ამჯერად, გაგაცნობთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლინგვისტიკის სადოქტორო პროგრამის მესამე სასწავლო წლის სტუდენტს ქეთევან არძენაძეს, რომელიც სწავლას ესპანეთის ქალაქ ვიგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძობს.
ჩემთვის, როგორც მესამე საფეხურის, სადოქტორო პროგრამის სტუდენტისთვის ეს არის მესამე გაცვლითი პროგრამა, ამიტომ, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ბსუ ერთ-ერთი წამყვანი და პრიორიტეტული უნივერსიტეტია სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების ხელმისაწვდომობის კუთხით. აღსანიშნავია, ინფორმაციის საჯაროობა, კონკურსის გამჭვირვალეობა, ადმინისტრაციის ძალიან დიდი მხარდაჭერა და მოტივაცია, რომელსაც სტუდენტი ყოველთვის გრძნობს. უნივერსიტეტი გამოირჩევა არა მხოლოდ გაცვლითი პროგრამების სიმრავლით, არამედ სხვადასხვა კულტურული თუ შემოქმედებითი ღონისძიებებით, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს აკადემიური განვითარების პარალელურად, თავიანთი ინტერესების შესაბამისად დაკავდნენ.
გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის, კერძოდ კი სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა ვებგვერდზე, შესაბამისად, ,,ERASMUS+“-ის მიერ გამოცხადებული გაცვლითი პროგრამის შესახებ გავიგე როგორც უნივერსიტეტის საინფორმაციო ვებგვერდიდან, ასევე სტუდენტთათვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე.
კონკურსის მთავარი მოთხოვნაა ასევე, კარგი აკადემიურ მოსწრება და რაც მთავარია თავდაჯერებულობა, რათა გასაუბრებაზე მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინო საკუთარი შესაძლებლობები.
ვიგო არის ძალიან მშვიდი და
მოწესრიგებული ქალაქი, იმდენად სასიამოვნოა ქუჩებში სეირნობა, დროის შეუმჩნევლად
შეიძლება მოიარო ქალაქის მთავარი ქუჩები. რაც შეეხება ადგილობრივებთან
კომუნიკაციას, ყველა ვერ საუბრობს ინგლისურად, და ვინც საუბრობს, ძალიან ცოტას,
თუმცა როგორც კი მიმართავ რაიმე შეკითხვით, მაქსიმალურად ცდილობენ შენს
დახმარებას. ახალ გარემოს ყოველთვის
ახლავს გარკვეული სირთულე, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქალაქში უპრობლემოდ
მოვახერხე თავის გართმევა.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, დოქტორანტურის მხოლოდ პირველი სასწავლო წელი გულისხმობს გარკვეული კრედიტების გავლას, ამ ეტაპზე მხოლოდ თემაზე რადგან მიწევს მუშაობა, კვირაში ერთხელ მიხდება თემის ხელმძღვანელთან შეხვედრა, თემასთან დაკავშირებით არსებული საკითხების განსახილველად, ამიტომ დღის ძირითადი ნაწილი თავისუფალი ვარ. კვირაში ორი დღე ვესწრები ესპანურის ლექციებს, ასე ვინაზღაურებ უნივერსიტეტში მისვლის და სააუდიტორიო შეხვედრების დანაკლისს. არსებული დღის რეჟიმი მაძლევს ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობით დაკავების საშუალებას.
თანატოლებს ვურჩევ არ დანებდნენ არასდროს, რადგან თუ წელს არა, შემდეგ
წელს მაინც გამოჩნდება ისეთი ვაკანტური ადგილი, რომელსაც დააკმაყოფილებენ, და
აუცილებელია ძალიან კარგად სწავლა, როგორც უცხო ენის, ასევე ყველა სასწავლო კურსის,
რასაც მათი საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს.
სამომავლოდ, დისერტაციის დაცვის შემდეგ, ვაპირებ გავაგრძელო სწავლების კუთხითა და მეთოდოლოგიური მიმართულებით განვითარება. აღნიშნული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწავლის პარალელურად ვასწავლი ინგლისურ ენას.
ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლინგვისტიკის სადოქტორო პროგრამის მესამე სასწავლო წლის სტუდენტს ქეთევან არძენაძე, სწავლას ესპანეთის ქალაქ ვიგოს სახელმწი
Comments
Post a Comment