლიან.

ვსწავლობდი ქ. ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში, რომელმაც ჩემს სწავლა-განათლებაში დიდი წვლილი შეიტანა. სკოლამ და თითოეულმა პედაგოგმა შეძლო, რომ აგურ-აგურ დაეშენებინათ ჩემი მტკიცე ცოდნა, რომელიც შემდგომში ჩემი ამ დიდი წარმატების საწინდარი გახდა, რისთვისაც მუდამ მათი მადლიერი ვიქნები.

იქედან გამომდინარე, რომ ჩემი ინტერესები არ შემოიფარგლებოდა რაიმე კონკრეტული საგნით და მუდამ სიახლეების ძიებაში ვიყავი,15-16 წლისამ ავირჩიე ეს სპეციალობა, რადგან ის არ მომაქცევს ჩარჩოებში და მომცემს საშუალებას მრავალმხრივ გამოვავლინო ჩემი ცოდნა და ყველასათვის სასარგებლოდ დავიხარჯო ამ სფეროში.

რადგანაც სწავლის გაგრძელება მსურდა მშობლიურ ქალაქში და ბსუ არის უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტს სთავაზობს კომფორტულ გარემოს შესაბამისი ინფრასტრუქტურით და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში გადავწყვიტე, არჩევანი შემეჩერებინა ბსუ-ზე.

ყველა ის შესაძლებლობა რასაც ბსუ აძლევს სტუდენტს არის ევროპული განათლების საწინდარი. აღსანიშნავია ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეულად კარგი სივრცე მკითხველთათვის, საოცრად ლამაზი და მდიდარი ბიბლიოთეკა. შესაბამისად, კარგად დაკომპლექტებული კადრებით. ბათუმს ჰყავს ბევრი პროფესიონალი, რომლებიც ამ უნივერსიტეტის ბაზაზე იღებდნენ და იღებენ  განათლებას, უნიჭიერესი პროფესორებისა და ლექტორების დახმარებით.

რაც შეეხება მოლოდინებსა და სამომავლო გეგმებს, მათზე დიდ იმედებს ვამყარებ. მომავლისაგან ველი შესაძლებლობების ფართო კარების გახსნას და შანსს, რომ გავაგრძელო წინსვლა. დარწმუნებული ვარ, ამაში ჩემი უნივერსიტეტიც დამეხმარება და დამატებით საკუთარ თავზე მუშაობით გავხდები საკუთარი საქმის პროფესიონალი. გარდა ამისა, მჯერა, რომ ცხოვრება წარმატებულ და საინტერესო სტუდენტურ წლებს მიმზადებს.

ვსწავლობდი ქ. ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში, რომელმაც ჩემს სწავლა-განათლებაში დიდი წვლილი შეიტანა. სკოლამ და თითოეულმა პედაგოგმა შეძლო, რომ აგურ-აგურ დაეშენებინათ ჩემი მტკიცე ცოდნა, რომელიც შემდგომში ჩემი ამ დიდი წარმატების საწინდარი გახდა, რისთვისაც მუდამ მათი მადლიერი ვიქნები.

იქედან გამომდინარე, რომ ჩემი ინტერესები არ შემოიფარგლებოდა რაიმე კონკრეტული საგნით და მუდამ სიახლეების ძიებაში ვიყავი,15-16 წლისამ ავირჩიე ეს სპეციალობა, რადგან ის არ მომაქცევს ჩარჩოებში და მომცემს საშუალებას მრავალმხრივ გამოვავლინო ჩემი ცოდნა და ყველასათვის სასარგებლოდ დავიხარჯო ამ სფეროში.

 რადგანაც სწავლის გაგრძელება მსურდა მშობლიურ ქალაქში და ბსუ არის უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტს სთავაზობს კომფორტულ გარემოს შესაბამისი ინფრასტრუქტურით და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში გადავწყვიტე, არჩევანი შემეჩერებინა ბსუ-ზე.

ყველა ის შესაძლებლობა რასაც ბსუ აძლევს სტუდენტს არის ევროპული განათლების საწინდარი. აღსანიშნავია ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეულად კარგი სივრცე მკითხველთათვის, საოცრად ლამაზი და მდიდარი ბიბლიოთეკა. შესაბამისად, კარგად დაკომპლექტებული კადრებით. ბათუმს ჰყავს ბევრი პროფესიონალი, რომლებიც ამ უნივერსიტეტის ბაზაზე იღებდნენ და იღებენ  განათლებას, უნიჭიერესი პროფესორებისა და ლექტორების დახმარებით.

რაც შეეხება მოლოდინებსა და სამომავლო გეგმებს, მათზე დიდ იმედებს ვამყარებ. მომავლისაგან ველი შესაძლებლობების ფართო კარების გახსნას და შანსს, რომ გავაგრძელო წინსვლა. დარწმუნებული ვარ, ამაში ჩემი უნივერსიტეტიც დამეხმარება და დამატებით საკუთარ თავზე მუშაობით გავხდები საკუთარი საქმის პროფესიონალი. გარდა ამისა, მჯერა, რომ ცხოვრება წარმატებულ და საინტერესო სტუდენტურ წლებს მიმზადებს.

ვსწავლობდი მე-10 საჯარო სკოლაში, სკოლას საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში.  სკოლამ მომცა ის ძირითადი ცოდნა, რომელიც გახდა საფუძველი ჩემი შემდგომი წარმატებისა. აქვე აღვნიშნავ მასწავლებლების ჩართულობას სასწავლო პროცესში, მათ უდიდესი როლი ითამაშეს ცოდნის მიღებასა და გაღრმავებაში.

ბავშვობიდან მინდოდა გავმხდარიყავი ადვოკატი, ამიტომ ავირჩიე სამართალმცოდნეობა. როდესაც ფილმში ან სერიალში ვხედავდი ძლიერ ადვოკატ ქალს წარმოვიდგენდი ხოლმე ჩემს თავს მის ადგილას.  ვოცნებობდი მომესხა მანტია და დამეცვა სამართლიანობა.

ჩემი და არის ბსუ-ს სტუდენტი და მაქვს გარკვეული წარმოდგენა ამ უნივერსიტეტის შესახებ. ვიცი, რომ ბსუ-ში არის სწავლების მაღალი დონე და ჩამომაყალიბებს პროფესიონალად.

როგორც ზევით აღვნიშნე, ბსუ არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი, მას აქვს უამრავი საინტერესო პროგრამა, რომელშიც ჩართვა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს. ასევე უნივერსიტეტს ჰყავს ძლიერი ლექტორები და საუკეთესო გუნდი.

საუკეთესოს მოლოდინი მაქვს და მჯერა, რომ ბსუ დამეხმარება ავიხდინო ოცნება და გავხდე პროფესიონალი ჩემს საქმეში. ვაპირებ ბოლომდე მივყვე დასახულ მიზანს და რაც შეიძლება მეტი ვისწავლო, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია იყო წარმატებული.

შრომას ყოველთვის აქვს აზრი, ამიტომ მომავალ სტუდენტებს ვურჩევდი არ დაკარგონ დრო და ისწავლონ რაც შეიძლება მეტი. გამოიყენონ ეს დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად. ასევე აუცილებელია დროის მენეჯმენტი.

ჩემი და იყო ჩემი ერთგვარი თილისმა. ყოველთვის ის ნახულობდა პირველი ჩემს შედეგებს და მეუბნებოდა. ტრადიციულად, ჩემმა დამ ნახა პირველად ჩემი საბოლოო 

ვსწავლობდი ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში. რთულია ერთი სიტყვით აღწერო ის შრომა და ძალისხმევა, რაც არ დაიშურეს ჩემი სკოლის მასწავლებლებმა, დამრიგებლებმა, თითოეული ბავშვის წინსვლასა და წარმატებაში. მათი დამსახურება მართლაც უდიდესია. ლომის წვლილი მიუძღვით თითოეული ბავშვის წინგადადგმულ ნაბიჯში.

ვფიქრობ, უცხო ენის ცოდნა დღევანდელ დროში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. თითოეული ადამიანის კარიერულ წინსვლაში აუცილებელია უცხო ენის მაღალ, პროფესიონალურ დონეზე ფლობა.

ბევრი ნაცნობი და მეგობარი სწავლობს და სწავლობდა ამ უნივერსიტეტში, გამომდინარე აქედან, ჩემი არჩევანიც ამ უნივერსიტეტზე შეჩერდა. ვიცოდი, რომ აქ დამხვდებოდა პროფესიონალი ლექტორები და რაც ყველაზე მთავარია მეგობრული, კომფორტული გარემო. ამასთან, უნივერსიტეტი ცნობილია სხვადასხვა სახის გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვნებით, რაც ჩემთვის უფრო მიმზიდველს ხდის ამ უნივერსიტეტს.

ჩემს მთავარ მიზნად ამ ეტაპზე მიმაჩნია დაუღალავი შრომა, მიზანდასახულობა, რაც დაეხმარება სამომავლოდ ჩემს კარიერულ წინსვლას.

მომავალ სტუდენტებს კი ვურჩევ, რომ თავი არ დაზოგონ, იმუშაონ საკუთარ თავზე, არ დაკარგონ მიზანი და ჰქონდეთ იმედი, რომ მათი შრომა საბოლოოდ აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

გრანტის მიღება რა თქმა უნდა, დიდ ემოციასთან და მღელვარებასთანაა დაკავშირებული, მსგავსად შემემთხვა მეც. ეს იყო დღე და ეს იყო ემოცია, რომელმაც მაჩვენა, რომ ჩემი შრომა დაფასდა.

12 წელი ვსწავლობდი ბათუმის №29 საჯარო სკოლაში, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს აკადემიურ და მენტალურ განვითარებაზე. სკოლის წლები მნიშვნელოვანი იყო როგორც ცოდნის გაღრმავებისთვის, ისე პიროვნული ზრდისთვის. სწორედ ამ პერიოდში ვსწავლობდი, თუ როგორ უნდა მემართა საკუთარი ძალისხმევა და შრომისმოყვარეობა სასურველი შედეგების მისაღწევად. ეს ყველაფერი დამეხმარა ეროვნულ გამოცდებზე წარმატების მიღწევაში.

ზუსტად არ მახსოვს, როდის დავინტერესდი ჩემი ამჟამინდელი პროფესიით, მაგრამ მე-10 კლასში უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს სფერო ჩემს ძირითად ინტერესს წარმოადგენდა. ეს არ იყო მხოლოდ საგანი, არამედ შესაძლებლობა, გამომევლინა ჩემი უნარები და დავამტკიცე საკუთარი თავი. არჩევანის გაკეთების მომენტში უკვე ნათელი იყო, რომ ეს ის პროფესია იყო, რომელიც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცეოდა.

როდესაც უნივერსიტეტის არჩევის დრო დადგა, ჩემთვის არ ყოფილა რთული გადაწყვეტილება, რომ სწავლის გაგრძელება ბათუმში მინდოდა. ბსუ ყოველთვის იყო ჩემი პირველი არჩევანი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე ბსუ-ში ჩაბარება, არის გაცვლითი პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა, რასაც ეს უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასეთ პროგრამებში მონაწილეობა კარიერულ განვითარებაში დიდ როლს ითამაშებს, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

ბსუ-ს შესახებ ინფორმაციას უკვე ვფლობდი როგორც მეგობრებისა და ახლობლებისგან, ასევე პირადი გამოცდილებითაც. ვმონაწილეობდი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, როგორიცაა: „რა? სად? როდის?“,  ვიყავი  ღია კარის დღეზე, რაც დამეხმარა, უკეთ გამეცნო ეს უნივერსიტეტი და საბოლოოდ გამემყარებინა გადაწყვეტილება.

ყოველთვის ვცდილობ, ვიცოდე, რას ველი საკუთარი თავისგან. ეს მიდგომა მეხმარება მიზნების დასახვაში, რომელიც საშუალებას მაძლევს გავიცნო პროფესია უკეთ და მივაღწიო კარიერულ წარმატებას. მომავალ სტუდენტებს ვურჩევ, ნაკლებად ინერვიულონ და უფრო მეტად იფიქრონ იმ მომავალზე, რომლის შექმნაც თავად შეუძლიათ. აბიტურიენტობა შეიძლება დამღლელი იყოს, მაგრამ უფრო მეტად სასიამოვნო პროცესია და ამ ცვლილებებს მედგრად უნდა შეხვდნენ.

გრანტის აღება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მთელი აბიტურიენტობის განმავლობაში ეს ჩემი მიზანი იყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქულების გაგების შემდეგ უკვე დარწმუნებული ვიყავი ამაში, 100%-იანი გრანტის შესახებ საკუთარი თვალით წაკითხვა მაინც საოცრად ამაღელვებელი გრძნობა იყო. ამ მომენტში საბოლოოდ დავრწმუნდი – მე ეს შევძელი!

ვსწავლობდი ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლაში, რომელიც ოქროს მედალზე დავამთავრე. აქ მიღებული ცოდნით საშუალება მომეცა შედარებით მარტივად ამეთვისებინა საჭირო მასალა, რაც, თავის მხრივ, ძალიან დამეხმარა აბიტურიენტობის სირთულეების გადალახვასა და წარმატებით ჩაბარებაში. ვფიქრობ, N2 საჯარო სკოლას და მის პედაგოგებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს წარმატებაში.

ყველაზე რთული პროცესი პროფესიის არჩევა აღმოჩნდა, რადგან რამდენიმე მიმართულება მაინტერესებდა. საბოლოო არჩევანი ბოლო რამდენიმე თვეში გავაკეთე.  ვიხელმძღვანელე ჩემი ინტერესებით იმ სფეროებისა თუ საგნების მიმართ, რომლებსაც საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა გვთავაზობს. ასევე გავითვალისწინე ამ პროფესიის სამომავლო პერსპექტივა და, რა თქმა უნდა, პირადი სურვილი, მიმეღო განათლება ამ მიმართულებით.

სანამ არჩევანს გავაკეთებდი, გავეცანი სხვადასხვა უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროგრამებს.  აგრეთვე გავითვალისწინე ის ფაქტიც, რომ ბსუ–ს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ერთ–ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. ჩემს არჩევანში ასევე დიდი როლი ითამაშა გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვნებამ, რომლებსაც ბსუ გვთავაზობს. ვფიქრობ, ყოველივე ეს დამეხმარება ჩემი შესაძლებლობების გამოვლენასა და მიზნების მიღწევაში.

ბსუ–ს შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, განსაკუთრებით, ჩემი სკოლის აქტივობებიდან და სოციალური ქსელიდან გამომდინარე. მეორე საჯარო სკოლამ და ამ სკოლის პედაგოგებმა რამდენჯერმე მომცეს შესაძლებლობა აქაურ გარემოს გავცნობოდი და მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა პროექტში. ჩემი ბევრი მეგობარი თუ ნათესავიც ამ უნივერსიტეტში სწავლობს, შესაბამისად, მათგანაც მქონდა საკმაო ინფორმაცია ბსუ–ს სასწავლო გარემოსა და ამა თუ იმ შესანიშნავი აქტივობის შესახებ, რომელსაც ეს უნივერსიტეტი ახორციელებს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დიდი იმედი მაქვს, რომ სტუდენტური წლები ნაყოფიერი იქნება და ამ საინტერესო გზაზე უამრავ ადამიანს გავიცნობ. ძალიან მონდომებული ვარ, რათა, როგორც პროფესიული, ისე ცხოვრებისეული ცოდნა დავაგროვო, განვვითარდე და შემდგომში გავხდე ჩემი საქმის პროფესიონალი. ასევე მსურს წარმატებით მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში, რადგან ეს ჩემთვის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მომავალ სტუდენტებს ვურჩევდი, რომ იშრომონ, რაც ბოლოს აუცილებლად დაუფასდებათ. მთავარია, არ დაისტრესონ თავი პატარა დაბრკოლებებით და უამრავი მოგონება დააგროვონ აბიტურიენტობის პერიოდიდან. უნდა ახსოვდეთ, რომ რეალურად ეროვნული გამოცდები არც ისეთი საშიშია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. გაითვალისწინონ, რომ გამოცდებამდე ერთი კვირით ადრე თუ იფიქრებენ, რომ ყველაფერი დაავიწყდათ, ეს პანიკაც ნერვიულობით გამოწვეული ტყუილია, თუმცა სრულიად ნორმალური, რადგან თითქმის ყველა აბიტურიენტი ამას საკუთარ თავზე გამოვცდით. 

სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ წინა წლების მონაცემებით 100%–იანი გრანტის ქულები მქონდა, მაინც არ ვიყავი დარწმუნებული, რადგან წელს ისტორიით კონკურენციამ საგრძნობლად მოიმატა და საგრანტო ქულებიც აიწია. შესაბამისად, ორმაგად გამიხარდა, როცა შედეგები ვნახე და გავიაზრე, რომ ყველას იმედები გავამართლე, ვისაც ჩემი სჯეროდა და მგულშემატკივრობდა.

დავამთავრე ბათუმის № 8  საჯარო სკოლა და ვფიქრობ ჩემს მასწავლებლებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს წარმატებაში. სკოლისგან მიღებული ცოდნა და სკოლაში გამომუშავებული უნარები დამეხმარა გამოცდების ჩაბარებაში. კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებაზე არჩევანი გავაკეთე 14-15 წლის ასაკში, რადგან ადრეული ასაკიდანვე კარგად ვფლობდი კომპიუტერს და მის მიმართ დიდი ინტერესი გამაჩნდა.

ბსუ ავირჩიე რადგან ძალიან მიყვარს ბათუმი და არ მინდოდა მისი დატოვება და ასევე, რადგან დედაჩემსაც და ბაბუაჩემსაც ეს უნივერსიტეტი აქვთ დამთავრებული მეც ასევე არჩევანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შევაჩერე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ვიცოდი, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია და ასევე გამოირჩევა გაცვლითი პროგრამების სიმრავლით. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მინდა წარმატებით დავასრულო უნივერსიტეტი, მოვხვდე გაცვლით პროგრამაში და უცხოეთში გავაგრძელო სწავლა.

მომავალ სტუდენტებს ვურჩევდი, რომ არ დაიზარონ და კარგად ისწავლონ, მაგრამ გამოცდებზე არ ინერვიულონ, რადგან არც ისეთი რთულია როგორც მათ ჰგონიათ.

როცა გრანტის შესახებ გავიგე, ძალიან გახარებული და გაკვირვებული ვიყავი. ვიცოდი რომ გრანტს ავიღებდი მაგრამ 100%-იანს  არ ველოდი.

დავასრულე ბათუმის N2 საჯარო სკოლა. ვფიქრობ, რომ ეს სკოლა, თავისი ისტორიით, გარემოთი და მასწავლებლებით, განსაკუთრებულია.

მე იმ კატეგორიის თინეიჯერებს მივეკუთვნები, რომლებმაც ზუსტად არ იციან, რა გზა უნდა აირჩიონ და ჯერ კიდევ თვითგამორკვევის ეტაპზე არიან. საბოლოოდ, არჩევანი იურიდიულზე შევაჩერე, რადგან ეს ფაკულტეტი მრავალპროფილურია. მას აქვს ბევრი განხრა, თითოეულში თავს გამოვცდი და საბოლოოდ ჩემთვის ყველაზე მორგებულს შევარჩევ. თბილი გარემო, ახლო ურთიერთობები და მეგობრები სწორედ ის ფაქტორებია, რომლებმაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტზე არჩევანი გამაკეთებინეს.

ძირითადად, მეგობრებისგან მსმენია, რომ ბსუ გამოირჩევა ახლო და მჭიდრო ურთიერთობებით, როგორც სტუდენტებს შორის, ასევე სტუდენტებსა და ლექტორებს შორის.

სტუდენტური ცხოვრების დაწყებას მოუთმენლად ველი. ველოდები საინტერესო, ინფორმაციით დატვირთულ ლექციებს. სამომავლოდ ერთი რამ ზუსტად ვიცი - არ ვაპირებ გაჩერებას და ვაპირებ თვითგანვითარებას.

რაც შეეხება გრანტს, დაძაბულობა და ნერვიულობა რა თქმა უნდა იყო ბოლო თვეში, განსაკუთრებით მაშინ, როცა პასუხს ერთი თვე ელოდები. თუმცა, რატომღაც ჩემი თავის მჯეროდა და დარწმუნებული ვიყავი წარმატებულ შედეგში.


 



12 წე




Comments