ჩემს წარმატებაში სკოლა ,,ევრო-2000“-ს დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან ამ სკოლაში ვისწავლე საკუთარ თავზე მუშაობა და თავდაუზოგავი შრომა დასახული მიზნის მისაღწევად. სკოლის მასწავლებლებმა გამიღრმავეს ინტერესი ცოდნის მიმართ, მათ მომცეს მოტივაცია ეროვნულ გამოცდებში მაღალი ქულები ამეღო. ბავშვობიდან ჩემი კარიერული არჩევანი განსაზღვრული არ მქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ნიჭი გამაჩნდა უცხო ენების შესწავლის, ასვე დიდი სიამოვნებით ვსწავლობდი ისტორიას. ამიტომაც, საბოლოოდ გადავწყვიტე ევროპისმცოდნეობა ამერჩია.
თავიდანვე ვიცოდი, რომ სკოლის დამთვრების შემდეგ ბსუ-ში გავაგრძელებდი
განათლების მიღებას, რადგან უცხოეთში ან თუნდაც თბილისში სწავლის გაგრძელება არარეალური,
არასასურველი იყო უცხო გარემოსა და დიდი ხარჯების
გამო.
ბსუ ჩემთვის თავიდანვე სასურველი არჩევანი იყო, ამ უნივერსიტეტის, მისი
სასწავლო პროგრამებისა და აქ არსებული გარემოს
შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ვფლობდი, რადგან ჩემი უფროსი ძმა სწავლობს აქ. უნივერსიტეტი
მშობლიურ ქალაქში მდებარეობს და მოპოვებული გრანტის საშუალებით სწავლა დამიფინანსდება.
დიდი მოლოდინები მაქვს უნივერსიტეტისა და არჩეული ფაკულტეტისაგან, მაგრამ უფრო დიდი
მოლოდინები მაქვს საკუთარი თავისაგან. იმედია, რომ გავამართლებ ჩემს უკვე მოპოვებულ
წარმატებას უნივერსიტეტის წინაშე, დიდი ინტერესითა და კიდევ უფრო ამაღლებული მოტივაციით
შევუდგები სწავლას.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვიმედოვნებ სამუშაო ადგილს საქართველოს
ფარგლებში ვიპოვი. ამ დროისათვის ჩემი ყველაზე დიდი მისწრაფება და საოცნებო კარიერა
ლექტორობაა.
სტუდენტური ცხოვრება პანდემიის დროს ჩემთვის წარმოუდგენელია, რადგან შეზღუდული
ვართ ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა: კურსელებთან შეხვედრა, ღონისძიებების გამართვა.
ონლაინ სწავლა ამცირებს იმ ენთუზიაზმს, რომელიც ექმნება პირველკურსელს უნივერსიტეტში
სწავლის დაწყებისას, ლექტორებთან ურთიერთობისას. ერთადერთი გამოსავალი ამ ეტაპზე არის
აცრა. რაც უფრო მეტი ავიცრებით, მით უფრო მალე შევძლებთ, ვისიამოვნოთ ნამდვილი სტუდენტური
ცხოვრებით.
მინდა მომავალ აბიტურიენტებს ვურჩიო აბიტურიენტობის პერიოდს დიდი პასუხისმგებლობით
მოეკიდონ. სწორედ, ამ დროს გეძლევათ შანსი, დაამტკიცოთ, რომ შეგიძლიათ სასურველი ქულები
აიღოთ, მიუხედავად ადრე სკოლაში ცუდი მოსწრებისა. ხელი აიღეთ სიზარმაცეზე და სერიოზულად
მიუდექით ეროვნულ გამოცდებს, თავდაუზოგავი შრომა და დიდი პასუხისმგებლობა ყოველთვის
დაგიფასდებათ.
რაც შეეხება შედეგებს, ნამდვილად არ ველოდი 100% გრანტს, რადგან მეგონა,
ჩემი ქულები არ იყო საკმარისი ამისათვის. როგორც ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები
მარწმუნებდნენ, ჩემი ქულები საკმარისზე მეტიც აღმოჩნდა და უდიდეს წარმატებას მივაღწიე.
უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, არაფერი არ ყოფილა შეუძლებელი, თუ იბრძოლებ, მიზანს მიაღწევ
კიდეც.
이번 전시회에는 바로 이 반지와 그녀가 좋아했던 전갈자리 펜던트가 전시된다. 그레이스 켈리는 자신의 별자리인 전갈자리를 모티프로 프레드가 만든 이 반지를 무척 아꼈다. "그녀는 자신이 끼고 있던 표범 반지를 아주 우아하게 보여주었습니다. 이 반지를 정말 좋아해서 절대 빼지 않는다면서 말이죠." 그는 새 부티크 오픈이나 새 컬렉션 발표를 기념해, 가장무도회나 연회를 열곤 했다. 이런 자리에서 만난 당대의 스타들은 그의 충성스러운 고객이자 친구로 남는 경우가 많았다. 바로 영화 에서 줄리아 솔레어카지노 로버츠가 연기한 비비안의 실루엣이다.
ReplyDelete