ბსუ-ს ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა უსინათლოებისათვის განკუთვნილი ულტრაბგერითი მეგზური შექმნეს. მოწყობილობის მეშვეობით 4 მეტრის რადიუსში მდებარე დაბრკოლების აღმოჩენა ხდება; აპარატი თანმიმდევრულ ბგერით სიგნალებს გამოსცემს დაბრკოლებამდე მანძილის შესაბამისად;
აპარატზე გათვალისწინებულია ყურსასმენის
მიერთება. ხელსაწყო მცირე ზომისა და მასისაა, რაც მისი ჯიბის ტარების, მაჯაზე გაკეთების ან უსინათლოთა ჯოხზე დამაგრების საშუალებას იძლევა.
ტექნოლოგიური სიახლით გამორჩეული
ხელსაწყოს კონსტრუქცია, პროგრამული უზრუნველყოფა და ბლოკ-სქემა შემუშავდა
და დამზადდა კომპიუტერულ-მეცნიერებათა დეპარტამენტში, აპარატის კორპუსები
კი ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ FAB LAB BSU-ში.
პროექტის ავტორი: ბსუ-ს ფიზიკა მათემატიკისა და
კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი გიორგი გორგილაძე;
ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ზაზა დავითაძე ;
Comments
Post a Comment