ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ნინო ვარშანიძე ,,ERAZMUS+” -ის გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფება და სწავლას დაუგავპილსის უნივერსიტეტში განაგრძობს.
ახალგაზრდებს, რომლებიც ჯერ კიდევ უნივერსიტეტისა და სპეციალობის არჩევანის წინაშე დგანან, ვეტყოდი რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათ სთავაზობს პროფესიული და პიროვნული განვითარების დიდ შესაძლებლობას. გარდა საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანის, მაღალკვალიფიციური პერსონალის, მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის და სწავლების მაღალი ხარისხისა, ბსუ ახალგაზრდებს გვაძლევს შესაძლებლობას ნებისმიერი სპეციალობისა და სწავლების საფეხურის სტუდენტმა მივიღოთ საერთაშორისო განათლება, ვიყოთ გაცვლითი პროგრამის მონაწილე, გავხდეთ არჩეული პროფესიის სპეციალისტი და კიდევ უფრო მეტი შევძინოთ ჩვენს ქალაქს და ქვეყანას.
მაღალი აკადემიური მოსწრებისა და ინგლისურის შესაბამისი დონის ცოდნის გარდა, გადამწყვეტი ფაქტორი, რითაც გავხდი კონკურსის გამარჯვებული, გახლდათ მოტივაცია და მზადყოფნა. ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს სურვილი გავზარდო და შევავსო აქამდე დაგროვებული ჩემი პროფესიული განათლება სხვა ქვეყნის ცოდნით და გაცვლითი პროგრამით მიღებული გამოცდილებით და რა თქმა უნდა, შემდგომ გამოვიყენო ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ ყოველივეში კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან გვეხმარება. ბსუ არის შესაძლებლობა პროფესიული განვითარებისა და საკუთარი თავის აღმოჩენის.კონკურსი თავისი არსით მოიცავს სხვადასხვა ეტაპს, რომელიც ყოველმხრივ აფასებს კონკურსანტს. ძირითადი კრიტერიუმებია: მაღალი საშუალო შეწონილი ქულა, ინგლისური ენის ცოდნა, მოტივაცია და ამასთანავე ფსიქოლოგიური მზადყოფნა, თავგადასავლების სიყვარული, დამოუკიდებლობა, კარიერული და პიროვნული განვითარების სურვილი.
დაუგავპილსი არის ლატვიის პატარა ქალაქი ლიეტუვისა და ბელარუსის საზღვართან. სახელი დაკავშირებულია მდინარე დაუგავასთან. მოსახლეობა ეთნიკურად მრავალფეროვანია. ეს ერთადერთი ადგილია აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ცნობილი მხატვრისა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ფუძემდებლის მარკ როტკოს ორიგინალური შედევრების ნახვაა შესაძლებელი. ქალაქი არის ჩუმი, ყველაფერი მუშაობას დილით ადრე იწყებს და მალე ასრულებს, საღამო საათებში ქალაქი ისვენებს. მიუხედავად სიცივეებისა და გაზაფხულის სეზონის არ არსებობისა, ადგილობრივები ქალაქში ხელოვნურად დამატებული ყვავილებითა და პეპლებით ცდილობენ გაზაფხულის განწყობის შექმნას.
დაუგავპილსის უნივერსიტეტს აქვს რამდენიმე კორპუსი, თითოეული ფაკულტეტის კორპუსი ერთმანეთისგან განსხვავებულია, გათვალისწინებულია სპეციალობების სპეციფიკა, რაც დადებითად აისახება სწავლების ხარისხზე.
რა თქმა უნდა, თავდაპირველად უცხო ქვეყანაში რომ ჩადიხარ ყველაფერი ახალი და უცხოა, ყველაფერს დიდი დაკვირვებითა და ინტერესით უყურებ, ცდილობ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციო განსხვავებებს, რომ უხერხული შემთხვევებისგან თავი დაიზღვიო. ახალი გამოწვევების წინაშე დგები, ეცნობი ბევრ სასიამოვნო სიახლეს და უფრო და უფრო დიდი მოლოდინებით ხვდები ყოველ ახალ დღეს. როცა ყველაფერს ენთუზიამით უყურებ, არაფერი წარმოადგენს სირთულეს, მათ შორის არც ბალტიისპირეთის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი მკაცრი კლიმატი. თავდაპირველად რთული იყო ყინვებსა და დაბალ ტემპერატურასთან გამკლავება, მაგრამ შევძელი ადაპტაცია, ქუდი და კაშნე ჩემი მუდმივი ატრიბუტი გახდა. იყო უხერხული და სასაცილო შემთხვევები, რომლებიც ჩემი ლატვიური თავგადასავლის ნაწილი გახდა.
დაუგავპილსის უნივერსიტეტში სწავლა დილით 8 საათზე იწყება და ლექციები საათნახეევრიანია. ჩემი ფაკულტეტის კორპუსი ყველაზე დიდი და თანამედროვეა, ბევრი აუდიტორიითა და კვლევითი ლაბორატორიით. ბიოლოგიის ლექციები და კვლევები ქალაქისგან მოშორებით, ილგასის სამეცნიერო კვლევით ცენტრში მიტარდება, სადაც უამრავი ნიმუში და უდიდესი ჰერბარიუმის ოთახებია. რამდენიმე დღით ილგასში ვრჩები, ვაგროვებ ნიმუშებს და შემდგომ ლაბორატორიულად ხავსების იდენტიფიცირებას ვახდენ. საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი საქმიანობაა.
ავირჩიე ლატვიური ენის კურსი, კურსი მეხმარება კულტურის უკეთ გაცნობასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში. ხშირად ვესწრები უნივერსიტეტში სხვა ევროპული ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორების ლექციებს, რაც მეხმარება კიდევ უფრო გავიფართოო ჩემი თვალსაწიერი ბიოლოგიის სხვადასხვა ვიწრო სპეციალობებში. კურსზე ვართ არც თუ ისე ბევრი, ძირითადად 4-5 უცხოელი სტუდენტი. ქვეყნების მრავალფეროვნება კიდევ უფრო ნაყოფიერს და მრავალფეროვანს ხდის ჩემს სწავლას დაუგავპილსის უნივერსიტეტში. აქტიურად მუშაობს უნივერსიტეტის თვითმმართველობა, რომელიც ჩვენთვის, გაცვლითი პროგრამის სტუდენტებისთვის გეგმავს ქალაქის გაცნობით ტურებს, შემეცნებით აქტივობებს, საგანმანათლებლო შეხვედრებს და კიდევ უფრო პროდუქტიულს და ხალისიანს ხდის ჩემს აქ გატარებულ პერიოდს.
ახალგაზრდებს, რომლებიც ჯერ კიდევ უნივერსიტეტისა და სპეციალობის არჩევანის წინაშე დგანან, ვეტყოდი რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათ სთავაზობს პროფესიული და პიროვნული განვითარების დიდ შესაძლებლობას. გარდა საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანის, მაღალკვალიფიციური პერსონალის, მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის და სწავლების მაღალი ხარისხისა, ბსუ ახალგაზრდებს გვაძლევს შესაძლებლობას ნებისმიერი სპეციალობისა და სწავლების საფეხურის სტუდენტმა მივიღოთ საერთაშორისო განათლება, ვიყოთ გაცვლითი პროგრამის მონაწილე, გავხდეთ არჩეული პროფესიის სპეციალისტი და კიდევ უფრო მეტი შევძინოთ ჩვენს ქალაქს და ქვეყანას.
მეგობრებო, არაფერია შეუძლებელი, მთავარია გადადგათ პირველი ნაბიჯი, იყოთ თავდაჯერებული, აღმოაჩინოთ და ირწმუნოთ საკუთარი თავის, რათა მაქსიმალურად გამოიყენოთ ის უნიკალური შესაძლებლობები, რასაც ჩვენი უნივერსტიტეტი და „ერაზმუს +“ -ის პროგრამა გვთავაზობს ახალგაზრდებს.
სამომავლო გეგმები, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება ჩემს სამაგისტრო ნაშრომს, რომლისთვისაც ვაპირებ აქ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების სამეცნიერო მუშაობის გამოყენებას. მინდა მაქსიმალურად ვეცადო გაცვლითი პროგრამის დროს ნასწავლი და ნანახი ხერხების, თანამედროვე მეთოდების დანერგვა და გამოყენება ჩემს კარიერულ განვითარებაში, მინდა, დაუგავპილსში მიღებული გამოცდილება გავუზიარო ჩემს თანატოლებს და ჩემს უნივერსიტეტში მათთან ერთად გავაგრძელო სამეცნიერო მუშაობა. უკვე მაქვს იდეები, რის განხორციელებაზე დაბრუნებისთანავე ვიზრუნებ. მჯერა, ლატვიაში მიღებული განათლება მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ჩემს ცხოვრებაში და დააჩქარებს კარიერულ და პიროვნულ ზრდას.
The Erasmus Programme, named after the Dutch philosopher Erasmus of Rotterdam, is a shining beacon of educational exchange and cultural integration within the European Union and beyond. This prestigious program has successfully fostered cross-border mobility among students, academic staff, and researchers for decades, enabling participants to study, train, and gain experience abroad. Its impact extends far beyond academic achievement; it cultivates mutual understanding, personal development, and lifelong friendships across continents.
ReplyDeletevirginia personal injury lawyer
When searching for a debt consolidation loan money lender, HS Credit Pte Ltd in Woodlands, Singapore, offers a distinct advantage with its specialized approach. They excel in crafting personalized debt consolidation plans that allow borrowers to consolidate multiple debts into a single, manageable payment. This not only simplifies financial management but also potentially reduces overall interest rates, providing a clear pathway to financial recovery. HS Credit Pte Ltd sets itself apart by emphasizing transparency, competitive terms, and a commitment to ethical lending practices. Their dedicated customer service ensures borrowers receive tailored guidance throughout the consolidation process, empowering them to regain control over their finances effectively.
ReplyDelete