ქადირ ენის ოზქერი ,,ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამით ბსუ-ში

         ქადირ ენის ოზქერი ,,ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამით ბსუ-ში

ბლოგის საშუალებით გაგაცნობთ მუგლას უნივერსიტეტის სტუდენტს, ქადირ ენის ოზქერს, რომელიც რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება და სწავლას   ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე განაგრძობს.

ადირ ენის ოზერი - ვსწავლობ მუგლას უნივერსიტეტში. მიზეზი, რის გამოც საქართველო ავირჩიე, არის ქართული კულტურის გაცნობა, ქართული  სამზარეულოს დაგემოვნება, საქართველოს ქალაქების მონახულებდა უფრო დეტალური ინფორმაცის მიღება  ჩვენი მეზობელი საქართველოს შესახებ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტზე არჩევანი იმიტომ გავაკეთე, რომ ბსუ არის ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში, რომელსაც ჰყავს კარგი აკადემიური პერსონალი. ვფიქრობ, ბსუ ხელს შეუწყობს ჩემი განათლების დონის ამაღლებას.

სწავლას 4 თვით ვაგრძელებ ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. თქვენს უნივერსიტეტში მოსახვედრად შემოწმდა ჩემი შეფასებები და ინგლისურის ცოდნის დონე, ამის შემდეგაც გადაწყდა, რომ ერთი სემესტრით  სწავლა უნდა გამეგრძელებინა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


ბათუმში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რადგან განვითარებული ქალაქია. ძალიან მსიამოვნებს ქალაქში სეირნობა, მომწონს გრანდიოზული შენობები, ძველი შენობების არქიტექტურა, სკვერები ზღვის პირას პარკები და სასეირნო ბილიკები. ხალხი ძალიან თბილია, ისინი ყოველთვის ყველაფერს აკეთებენ დაგეხმარონ პრობლემის არსებობის შემთხვევაში. მათთან დროის გატარება ნამდვილად სასიამოვნოა. მსურს, უფრო კარგად ვისწავლო ქართული ენა და უფრო მარტივად შეძლო ქართველებთან ურთიერთობა.

აც შეეხება, სწავლის მეთოდ, ვსწავლობთ პრეზენტაციებს მომზადებით, რომელსაც ვასრულებთ 10-დღიანი ინტერვალით. ლექტორებმა ძალიან კარგად იციან ინგლისურა, რაც მეხმარება ენის ცოდნის გაუმჯობესებაში. მომწონს სწავლების მეთოდი. ლექციები ტარდება ერთ ან ორ ადამიანთან ერთად, რაც ადვილებს მასალის კომფორტულად შესწავლას. მაქვს ინტენსიური პროგრამა და გავდივარ 6 კურსს. განრიგისა და გაკვეთილების ინტენსივობის გამო ჯერჯერობით მიჭირს მოგზაურობის დაგეგმვა. ცოტა მეტი თავისუფალი დრო რომ მქონდეს, შევძლებდი საქართველოში არსებული ბევრი საინტერესო ადგილის ნახვას.

ჩემს თანატოლებს და მეგობრებს ვურჩევ, გაიუმჯობესო ინგლისური ენის ცოდნის დონე და მიიღონ მონაწილეობა ,,ერაზმუს+-ის გაცვლით პროგრამებში, რომელიც შესანიშნავი შესაძლებლობაა, შეხვდეთ ახალ ადამიანებს, გაეცნოთ სხვადასხვა კულტურას და აღმოაჩინოთ ახალი ადგილები. მათ ასევე ვურჩევ სწავლის გაგრძელებას ბსუ-ში, რადგან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან კარგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავისი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალით. გარდა ამისა, დიდი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის ლექციების მხრივ, ლექციები ტარდება მცირე ჯგუფთან ერთად, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ უკეთესი განათლება.


Comments