ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი-სოსო დარჩია, ერთი სემესტრის განმავლობაში ვილნიუსში, ,,ERASMUS+“-ის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ლიეტუვას (Mykolo Romerio universitetas) უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ის, რომ ბსუ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს და ,,ERASMUS+" გაცვლითი პროგრამის ფარგლებში არაერთი სტუდენტი იმყოფებოდა საზღვარგარეთ სასწავლებლად ჩემთვის უნივერსიტეტში ჩაბარებამდე იყო ცნობილი, უნივერსიტეტი ხშირად აცხადებს კონკურს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტებისათვის, მეც ამ კონკურსის შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ვიპოვე.
,,ERASMUS +"- ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება და საზღვარგარეთ სწავლა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამ არის რაც სტუდენტობის პერიოდში შეგიძლია გააკეთო, მოემზადო ახალი გამოწვევებისთვის, ისწავლო ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, გაეცნო სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მიიღო მაღალკვალიფიციური ევროპული განათლება და გააუმჯობესო შენი პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები.
კონკურსის გამოცხადების შესახებ საინფორმაციო ველში ხაზგასმულია ძირითადი მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი, შესარჩევი ეტაპი ძირითადად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას მოიცავდა, რაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, შემდგომ შესაბამის უცხო ენაში ტესტირების ეტაპი მოსდევს და ბოლოს გასაუბრება.
,,ERASMUS +" ის გაცვლით პროგრამის კონკურსის
გამოცხადების შესახებ საინფორმაციო ბმულში დეტალურად არის მოცემული ის
კრიტერიუმები, რომლებსაც კონკურსში მონაწილეობის სურვილის მქონე სტუდენტი უნდა
აკმაყოფილებდეს, მათ შორის გასათვალისწინებელია სტუდენტის აკადემიური მოსწრების დონე,
მიმღები უნივერსიტეტის და გამოცხადებული კონკურსით მოთხოვნილი უცხო ენის შესაბამის
დონეზე ცოდნა, ჩემს შემთხვევაში ეს ინგლისური ენა იყო. ამასთან სამოტივაციო წერილის
მომზადება მიმღები უნივერსიტეტისათვის და გასაუბრება, თუმცა მიმაჩნია, რომ
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც სტუდენტის შემართება და მოტივაციაა.
როგორც აღვნიშნე, ვილნიუსში ,,ERASMUS+" სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ვიმყოფები, ამიტომ ჩემი სასწავლო პროცესი ჩვეულებრივისგან განსხვავებულია, ძირითადად ჩემს მენტორთან ერთად ვმუშაობ ევროკავშირის პროექტზე - Encancing proficiency of insolvensy practitioners (რომელიც მიზნად ისახავს გადახდისუუნარობის სამართალში სპეციალიზებული სუბიექტების გადამზადებას), ასევე ვაწარმოებ კვლევებს გადახდისუუნარობის, საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლის სხვადასხვა აქტუალურ თემებზე. ახალ გარემოზე შეჩვევა რთული არ არის, მიმღები უნივერსიტეტი მაქსიმალურად გვიწყობს ხელს სტუდენტებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაში.
ყველა სტუდენტს ვურჩევ დაინტერესდნენ და თვალი ადევნონ
გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებულ სიახლეებს, ვთვლი რომ დაინტერესებულმა სტუდენტებმა
აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა და გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელსაც
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სთავაზობს, რადგან გარდა
პროფესიული უნარების განვითარებისა და სხვა სამომავლო პერსპექტივებისა,
საზღვარგარეთ სწავლა გეხმარება საკუთარი თავის გამოცდაში, გამოწვევების დაძლევაში
და ბევრი საინტერესო პრაქტიკული უნარების შეძენაში.
Comments
Post a Comment