Skip to main content
ჰაერის ხარისხის გაზომვისა და მონაცემების გრაფიკული ვიზუალიზაციის ხელსაწყო
ბსუ-ს ფიზიკა მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ჰაერის ხარისხის გაზომვისა და მონაცემების გრაფიკული ვიზუალიზაციის ხელსაწყო შექმნა.
ჰაერის ხარისხის გამზომი ხელსაწყოს საშუალებით იზომება შემდეგი მნიშვნელოვანი პარამეტრები:
აზოტისა და ნახშირბადის ოქსიდის შემცველობა ჰაერში
ჰაერის ტენიანობა და ტემპერატურა
ატმოსფერული წნევა და სიმაღლე ზღვის დონიდან
სადიპლომო ნაშრომის პროექტის ფარგლებში შექმნილია ხელსაწყოს დასრულებული მოქმედი მოდელი და პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოწყობილობიდან მიღებული მონაცემების გრაფიკული ვიზუალიზაცია.
ხელსაწყოს მცირე მოდერნიზაციის პირობებში (LED DISPLAY-ს დამატების შემთხვევაში) აპარატი შესაძლოა გამოყენებული იქნეს როგორც ჰაერის გაზომვის მობილური ხელსაწყო.
აპარატის კორპუსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ფაბლაბში დამზადდა.
პროექტის ავტორი: ბსუ-ს ფიზიკა მათემატიკისა და
კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი ელზა ჯინჭარაძე;
ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ზაზა დავითაძე ;
Comments
Post a Comment