ბსუ-ს სტუდენტი სოფიო სურმანიძე კომპანია ,,axon"-ის თანამშრომელია
სოფო სურმანიძე ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტია, რომელიც უკრაინულ კომპანია ,,axon"-ში უკვე ერთი წელია მუშაობს. ბლოგის საშუალებით სოფო გვიზიარებს კომპანიაში მიღებულ გამოცდილებას და გვესაუბრება მიღწეულ წარმატებებზე.
ინფორმაცია კომპანია ,,Axon"-ის შესახებ ბსუ-ს ლექტორის, ბატონ გრიგოლ კახიანისგან გავიგე. დიდი ინტერესით მივიღე მონაწილეობა კომპანიის მიერ შემოთავაზებულ ტრენინგებში, რომელთა დასრულების შემდეგ წარმატებულად გავიარე გასაუბრება და გავხდი ,,Axon”-ის გუნდის წევრი.
უკვე ერთ წელზე მეტია, რაც აქსონის გუნდის ნაწილი ვარ და მუშაობაც სწორედ, ინჟინერის პოზიციაზე დავიწყე. ჩემი ძირითადი მოვალეობაა, დავესწრო პროექტის ყოველდღიურ შეხვედრებს, გავეცნო აპლიკაციის ახალ ფუნქციებს, მოთხოვნებს, შევადგინო ტესტ დოკუმენტაცია, გავტესტო პროდუქტი, ბაგის არსებობის შემთხვევაში მოვახდინო მისი ლოკალიზაცია, ანალიზი, შევადგინო ბაგ რეპორტი. გარდა ამისა, მუდმივი კომუნიკაცია მაქვს აპლიკაციაზე მომუშავე გუნდის წევრებთან.
QA ინჟინერია შემთხვევით არ ამირჩევია. ამ მიმართულებაში საქმიანობით მაქსიმალურად ვუკავშირდები იმ სფეროს, რომელიც ძალიან მაინტერესებდა ბავშვობიდან. არ დაგიმალავთ, რომ არ მქონდა მანამდე არჩეული კომპიუტერული მეცნიერებების კონკრეტული მიმართულება. მომწონს ის, რომ მუდმივად შეგიძლია განვითარდე, ვინაიდან ხარისხის უზრუნველყოფას, როგორც პროფესიას, არც თუ ისე დიდი ისტორია აქვს. შესაბამისად, ახალი ტექნიკები, პროგრამები მოითხოვს ყურადღებას. ამასთანავე, ტექნოლოგიების მუდმივი განვითარება პირდაპირპროპორციულად ზრდის სიახლეებს QA ინჟინერიაში. ტესტირების პროცესში მყოფი აპლიკაციების ნაირსახეობაც ხელს მიწყობს იმაში, რომ არ გავჩერდე ერთ ადგილას და მუდმივად სიახლის ძიებაში ვიყო.
ასევე უნდა ავღნიშნო ისიც, რომ კომპანია ყველანაირად ხელს მიწყობს სწავლის პროცესში, ვინაიდან უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ძალიან მნიშნელოვანია ჩემთვის.
უნივერსიტეტში მიღებული საბაზისო
განათლება ხელს უწყობს ჩემს საქმიანობას. ის ფაქტი, რომ შეხება მქონია პროგრამირების სხვადასხვა ენასთან, ვებტექნოლოგიებთან, ალგორითმებთან, მეხმარება მარტივად გავიგო
ის, რაც იმალება მომხმარებლის ინტერფეისის უკან. ამასთან, ტექნიკური დეტალების ცოდნა
მიადვილებს დეველოპერებთან კომუნიკაციის დამყარებას. მეტიც, რამდენჯერმე მქონია შემთხვევა, როდესაც პრობლემის გადაწყვეტის
ჩემეული ვერსია შემითავაზებია გუნდისთვის.
ვფიქრობ, ბსუ-ს სხვა სტუდენტებსაც აქვთ შესაძლებლობა დასაქმდნენ მსგავს კომპანიებში. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ეს სფერო ძალიან სწრაფად განვითარებადია და პარალელურად, ძალიან მოთხოვნადი.
სტუდენტებს და აბიტურიენტებს ვურჩევდი,
უპირობოდ აირჩიონ
ის მიმართულება, რომელშიც
წარმუდგენიათ საკუთარი თავი. ხოლო ამის
შემდეგ, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რომელიც
თუნდაც ნახევარი ნაბიჯით გაზრდით როგორც პროფესიონალებს.
საერთაშორისო კომპანია „axon“-ი ბსუ-სთან „ერაზმუს+“-ის პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს დაფინანსებული პროექტის „საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით-HEIn4“ თანამშრომლობს. ბსუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს პროგრამების მოდერნიზაციას და შემდგომ განვითარებას, კურიკულუმის გარე აქტივობებს, რომლებიც სტუდენტთა მოტივაციის ამაღლებაზე, დასაქმების მაჩვენებლის გაზრდასა და ინოვაციური უნარების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
Comments
Post a Comment