,,ბსუ გაძლევს შესაძლებლობას, რეალობად აქციო შენი სურვილები და გახდე იმაზე უკეთესი, ვიდრე ხარ“ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტი დიანა ცინცაძე სწავლას სლოვაკეთში განაგრძობს და ბლოგის საშუალებით გვიზიარებს შთაბეჭდილებებს.


ბსუ გაძლევს შესაძლებლობას, რეალობად აქციო შენი სურვილები და გახდე იმაზე უკეთესი, ვიდრე ხარ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვარ და მაქვს საშუალება ვეზიარო ევროპულ გამოცდილებას, მივიღო საუკეთესო ხარისხის განათლება და განვვითარდე.  

ბსუ-ში ჩაბარების დღიდან იყო ჩემი მიზანი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა. ჩვენი უნივერსიტეტი ამ კუთხით ნამდვილად მრავალფეროვან სპექტრს გვთავაზობს. ყოველთვის ვადევნებდი თვალს უნივერსიტეტის სტუდენტურ პორტალზე არსებულ სიახლეებს და სწორედ  იქ გავეცანი ინფორმაციას გაცვლითი პროგრამის შესახებ. 

კონკურსში ჩემი გამარჯვება ვფიქრობ, განაპირობა  ჩემმა თავდაუზოგავმა შრომამ, რაც გახდა ჩემი მაღალი აკადემიური მოსწრების წინაპირობა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩემი მიზნის სიცხადე და თავდაჯერებულობა, რამაც დაარწმუნა შესარჩევი კომისია, რომ ვიმსახურებდი ვყოფილიყავი კონკურსის გამარჯვებული. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტს ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება და ფლობდეს ინგლისური ენის B2 დონეს. მეტწილად ამაზეა დამოკიდებული, ვის მიენიჭება უპირატესობა კონკურსში. თუმცა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია შესარჩევ კომისიასთან გასაუბრების ეტაპი, თუ როგორ წარმოაჩენს სტუდენტი თავის პიროვნულ უნარებს, რამდენად თავდაჯერებულია და მზადაა იმისთვის, რისთვისაც იბრძვის, და მიზანს - გახდეს კონკურსის გამარჯვებული და გააგრძელოს სწავლა უცხოეთში. 

ვიმყოფები  ბრატისლავაში, ძალიან მშვიდ და მოწესრიგებულ ქალაქში, მგონია ,რომ აქ თავს ყოველთვის დაცულად გრძნობ. ყველაზე მეტად რაც მომწონს,  ქვეყნის მდებარეობაა. ევროპის ცენტრში მდებარეობა ამარტივებს სხვა ქვეყნებში მოგზაურობას. გაცვლითი პროგრამა არ შემოიფარგლება მხოლოდ ევროპის უნივერსიტეტებში სწავლით, იგი გაძლევს შანსს, იმოგზაურო და მოინახულო ევროპის არაერთი შთამბეჭდავი ქვეყანა და ქალაქი, რაც უამრავი ფერადი მოგონებითაა დატვირთული და დადებითი ემოციებით გავსებს. ახალ გარემოს ყოველთვის ახლავს სირთულეები და ჩემთვისაც არ იყო მარტივი ახალ ქალაქთან, ხალხთან თუ უნივერსიტეტთან შეგუება. თუმცა, ეს ყოველივე არ ყოფილა იმდენად რთული, რომ ჩემთვის ხელი შეეშალა. როცა ხარ თავისუფალი და გჯერა საკუთარი თავის, ყველა სირთულე მარტივად დაიძლევა. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ პან-ევროპულ უნივერსიტეტში სწავლა ძალიან სასიამოვნო და კომფორტულია,  ყოველი დღე დატვირთულია ლექციებითა და სხვადასხვა აქტივობით. ვხვდები სტუდენტებს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან, რომლებიც გაცვლითი პროგრამით იმყოფებიან სლოვაკეთში. მათთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. ყოველი დღის დაწყება სიახლესთან და ახალ თავგადასავლებთანაა დაკავშირებული. აქ არასდროს გელის ერთფეროვნება და მუდამ დადებითად ხარ განწყობილი. 

სურვილს, რომ გახდე გაცვლითი პროგრამის მონაწილე და ისწავლო ევროპაში, თან ახლავს უამრავი წინააღმდეგობა და შიში. ვფიქრობ,  არც ისე მარტივია ამ ნაბიჯის გადადგმა, სურვილს თან ახლავს განცდა, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია და ეჭვობ, გამოგივა, თუ - არა. თუმცა ევროპაში ჩასვლისთანავე თითქოს  ყოველგვარი შფოთვისგან თავისუფლდები. მინდა ყველას, ვისაც აქვს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის სურვილი, ვუთხრა, რომ ნურაფერი შეაშინებთ, რადგან ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოუდგენიათ. მშობლიურ ქალაქში ყოფნის კომფორტიდან გამოსვლა ნამდვილად ღირს იმად, რაც აქ გელოდებათ, რადგან აქ მიღებულ გამოცდილებას და ბედნიერ წუთებს ვერაფერი შეედრება.

ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო ხარისხიანი განათლების მიღება, ჩემი სამომავლო გეგმებიც სწავლას და პროფესიულ განვითარებას უკავშირდება. წლების შემდეგ საკუთარ თავს მინდა ვხედავდე, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალს თავის სფეროში და ამისთვის თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. 

Comments

  1. "Student Projects in Science" is a fascinating showcase of ingenuity, curiosity, and the boundless potential of young minds exploring the realms of scientific inquiry. This compilation of projects spans a diverse spectrum, ranging from biology and chemistry experiments to physics demonstrations and innovative technological advancements. Each project is a testament to the passion and dedication of students, offering insights into the scientific process, problem-solving skills, and creativity displayed through their endeavors. By highlighting these projects, the collection not only celebrates the achievements of budding scientists but also inspires and encourages future generations to embrace the wonders of scientific exploration, fostering a culture of innovation and curiosity that propels scientific discovery forward.
    lawyers for truck accidents
    truck accidents lawyers

    ReplyDelete
  2. As an AI language model, I can assist in creating blog posts on various topics, but the subject for "blog post_15" has not been specified. Please provide more details or specify the specific topic or theme you want the post to cover, and I will create a post that suits your needs Abogado de DUI Fairfax VA.

    ReplyDelete

Post a Comment