ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი - ნინო მიქელაძე ,,Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფებოდა. ბლოგის საშუალებით ნინო გვიზიარებს გამოცდილებას, რომელიც დაუგავპილსის უნივერსიტეტში სწავლისას მიიღო.

მინდა გითხრათ, რომ ახალ გარემოსთან შეგუება არც ისე რთული აღმოჩნდა როგორც ვფიქრობდი. ყველაზე დიდ დროს ვატარებდი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში, სადაც გაცვლითი პროგრამის სხვა სტუდენტებთან ერთად ვცხოვრობდით. სტუდენტები როგორც ევროპული ასევე არაევროპული ქვეყნებიდან იყვნენ. ახალი მეგობრების გაჩენა პირველივე კვირაში შევძელი. მათთან ერთად ხშირად ვამზადებდით კერძებს, ვუყვებოდით ერთმანეთს ჩვენს ქვეყნებზე, ერთად ვსწავლობდით, ერთად ვმოგზაურობდით, გვქონდა საერთო ოთახი, სადაც საღამოობით ვიკრიბებოდით, ვთამაშობდით და ბევრს ვსაუბრობდით. სირთულე მხოლოდ სიცივე იყო, მაგრამ მალე მასაც  შევეგუე. უნივერსიტეტში ლექტორებიც ცდილობდნენ თავი უცხოდ არ გვეგრძნო, რადგანაც იციან, რომ ახალ გარემოსთან შეგუება ყველას ერთნაირად არ შეუძლია. 

დაუგავპილსის უნივერსიტეტში კვირაში ოთხი სასწავლო დღე გვქონდა. დღეში ორი ან სამი ლექცია. ზოგიერთ საგანში ლექცია-სემინარი, ზოგში კი პრაქტიკულები. ლექციები ძირითადად 90 წუთიანი იყო. შუალედები ძირითადად ნახევარ საათიანი ან უფრო ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ იქ 9 საგანს გავდიოდი, გრაფიკი კარგად იყო შედგენილი. რადგან, დრო სწავლისთვისაც საკმარისი გვქონოდა და სამოგზაუროდაც. უნივერსიტეტს ორი კორპუსი აქვს, რომელიც ერთმანეთიდან 10 წუთის სავალზეა. ორივე კორპუსთან არის პარკები, სადაც დროს ხშირად ვატარებდით ლექციებს შორის ან შემდეგ. პარკში ძირითადად სტუდენტები იყვნენ, ამიტომ ღია სივრცეში სამეცადინოდ ხელი არ მეშლებოდა.

რაც შეეხება ლატვიას, ის ბალტიისპირეთში ერთი პატარაა ქვეყანაა. ლატვიელები არ გამოირჩევიან მომღიმარი სახეებით, თუმცა, საკმაოდ სტუმართმოყვარეები არიან. ჩემს უნივერსიტეტში, კოორდინატორები, ლექტორები, სტუდენტები ძალიან მეგობრულები არიან და ყოველთვის მზად არიან თუ დაგვჭირდა დაგვეხმარონ. უნივერსტიტეტი ხშირად აწყობს ექსკურსიებს ქალაქში და ქვეყნის სხვა კუთხეებში. ერთ-ერთ ასეთ ექსკურსიაზე ვიყავით პურის მუზეუმში, სადაც საშუალება მოგვცეს ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა პურის მზადების და ცხობის პროცესში. რადგანაც ლატვიას პურის ქვეყანას უწოდებენ, ეს პროცესი ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო.

ბსუ გაცვლითი პროგრამებით შესაძლებლობას გვაძლევს შენთვის უცნობ გარემოში ვადაპტირდეთ და შევითვისოთ ის. ერთი სემესტრის განმავლობაში ეს გარემო გვაჩვენებს საკუთარ თავს სხვა კუთხით. გვაფიქრებს იმ თემებზე, რაც მანამდე  შეიძლება უმნიშვნელო ყოფილიყო. ამ პერიოდში ეცნობი არაერთი სხვა კულტურის წარმომადგენელს და მათთან დაახლოებით შეიძლება შენი წარმოდგენები, შეხედულებები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით შეიცვალოს. შეგიძლია სწავლის გარემოზე, ან ხალხზე, ან კიდევ უბრალო ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაკვირვებით შეაფასო ბევრი რამ ცხოვრებაში. ვფიქრობ, ყოველი სტუდენტისთვის ეს შესაძლებლობა გზების გამხსნელია, არამარტო სასწავლო კარიერაში, არამედ ცხოვრებაშიც. ჩემს შემთხვევაშიც ასეა, გავხდი უფრო დამოუკიდებული, მიზანდასახული, სამომავლო გეგმებზე ახლა უფრო ვფიქრობ, ვიდრე მანამდე. 

ვფიქრობ, ჩემი ამ კონკურსში გამარჯვება უნივერსიტეტისთვის შესაბამისი საგნების და კრედიტების არჩევამ განაპირობა. რა თქმა უნდა, იყო კონკურენცია სტუდენტებს შორის, მაგრამ მთავარია მიზანდასახულობა და სურვილი.

გაცვლითი პროგრამით დაინტერესებულ თანატოლებს ვურჩევდი ნუ გაუშვებენ ამ შესაძლებლობას ხელიდან, რასაც ბსუ და ,,Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამა  გთავაზობთ. თავიდან შეიძლება ერთი სემესტრი დიდ დროდ მოგეჩვენოთ, მაგრამ აქ ყოველი დღე განსხვავებულია და დრო ისე სახალისოდ და მალე გავა, რომ ვერც კი შეამჩნევთ. მნიშვნელობა არ აქვს რომელ ქვეყანას აირჩევთ, რადგან ბსუ თანამშრომლობს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან. ყველა კულტურა განსხვავებული და თავის მხრივ საინტერესოა. აქ შეიძენთ უამრავ მეგობარს, გაიგებთ ქვეყნების შესახებ, გახდებით უფრო ამბიციურები, გაიზრდებით პიროვნულად. რაც მთავარია, მიიღებთ დიდ გამოცდილებას და ძალიან ბევრს იმოგზაურებთ.

სტუდენტს, რომელსაც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება სურს უნდა ჰქონდეს ყველა დოკუმენტი წესრიგში, საგნები და კრედიტები შესაბამისად არჩეული, უნდა იცოდეს ინგლისური ენა შესაბამის დონეზე. მზად იყოს სირთულეების გადასალახად და ახალ გარემოსთან შესაგუებლად. 

ჩემი სამომავლო გეგმები ჯერ-ჯერობით მაგისტრატურას უკავშირდება. ვფიქრობ,  ისევ მივიღო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, ან ევროპის რომელიმე ქვეყნის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამა შევარჩიო. გაცვლით პროგრამაში მიღებული გამოცდილება მინდა სხვებსაც გავუზიარო.





Comments

  1. The flexibility of exchange programs on https://kingessays.com/pay-for-homework/ allows students to adapt to unknown environments and broaden their horizons. Each semester presents a unique opportunity for personal growth and learning. The chance to immerse oneself in a different culture, interact with people from diverse backgrounds, and evaluate life from various perspectives is invaluable.

    The article concludes by encouraging students interested in exchange programs not to hesitate, as they offer an enriching experience. While the journey may seem daunting at first, the rewards, both academically and personally, are worth it. The challenges of living and studying in a foreign country are outweighed by the invaluable experiences gained.

    ReplyDelete

Post a Comment