ირაკლი კუჭავა - ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი, ,,Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამით პოლონეთში იმყოფებოდა

 

,,Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამით ვიმყოფებოდი პოლონეთის ქალაქ ვროცლავში, რომელიც სიდიდით არის მესამე ქალაქი და ცნობილია სტუდენტების დიდი რაოდენობით. 600 ათასზე მეტი რეზიდენტიდან 100 ათასზე მეტი სტუდენტია.

მიმღები უნივერსიტეტის სასწავლო პროცესი საკმაოდ ლიბერალურია, სასწავლო კურსების არჩევა ხდება პერსონალური პრეფერენციების საფუძველზე, რა თქმა უნდა ჩვენი უნივერსიტეტის სასწავლო საგნებთან შესაბამისობით და სასწავლო შეთანხმებით. ყოველდღიურად არ გვიწევს უნივერსიტეტში მისვლა კურსებზე დასასწრებად, არამედ კვირის განმავლობაში სამი ან ოთხი დღე საგნების და კრედიტების დატვირთვის გათვალისწინებით. სასწავლო კურსებზე დასწრების გარდა მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, (ვარჯიში, სპორტული აქტივობები) რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი როლი სწავლის გარდა ჩემს ყოველდღიურობაში.


ჩემი აზრით, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით ამოწმებ საკუთარ შესაძლებლობებს და მზადყოფნას საზღვარგარეთ სწავლისთვის. მეორე მხრივ შენ იღებ გამოცდილებას  კონკურსების შინაარსზე, მათ ხასიათზე და მოთხოვნებზე. 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი სასწავლო კურსებითა და ,,Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამების არსებობით ერთ-ერთი უნიკალური შესაძლებლობაა ყველა სტუდენტისათვის. თავისთავად, მსგავსი პროგრამების არსებობა ჩვენს უნივერსიტეტში და ზოგადად ჩვენს ქვეყანაში წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გაცვლითი პროგრამა გამოცდილების და ცოდნის გარდა, გაძლევს განსხვავებული ხედვისა და შეხედულებების ჩამოყალიბების შესაძლებლობას როგორც ჩვენი მშობლიური ქვეყნის, არამედ ზოგადი მსოფლმხედველობრივი აზროვნების შექმნის საკითხში ევროპაზე, დასავლეთზე და არა მარტო. კონკურსში გამარჯვებისთვის პირველ რიგში საჭიროა, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა, მონდომება და თავდაჯერებულობა. სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებიდან მნიშვნელოვანია უცხო ენის ცოდნა და კომუნიკაბელურობა. სირთულეებთან და ახალ გარემო პირობებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი. 

გამოწვევებად შეიძლება ჩაითვალოს საცხოვრებელი პირობების შეცვლა და ახალ განრიგზე, ახალ დღის წესრიგზე გადასვლა. როდესაც ერთი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში მიემგზავრები საცხოვრებლად და სასწავლებლად დაკავშირებულია სხვადასხვა გამოწვევებთან, რომელთაგან აღსანიშნავია კულტურული შოკი. თუმცა, ინტერნაციონალურ გარემო პირობებში ცხოვრებისა და გამოცდილების არსებობის გამო, ადაპტირება პრობლემური არ ყოფილა, იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაციაში შესვლა და ენობრივი ბარიერი არ არსებობდა.

რაც შეეხება ჩემს  სამომავლო გეგმებს, უპირველეს ყოვლისა ბაკალავრის ხარისხის მოპოვება არის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Comments

  1. host university The educational process is quite liberal, the choice of study courses becomes personal Based on preferences
    Tel-U

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts