მიხეილ ბენია – ბსუ – ს საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მე-3 კურსის სტუდენტი.
,,Erasmus +”-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას პოლონეთში, შჩეცინის უნივერსიტეტში განაგრძობს:
”ვფიქრობ, აბიტურიენტის წარმატებული მომავალი მეტწილად არის დამოკიდებული იმ
აზე, თუ რამდენად სწორად შეარჩევს უნივერსიტეტს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომლითაც ჩაბარებისას ვხელმძღვანელობდი –
გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა იყო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საშუალება მომცა ერთი სემესტრი სწავლა უცხოეთში გამეგრძელებინა. ამჟამად,
“Erasmus +” პროგრამით, (რომელიც სწავლებას, საცხოვრებელს, მგზავრობასა და თვიურ სტიპენდიას სრულად აფინანსებს) ბაკალავრიატის მეექვსე სემესტრს შჩეცინის უნივერსიტეტში გავდივარ, რომელიც აღიარებულია დასავლეთ პომერანიის და უფრო მეტიც-პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად.

თავდაპირველად ბედი
,,Erasmus Mundus”-ის ბოლო
კონკურსზე
შარშანწინ
ვცადე
და
პოზნანის
ადამ
მიცკევიჩის
და
გენტის
უნივერსიტეტების
სარეზერვო
სიაში
მოვხვდი.
ერთი
წლის
შემდეგ,
როგორც
კი
,,Erasmus +”-ის პროგრამა
ამოქმედდა,
მეორე
დღესვე
დავრეგისტრირდი,
არ
მინდოდა
ჩემი
გამოცდილება
მხოლოდ
“რეზერვისტობით”
დამთავრებულიყო.
მსურვილი
მქონდა გავმხდარიყავი
,,Erasmus Mundus” -ის ბოლო
საგრანტო
პროგრამის
გამარჯვებული,
მაგრამ
გავხდი
,,Erasmus +”-ის პირველი
კონკურსის
სტიპენდიანტი,
რაც
ძალიან
მიხარია.
ჩემი
სამოტივაციო
წერილიც
ამ
წინადადებით
დავასრულე
– „In the end, we only regret the chances we didn’t take!”
Comments
Post a Comment