ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების მესამე კურსის სტუდენტი ლიკა ხინკილაძე ,,Erasmus+“ -ის გაცვლითი პროგრამით ბულგარეთში, ანგელ კანჩევის სახელობის რუსეს უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში იმყოფებოდა.
,,Erasmus+"-ის გაცვლითი პროგრამის შესახებ ერთდროულად რამოდენიმე
წყაროდან გავიგე. პირველად შეტყობინება მობილურ ნომერზე გამომეგზავნა, შემდგომ უნივერსიტეტის
ოფიციალური ვებგვერდებიდან. გარდა ამისა დამატებითი ინფორმაცია ჩემი ფაკულტეტის
ლექტორებმაც გამიზიარეს.
ბათუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემთვის არის შესაძლებლობების, განათლების მიღების და კარიერული
განვითარებისთვის ხელსაყრელი ადგილი. გაცვლითი
პროგრამა კი გვეხმარება სტუდენტებს თავდაჯერებულობისა და დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებაში.
ჩემი გამარჯვება განაპირობა თავდაჯერებულობამ და
განვითარებისკენ მისწრაფებამ, ყოველთვის მსურდა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და
რამოდენიმე უარის მიუხედავად, არ შემიწყვეტია მცდელობები და საბოლოოდ ყოველივემ შედეგი
გამოიღო.
ვფიქრობ კონკურსში უპირატესობა
ენიჭება მოტივირებულ სტუდენტს, მას ვისაც გააზრებული აქვს გაცვლითი პროგრამის ღირებულებები
და მზადაა ახალი გამოწვევებისათვის.
უცხო ქვეყანაში წასვლა ბუნებრივია გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, იქნება ის ახალ გარემოში ადაპტაციის პრობლემები თუ დამოუკიდებელი ცხოვრების შიში. ჩემთვის ყოველივე ეს არ წარმოადგენდა დაბრკოლებას ვინაიდან ყოველთვის მინდოდა მსგავსი ცვლილებების განცდა, ერთადერთი სირთულე ალბათ ის იყო, რომ ბულგარელები თანხმობას და უარყოფას განსხვავებულად გამოხატავენ, რის გამოც რამოდენიმეჯერ კომიკურ სიტუაციაში ავღმოჩნდი
მიმღებ უნივერსიტეტში ძალიან მეგობრული და სწავლისათვის ხელშემწყობი გარემო დამხვდა. სასწავლო პროცესი ძალიან არ განსხვავდება ჩვენი უნივერსიტეტსგან, განრიგი ლექციებითა და სემინარებითაა შედგენილი, თუმცა ყოველივე ამასთან, ფაკულტეტები დამატებით აქტივობებსა და კონკურსებს სთავაზობს სტუდენტებს.თანატოლებს ვურჩევდი, იყავით ცნობისმოყვარეები, მოტივირებულები და გამოწვევბისთვის გახსნილი.
ეს არის გამოცდილება, რომელსაც ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს და რომელიც აუცილებლად უნდა
გამოსცადოთ.
Comments
Post a Comment