ბსუ-ს სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტები

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პროექტების კონკურსი დასრულდა. კონკურსი მიზნად ისახავს აქტიური სტუდენტური ცხოვრების, არაფორმალური განათლების, სახელოვნებო-შემოქმედებითი საქმიანობის, მასობრივი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებასა და ხელშეწყობას. სტუდენტური პროექტების კონკურსში 9 პროექტმა  გაიმარჯვა. კონკურსის გამარჯვებულები  თავიანთი პროექტების მნიშვნელობასა და სამომავლო შედეგებზე საუბრობენ.


ნანა გვარიშვილი, პროექი: ,,Gather2gether“  - იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი.

კონკურსის შესახებ როდესაც გავიგე, მივხდი, რომ ეს იყო შანსი ახლის გაკეთებისა. მე და ჩემს მეგობარს, მარიკა ბროლაძეს, გვქონდა ე.წ. ბრეინშტორმინგი, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო და რა გვინდოდა. საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა აზრი, რომ გაკეთებულიყო ისეთი პროექტი, რომელშიც მონაწილეობა ყველა სტუდენტს შეეძლებოდა და რომლის მიზანიც სტუდენტების დაახლოება იქნებოდა. პროექტის მთავარი მიზანია, ქართველი და უცხოელი სტუდენტების ინტეგრაცია, დაახლოება, გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, კულტურის გაცვლა და მოტივაციის ამაღლება.

„Gather2gether” ჩაერთვება 40 მონაწილე (20 ქართველი და 20 უცხოელი). მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის საფუძველზე. პროექტი „Gather 2gether“ მოიცავს შემდეგ ეტაპებს: • გასვლითი აქტივობები - გასვლითი აქტივობებისთვის შეირჩევა შემდეგი ლოკაციები ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მტირალას ეროვნული პარკი. ჩვენი მიზანია არამარტო კომუნიკაციის დამყარება ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის, არამედ ქართული კულტურის უკეთ გაცნობა, რაშიც ისტორიული ადგილების მონახულება დაგვეხმარება.

 მიმაჩნია, რომ აღნიშნული პროექტი მრავალი კუთხით არის საინტერესო. პირველ რიგში იმიტომ, რომ საგანმანათლებლო სივრცეში ნებისმიერი ჩართული პირის ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად პროექტში ჩართულ ქართველ და უცხოელ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, გაცვალონ აზრები, კულტურა, გამოცდილება. პროექტი დატვირთულია ინტელექტუალური, შემოქმედებითი, კულტურული ელემენტებით. პროექტი განხორციელდება ინგლისურ ენაზე, ვფიქრობ, უცხოელი სტუდენტების გარდა, ქართველი სტუდენტებისთვისაც ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება. პროექტის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ გვსურს დავაფუძნოთ კლუბი, რომლის მთავარი მიზანი ქართველი და უცხოელი სტუდენტების ინტეგრირება იქნება.

 


გვანცა ზოიძე, პროექტი: ესეების კონკურსი - თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები - ეკონომიკისა და  ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების ესამე კურსის სტუდენტი.

ჩავთვალეთ, რომ აღნიშნული პროექტი ბსუ- სტუდენტებისთვის საინტერესო სიახლე იქნებოდა. შევარჩიეთ ორი ყველაზე აქტუალური თემა, რომელიც შესაძლოა განხილულ იქნეს მრავალი ასპექტით. შესაბამისად, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტს შეეძლება აღნიშნული საკითხის დამუშავება და თავისი მოსაზრების წარმოდგენა ესეს სახით.

პროექტის იდეა უკვე დიდი ხანია გვაქვს, თუმცა საუნივერსიტეტო პროექტების კონკურსის გამოცხადებისას  დავხვეწეთ  და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. კონკურსის დახმარებით კი საშუალება მოგვეცა იდეა რეალურად განგვეხორციელებინა.

ესეების კონკურსი საგანმანათლებლო დანიშნულების პროექტია, შესაბამისად, მის ძირითად მიზანს კონკურსში სტუდენტების ჩართულობის ზრდა, ცოდნის გაღრმავება და ესეების წერის ტექნიკის დახვეწა წარმოადგენს.

კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება, თითოეული თემის დასამუშავებლად სტუდენტებს მიეცემათ 20 დღე. მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: საკონკურსო თემასთან შესაბამისობა, გამართული სტრუქტურა, არგუმენტაცია, სტატისტიკური და ფაქტობრივი მონაცემების გამოყენება, გამოყენებული წყაროების სანდოობა და მრავალფეროვნება.

პროექტზე ჩემს მეგობრებთან, მარიამ თურმანიძესთან და სალომე ქოქოლაძესთან ერთად ვმუშაობდი.


გოგა ბაუჟაძე, პროექტი: „საქართველოს ახალგაზრდული სამიტი 2022 – Youth summit of Georgia 2022” - იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი,

საქართველოს ახალგაზრდული სამიტი 2022“ არის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე მორგებული სამდღიანი პროექტი. მისი მიზანია, მივცეთ ახალგაზრდებს შესაძლებლობა, მიიღონ თანამედროვე, მაღალი ხარისხის განათლება და გამოცდილება, რომელიც იქნება აკადემიურ დასაქმებაზე ორიენტირებული. ასევე გაიღრმავონ კრიტიკული, ანალიტიკური და ლიდერული უნარ-ჩვევები, დაეუფლონ საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების ხელოვნებას, იმუშაონ საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ/პრობლემატურ საკითხებზე და  შეიმუშაონ გლობალური პრობლემების გადაჭრის გზები. ასევე ჩვენი პროექტის მიზანია, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის გავაღრმავოთ არსებული ურთიერთობა, რომელიც აუცილებლად უნდა დაეფუძნოს ურთიერთმხარდაჭერას, ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლას.

მიმაჩნია, რომ პროექტი დიდ გავლენას მოახდენს სტუდენტთა ცხოვრებაზეც, რადგან ძირითადად ისინი იქნებიან ჩართული მოცემულ პროექტში ეს კი ვფიქრობ ერთგვარი გამოფხიზლება, ბიძგი და მოტივაცია იქნება მათთვის აგრეთვე ვთვლი რომ ისინი შემდგომში თვითონვე იქნებიან ინიციატორი, მსგავსი პროექტი ჩაატარონ და განახორციელონ, საუნივერსიტეტო სივრცეში. რაც შეეხება სკოლის მოსწავლეებს, ისინი გაეცნობიან და მიიღებენ უდიდეს ცოდნასა და გამოცდილებას, მათთვის საჭირო თემების შესახებ, რაც მომავალში მათ პროფესიული კუთხით გამოადგებათ, ისინი გაეცნობიან ლექტორებთან ერთად მუშაობის სპეციფიკას, ეს კი გაზრდის ალბათობას, იმისა რომ მომავალში არჩევანს სწორედ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტზე გააკეთებენ.

პროექტის იდეა ჯერ კიდევ პირველ კურსზე გამიჩნდა და დღეს მასზე ვმუშაობ მეგობრებთან ერთად. ესენი გახლავთთამთა ჯაფარიძე, თამუნა ნოღაიდელი, გიორგი ბოლქვაძე და შალვა შალიკაძე.



ლაშა ბოლქვაძე, პროექტი: "ევროპისა და აზიის კულტურათშორისი კომუნიკაცია"

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტილინგვისტიკის მიმართულების დოქტორანტი

პროექტს აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია და დანიშნულება ჩვენი კუთხის საერთაშორისო ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივისთვის. სწორედ, ეს პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენი წილი წვლილი შევიტანოთ  საერთაშორისო არენაზე აჭარის  საუკეთესოდ წარმოჩენისათვის

საკმაო დრო მაკავშირებს ამ უნივერსიტეტთან როგორც მაგისტრატურის, შემდეგ მოწვეული იაპონური ენის ლექტორის და დოქტორანტის რანგში, რომელმაც დამანახა ბსუ-  დიდ პოტენციალი საერთაშორისო ასპარეზზე. შესაბამისად, გამიჩნდა ბევრი იდეა, რომლის საშუალებითა და ბსუ- შესაძლებლობების გამოყენებით, მხარდაჭერით, მივიღებთ წარმატებულ შედეგებს. ეს კი, რაღა თქმა უნდაუნივერსიტეტისათვის და განსაკუთრებით ჩვენი კუთხისათვის იქნება სასარგებლო.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება გრანდიოზული ერთდღიანი ფესტივალი, სადაც სტუმრად გვეყოლება იაპონიის ელჩი, საქართველოს პარლამნტის კულტურის კომიტეტი, აჭარის ა.რ. განათებისა და კულტური სამინისტრო, ბსუ-სა და სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, იაპონური ენის მასწავლებელები, იაპონიის საელჩოსთან არსებული ჯაიკა ფონდის წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება კონფერენცია და კონკურსი აზიური კულტურის თემატიკაზე. გამოცხადებულია ნაშრომების მიღება კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის დასკვნითი დაჯილდოებაც გაიმართება ფესტივალის მეორე დღეს, ამავე დღეს გაიხსნება აზიის კაბინეტი, აღჭურვილი აზიური ენებისა და კულტურის შესასწავლი მასალით. დაგეგმილია ბსუ- ეზოში საკურას ხეების დარგვა.

პროექტი შეიქმნა სტუდენტების აქტიური მონაწილეობითა და დაუღალავი შრომით.

 


თამარ ზოიძე,  პროექტი: ,,ფოტო-ვიდეო ხელოვანთა კლუბი  - იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისაჯარო მმართველობის მიმართულების სტუდენტი.

პროექტი ,,ფოტო-ვიდეო ხელოვანთა კლუბი იქნება, როგორც სოციალური კავშირების გაუმჯობესების საფუძველი, ისე ახალგაზრდა, ნიჭიერ ხელოვანთათვის საკუთარი თავისა და უნარების ფართო აუდიტორიისათვის წარმოჩენის შესაძლებლობა.

პროექტის იდეის ფორმირებას საფუძველი ჩაეყარა 2-წლიანი პაუზის, COVID პანდემიის შემდგომ, უნივერსიტეტში დაბრუნებისას. პროექტის მიზანი ორი მიმართულებით შეიძლება განვიხილოთ. პირველი და შეიძლება ითქვას, უმთავრესი მიზანია უნივერსიტეტის სივრცეში გამართული აქტივობების სამიზნე აუდიტორიისათვის გაცნობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც სტუდენტების ადაპტირებასა და სოციალიზაციას საუნივერსიტეტო სივრცეში, აგრეთვე უნივერსიტეტის პოპულარიზაციას ფართო მასშტაბით. მეორე მიზანი კი ბსუ-ში ფოტოხელოვანი/მოყვარული ფოტოგრაფების აღმოჩენაა, რაც უნივერსიტეტის, სტუდენტების, ლექტორებისა და უნივერსიტეტში ჩატარებული აქტივობების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობის კვალდაკვალ ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ საქმიანობას.

პირველ ეტაპზე სტუდენტებისა და აბიტურიენტებისათვის გამოვაცხადებთ  კონკურსს, შემდეგ ჩატარდება ტრენინგები ფოტო ხელოვნებასთან დაკავშირებით, გამოვლინდება კონკურსის  ,,აღმოაჩინე ბსუ-2022“ -ის გამარჯვებული.  იმისათვის, რომ ჩვენი ხმა მივიდეს სასურველ აუდიტორიამდე, შევქმნით შესაბამის პლატფორმას სოციალური ქსელის გამოყენებით, სადაც განვათავსებთ ფოტოებს, შესაბამისი აღწერის მიხედვით, რაც უფრო გაამარტივებს სამიზნე აუდიტორიის დაინტერესებას.

პროექტის სამომავლო აქტივობებიდან გამომდინარედაგეგმარების მიზნით,  მე და  ჩემმა მეგობარმა ანა ვარდმანიძემ ვიმუშავეთ პროექტის მომავალ ტრენერებთან: ლაშა ფალავანდიშვილთან, შოთა გუჯაბიძესა და მამუკა დარჩიასთან.

 


ელენე კურტანიძე, პროექტი: ,,მომავლის ინოვაციური სივრცე - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი ბიოლოგიის სპეციალობის  სტუდენტი.

პროექტის იდეა გაჩნდა სპონტანურად, ეკოლოგიის ერთ-ერთ ლექციაზე, როდესაც საუბარი გვქონდა გარემოს დაბინძურებაზე. პროექტის მიზანს წარმოადგენს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება გარემოს მდგრადი გამოყენების კუთხით. ამ პროექტით გვსურს  ალტერნატიული გზების ჩვენება, თუ როგორ შეგვიძლია ყოველდღიურ საქმიანობაში ენერგიის რაციონალურ მოხმარებასა და სუფთა ენერგიაზე გადასვლა. ეს უკანასკნელი კი არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს ნიშნავს, არამედ ჩვენი გარემოსა და პლანეტისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება მიგვაჩნია მომავლის ერთ-ერთ პრიორიტეტად. სუფთა ენერგიაზე გადასვლა ნიშნავს ენერგიის წარმოების წილის შემცირებას იმ წყაროებიდან, რომლებიც ასხივებენ დიდი რაოდენობით სათბურის აირებსენერგიის ეკოლოგიურად სუფთა წყაროებს მიეკუთვნება: წყლის, ქარისა და მზის ენერგია. აქედან კი მზის ენერგიის გამოყენება მოსახლეობისათვის ყველაზე მოსახერხებელი და ხელმისაწვდომია დანარჩენ ორთან შედარებით. მზის, როგორც ენერგიის წყაროდ გამოსაყენებლად საჭიროა მზის პანელები, რომლებიც ახდენენ მზის სხივების ელექტრო ენერგიად გარდაქმნას. ასეთი პანელები შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის და დამონტაჟდეს თითქმის ნებისმიერ ადგილას. პროექტი წარმოადგენს ნიმუშს იმისა, თუ როგორ შეიძლება არც თუ ისე დიდი დანახარჯით დავნერგოთ ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რომლებიც ნაკლებ ზიანს აყენებენ გარემოს.



თამთა ნაგერვაძე, პროექტი: ,,კორპუსლინგვისტიკური ანალიზატორის შექმნა და  კორპუსლინგვისტიკის კვლევითი მეთოდოლოგიის შესახებ  ცნობიერების ამაღლება ბსუ- სტუდენტებს შორის - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ლიტერატურათმცოდნეობის  მიმართულების დოქტორანტი.

კორპუსლინგვისტიკა და  დიგიტალური კვლევები უფრო და უფრო აქტუალური  და აუცილებელი ხდებათანამედროვე კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც  უნდა ეფუძნებოდეს სტატისტიკურ მონაცემებს, რადგან ეს არაა მხოლოდ  ზუსტი მეცნიერებების პრეროგატივა თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში.

თუმცა, საუნივერსიტეტო ნაშრომებს, საბაკალავრო თუ სამაგისტრო  თემებს თუ თვალს გადავავლებთ, დავინახავთ კვლევების სიზუსტის პრობლემასროგორც ენის  სახელმწიფო  დეპარტამენტი აღნიშნავს: „დგება ინტერნეტში ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების ასახვის, სხვადასხვა სახის რესურსის (ლექსიკონები, ტექსტური ბაზები, კორპუსები, სასწავლო და კვლევითი პროგრამები და სხვ.) შექმნის  აუცილებლობა.

პროექტი ითვალისწინებს სტუდენტებისთვის ტუტორიუმებისა და  ტრენინგების ჩატარებას ტექნოლოგიური პლატფორმის საშუალებით კვლევების განსახორციელებლად.       კორპუსლინგვისტიკური კვლევითი მეთოდლოგიის შემუშავება და ტექნოლოგიური პლატფორმის - ანალიზატორის შექმნა ბსუ- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის, ლიტმცოდნეობისა და ისტორიის მიმართულებების სტუდენტებისათვის ხელს შეუწყობს აკადემიური,  თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევების თანადროულ ასახვას კვლევაში. დიგიტალური ჰუმანიტარიის მიმართულების  კვლევების ერთ-ერთი უპირატესობაა კვლევის შედეგების ვერიფიკაციის საშუალება, რასაც შემოთავაზებული ტექნოლოგიური პლატფორმა უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება კორპუსლინგვისტიკური ანალიზატორი, რომლითაც უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტებსა და დაინტერესებულ პროფესორ -მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ კვლევები წარმართონ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.


მარი ტყეშელაშვილი, პროექტითანამედროვე მედიცინის კვალდაკვალ

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, მედიცინის მიმართულების IV კურსის სტუდენტი

მედიცინა არის ის დარგი, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება. შესაბამისად, მედიცინის სტუტენტებისთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს ახალი სამედიცინო ცოდნის წარმატებით გამოყენება კლინიკურ პრატიკაშიარსებობს მრავალი სამეცნიერო საძიებო მონაცემთა ბაზა, სადაც პრაქტიკოს ექიმს, მედიცინის მიმართულების სტუდენტს და უბრალოდ დაინტერესებულ პირსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება. ამ პრობლემას მნიშვნელოვნად თვლიან, რაც არ არის სწორი. ხშირად მკურნალობის თუ დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების გამოყენება ჩვენს ქვეყანაში დაგვიანებულად ხორციელდება.

 რატომ ეს პროექტი?

იმიტომ, რომ გამოვასწოროთ ეს ვითარება და სტუდენტებს მიცეთ მათთვის საჭირო ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით.

პროექტის მიზანია სტუდენტების ცნოებიერების ამაღლება თუ როგორ და რა წყაროებით უნდა მოიპოვონ ინფორმაცია, რომელი არის სანდო, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი და რელევანტური დღევანდელობასთან. პროექტის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ გაარჩიონ სანდო წყარო არასანდოსგან, გაიგონ ახალი და მნიშნველოვანი რესურსების შესახებ, რომლებიც დაეხმარებათ მომავალში ცოდნის ამაღლებაში.

პროექტის განხორცილებაში, კერძოდ, დაგემემილ ტრეინინგებში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ხელმძღვანელები: - პროფესორი სალომე ღლონტი, ასოცირებული პროფესორი ირინა ნაკაშიძე და სტუდენტები - მზია ბოლქვაძე, მარი წულუკიძე და თამუნა ბერიძე.



ქრისტინა შაინიძე,  პროექტი: „ითამაშე-N“ - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მედიცინის სპეციალობის სტუდენტი

პროექტი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, შემეცნებითი და გასართობი გზით გახადონ სტუდენტური ცხოვრება მრავალფეროვანი. პანდემიის შემდეგ, როცა უნივერსიტეტში დავბრუნდით, მივხდით, რომ სტუდენტებს აკლდათ ინტერაქციული და შემეცნებითი აქტივობები და გაგვიჩნდა იდეა, ჩაგვეტარებინაითამაშე-N“ და დაგვერღვია ის ბარიერირაც პანდემიამ დატოვა ახალგაზრდებში

პროექტიითამაშე-N“  გულისმობს სტუდენტების მიერ 5 -კაციანი გუნდების შექმნას და შემეცნებით-სპორტულ  თამაშში ჩართვას. თამაში მოიცავს სხვადასხვა თემატიკას რომელიც დაკავშირებულია ქალაქ ბათუმთან და მის ისტორიულ, სპორტულ და ღირსშესანიშნავ ადგილებსა თუ შენობებთან. თამაშის საწყისი წერტილი იქნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმიფო უნივერსიტეტი, სადაც გუნდები მიიღებენ საწყის მინიშნებას. ამ მინიშნების დახმარებით ისინი პოულობენ შემდეგს და საბოლოოდ აწყობენ 8 ნაწილიან პაზლს, რომელზე იქნება დატანებული საბოლოო გამოცანა. გუნდების  შეფასება  მოხდება  ქულებითქულები  იწერება  საბოლოო  წერტილში  მისვლის სისწრაფით, აწყობილი პაზლის ნაწილების რაოდენობით და საბოლოო მინიშნების წარდგენით.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარება, მონაწილეთა მოტივაციის ამაღლება, ცნობიერების გაზრდა და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებით დაინტერესება.

პროექტის მუშაობაში უშუალოდ ჩართულნი იყვნენ სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრები: მარი ტყეშელაშვილი, ნინო კონცელიძე და სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელი მარიკა ბროლაძე.

 

 

Comments