ნანა ბოლქვაძე-100 %-იანი გრანტით ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულებაზე ისწავლის
ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში ვსწავლობდი და მინდა გითხრათ, რომ ამ სკოლას ჩემს წარმატებაში
დიდი წვლილი მიუძღვის. სკოლის მასწავლებლებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, იმისთვის,
რომ მე აქამდე მოვსულიყავი, რის გამოც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ.
13 წლისამ წავიკითხე შერლოკ ჰოლმსის 4-ტომეული.
ამ წიგნმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ მას შემდეგ სხვა პროფესიაზე
ფიქრი აღარ შემიძლია. უკვე 5 წელია ვოცნებობ იურიდიულ სფეროში თავის დამკვიდრებაზე
და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ოცნებას ფრთები შევასხა.
ვფიქრობ, ბსუ-ში სწავლა დამეხმარება საკუთარი ოცნებების ახდენაში. ვიცოდი,
რომ ბსუ ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტი იყო საქართველოში და ყველაზე მეტად მასში
გაცვლითი პროგრამების სიმრავლე მხიბლავდა. მგონია, ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად
ჩაივლის ეს სასწავლო წლები. მინდა, გაცვლითი პროგრამით ესპანეთში წასვლა და ამით გაჩერებას
არ ვაპირებ. მთავარია შრომა, მიზანდასახულობა და საკუთარი თავის რწმენა. ეს ყველაფერი
თუ იქნება, მჯერა დასახულ მიზნებს მივაღწევ.
ონლაინ სწავლა ვფიქრობ, არ იქნება ადვილი, მაგრამ უმთავრესი ჯანმრთელობაა.
ამიტომ, ვცდილობ ამ ფაქტის დადებითი კუთხით მიღებას.
მომავალ სტუდენტებს ვურჩევ, არ დაზოგონ თავი, ეს მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი
ეტაპია და დრო სწორად გამოიყენონ. მიყვნენ
საკუთარ ოცნებებს და არ მოუსმინონ იმ ადამიანებს, რომლებსაც მათი არ სჯერათ.
უბრალოდ შეუძლებელია იმ ემოციების აღწერა, რაც შედეგების გაგებას მოჰყვა,
უყურებ შენს ქულებს და კმაყოფილი იაზრებ, რომ შრომა ყოველთვის ფასდება.
Comments
Post a Comment