ბელგიელი სტაჟიორი მაქსიმილიანე კოჟელი ბსუ-ში
ბლოგის საშუალებით გაგაცნობთ ბელგიელ სტაჟიორს მაქსიმილიანე კოჟელის, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება და სტაჟირებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადის, მაქსიმილიანე სასწავლო პროცესთან ერთად, ჩართულია უნივერსიტეტის კულტურულ ცხოვრებაში და ბსუ ბენდის აქტიური წევრია.
მე ვარ მაქსიმილიან კოჟელი, ეროვნებით ბელგიელი, ვცხოვრობ ბრიუსელში.
ორი წელია დავამთავრე ანთროპოლოგიის ფაკულტეტი, მაინტერესებს ენები, ამიტომაც, რამდენიმე
თვეა ფრანგული ენის მასწავლებლის ასისტენტად ვმუშაობ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
საქართველოში პროგრამა „ევროოდისეას“ დახმარებით ჩამოვედი, რომელიც ხელს უწყობს ევროპელ
ახალგაზრდებს დასაქმება-სტაჟირებაში.
ჩამოსვლამდე თქვენს უნივერსიტეტზე არ მქონდა არანაირი
ინფორმაცია. ვფიქრობ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა თავისი ისტორიული
შენობითა და საოცარი მდებარეობით. უნივერსიტეტის ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების
ცენტრის ორგანიზებით, პანდემიის მიუხედავად, შევძელი უნივერსიტეტის აუდიტორიაში სტუდენტებთან
მუშაობა და ამ გამოცდილებას განსაკუთრებულად ვაფასებ. კარგად მიმიღეს და ძალიან საინტერესო
იყო მათთან ჩატარებული ლექციები, მოსაზრებების და შთაბეჭდილებების გაზიარება. ეს იყო
შთამბეჭდავი ინტელექტუალური გამოცდილება.
ადაპტაციის პერიოდი დროს მოითხოვს, მაგრამ მშობლიური
რეალობისგან მკვეთრად განსხვავებულ ქალაქთან, ქვეყანასთან, ენასთან და კულტურასთან შეჩვევას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე მოველოდი.
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის კოორდინატორის დახმარებით მაშინვე დავიწყე მუშაობა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში
და სკოლებში. ქართველ
პროფესორ-მასწავლებლებთან მუშაობამ საშუალება მომცა მალევე ჩავრთულიყავი ჩემს პროფესიულ
საქმიანობაში. სასწავლო პროცესთან ერთად აქტიურად ვარ ჩართული უნივერსიტეტის კულტურულ
ცხოვრებაში.
ძალიან გამიმართლა ბსუ-ს მუსიკალური ბენდი რომ გავიცანი ბატონ კახა ცინცაძის ხელმძღვანელობით. გავხდი მათი ხშირი სტუმარი და დატვირთული დღის შემდეგ საშუალება მაქვს დავუკრა კიდეც მათთან ერთად და გავატარო დაუვიწყარი საღამოები.
ვფიქრობ, საქართველო ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმ უცხოელი სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ, აღმოაჩინონ განსაკუთრებული კულტურა და გარემო. აქ სტაჟირება შესანიშნავი განმავითარებელი და გამამდიდრებელი სიახლეა ევროპელი ახალგაზრდებისთვის.სტუდენტებს, რომლებიც უცხოეთში აპირებენ სტაჟირებით
წასვლას, ვურჩევდი, მინიმალურ ინფორმაციას მაინც გაეცნონ ქვეყნის შესახებ, კერძოდ,
შეისწავლონ მასპინძელი ქვეყნის ენა. ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა, საკმარისი დრო
არ მქონდა მოსამზადებლად, თუმცა აქ, მოვახერხე ენის კურსების გავლა. მოვუწოდებ სტუდენტებს,
გამოიყენონ ამგვარი სტაჟირებები, მათი წყალობით შესაძლებელია, მიიღონ უდიდესი გაკვეთილები
როგორც პიროვნული გამდიდრებისთვის, ისე კულტურული და ადამიანური თვალსაზრისით.
Comments
Post a Comment