ბსუ-ს სტუდენტი თამთა ჯაიანი ვროცლავის უმაღლეს საბანკო სკოლაში

 


თამთა
ჯაიანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტია. მესამე კურსის გაზაფხულის სემესტრი თამთა პოლონეთში, ვროცლავის უმაღლეს საბანკო სკოლაში სწავლობდა. „ერაზმუს +“-ის გაცვლითმა პროგრამამ ბსუ-ს სტუდენტს მისცა საშუალება, მიეღო განსხავავებული სტუდენტური ცხოვრების გამოცდილება, ახლოს გაცნობოდა აღმოსავლეთ ევროპის კულტურას და ახალი შემართებით დაბრუნებულიყო თავის ქვეყანაში.


ბსუ-დან ვროცლავის  უმაღლეს საბანკო სკოლამდე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, ვისწავლე ჩემი მიზნებისა თუ პრიორიტეტების გადაფასება. აქტიურად ვიყავი ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში, ვმონაწილეობდი კონფერენციებში. გავიცანი ადამიანები, რომლებიც დღეს ჩემი მეგობრები არიან. ბსუ-ში არსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაცია სკოლის პერიოდში მქონდა უკვე. შეიძლება ითქვას, რომ ერაზმუსის გაცვლითი პროგრამა იყოს ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც განაპირობა ჩემი ბსუ-ში ჩაბარება. რაც შეეხება ეტაპებს,  საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ ის გამოცდილება რაც პროგრამის ფარგლებში მივიღე ნამდვილად ღირდა. სასწავლებლად წავედი მესამე კურსის გაზაფხულის სემესტრში პოლონეთში, ვროცლავის უმაღლეს საბანკო სკოლაში, ახლა ვარ მეოთხე კურსის სტუდენტი.

 

ფერადი და სიცოცხლით სავსე ქალაქი

 

ვროცლავი არის ძალიან ფერადი და სიცოცხლით სავსე ქალაქი, სადაც ყოველდღე შეგიძლია ახალი საინტერესო აქტივობები, ისტორიები თუ არქიტექტურული ნიმუშები აღმოაჩინო. ვროცლავს ხშირად ხიდების ქალაქს ეძახიან გამომდინარე იქედან, რომ ქალაქში 130 ხიდია. ასევე, ვროცლავის ქუჩებში სეირნობისას ყოველთვის აღმოაჩენთ პატარა გნომების სკულპტურებს, რომლებიც ხან გზას მიგასწავლიან, ხან მღერიან და ხან ცეკვავენ. რაც შეეხება პოლონელ ხალხს, გამოირჩევიან ყურადღებით, პუნქტუალობითა და მზრუნველობით. უყვართ და აფასებენ საკუთარ კულტურას, ტრადიციებს და ენას.

უხოეთში სწავლამ და ცხოვრებამ ძალიან გამზარდა პიროვნულად. ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება, სხვა კულტურის ადამიანებთან ურთიერთობა და რაც მთავარია, გავხდი ბევრად უფრო თავდაჯერებული.

 



სწავლა პოლონეთში

 

პოლონურ და ქართულ  განათლების სისტემებს შორის საინტერესო განსხვავებაა. ჩვენთან უმაღლეს დონეზეა წამოწეული თეორიული ცოდნა, მაშინ როცა პოლონეთში ყველაზე მეტად პრაქტიკულ გამოცდილებასა და ცოდნას აფასებენ. რა თქმა უნდა, თეორიული ცოდნის გარეშე შეუძლებელია პრაქტიკული უნარ-ჩვევები წარმატებით აითვისო, თუმცა ვგულისხმობ იმას, რომ პოლონეთის განათლების სისტემა არ ითხოვს დიდი რაოდენობით დამატებითი ლიტერატურის გაცნობას. ამასთანავე, ლექტორები ცდილობენ სტუდენტებს შეუქმნან საინტერესო გარემო, რომ მაქსიმალურად ჩართონ სასწავლო პროცესებში. ყველაზე მეტად რაც მომწონდა ვროცლავის უმაღლეს საბანკო სკოლაში არის ის, რომ სტუდენტის შრომა ყოველთვის ფასდებოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა იდეალურად შეასრულებდი დავალებას თუ სუსტად, შენი ნაშრომი ყოველთვის ფასდებოდა, რადგანაც ლექტორები ხვდებოდნენ, რომ თითოეულ წარმატებულ თუ წარუმატებელ ნაშრომში ჩადებული იყო სტუდენტის გულმოდგინება და შრომა.

ონლაინ სწავლების პერიოდში, უნივერსიტეტის სასწავლო ოთახების აქტიური გარემო იდენტურად იყო გადმოტანილი თიმსის შეხვედრებზე და ერთი წამითაც კი არ მიგრძვნია ონლაინ სწავლების დისკომფორტი. ჰქონდათ ძალიან მოწესრიგებული მუდლის პლატფორმა. 

 


 

რჩევები აბიტურიენტებს

 

აბიტურიენტებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ბსუ-ში ჩაბარება, ვურჩევ, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა „ერაზმუს+“- ის პროგრამის შესარჩევ კონკურსში. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა და გამოცდილება, რასაც ბსუ სტუდენტებს სთავაზობს.

 

Comments

  1. Fun-loving experiences that the busty ladies can give you would be truly outstanding.Low budget Call Girls in Aerocity Make sure to do all Bengali Call Girls in Ajmer types of erotic positions with them and enrich your Bengali Call Girls in Ajmer love life.Punjabi Escorts in Haridwar The fun of adult entertainment in Haridwar is going to give you extreme physical relief.Punjabi Escorts in Delhi Satisfy your body by making love with diverse individuals and Punjabi Escorts in Ahmedabad enrich the erotic feeling.

    ReplyDelete

Post a Comment