ლიკა ჟღენტი-100 %-იანი გრანტით ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანმცოდნეობის მიმართულებაზე ისწავლის
წიფნარის საჯარო სკოლაში 9 წლის განმავლობაში ვსწავლობდი, ძირითადი შეხედულებები და აზროვნება აქ ყოფნის პერიოდში ჩამომიყალიბდა, ხოლო შემდგომი 3 წელი ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის N1 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ენების შესწავლის ინტერესმა 14 წლის ასაკში შემომიტია😆, შესაბამისად რა უნდა ყოფილიყო მთარგმნელის პროფესიაზე უკეთესი ამ ინტერესის გასაღვივებლად?! ასე რომ, ეს მიმართულება სრულიად ერგება ჩემს მიზანს.
დიდი
ხანი თვალს ვადევნებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ბუნებრივია, ბსუ-ს, სასურველ უნივერსიტეტს, უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდი, მუდმივად ვეცნობოდი მის მიღწევებს,
გავიგე, რომ ამ სასწავლებელს წარმატების სიმრავლესთან ერთად, პროფესიონალი
"staff"-იც ჰყავს.
ბსუ-ს
არჩევა იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. ეროვნულ გამოცდებს
როცა ვაბარებდი, არჩევანი 5 ფაკულტეტზე გავაკეთე და ხუთივე ეკუთვნოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
ბსუ-ს კარგი სტატუსი და ხელსაყრელი მდებარეობა ბონუსად ჩავთვალოთ.
ზოგადად,
ჩემთვის ორნაირი მიზანი არსებობს: ყოველდღიური და გლობალური. ჯერჯერობით ვგეგმავ, აქტიური
სტუდენტის ცხოვრების წესს ბოლომდე მოვერგო. გლობალურ მიზანზე თუ ვისაუბრებთ, ჩემთვის
უმთავრესი ისაა, რომ ნებისმიერი წამოწყება სრულყოფილებამდე მივიყვანო.
დისტანციურად
მუშაობას რაც შეეხება, ჩემთვის პრობლემა არასდროს ყოფილა. თუკი გავითვალისწინებთ იმას,
რომ „ონლაინ მომზადებით“ ერთ-ერთი უმაღლესი ქულა (67) ავიღე ქართულში. ფაქტია, აუდიტორიულ
სწავლებას ვერაფერი შეცვლის, თუმცა ჩემთვის დისტანციური სწავლება დაბრკოლებას არ წარმოადგენს.
აბიტურიენტებს
ვურჩევ განწყობის გაუმჯობესებას, განწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იგი შეუძლებელსაც
კი შეგაძლებინებს.
სწავლის
დაწყებიდანვე მაქსიმალისტის განწყობა მქონდა და ჩემი შედეგები დიდად მოულოდნელი იყო-მეთქი
რომ გითხრათ, მოგატყუებთ, თუმცა იმ სიამაყის გრძნობას, რაც ჩემში და ჩემს ოჯახში სუფევდა,
მერწმუნეთ, ვერ აღგიწერთ.
Comments
Post a Comment