ბსუ-ს სტუდენტები PCR დიაგნოსტირებაზე, თერმოსკრინინგსა და კარანტინში მყოფებისთვის მუშაობენ
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის
სტუდენტები აქტიურად განაგრძობენ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში მონაწილეობას. გაიცანით
ბსუ-ს დოქტორანტი ვიქტორია თავაძე, მაგისტრანტი რუსუდან მჟავანაძე და სტუდენტები - ლია ცეცხლაძე, თამთა ჩიკვაიძე,
რუსუდან ფარტენაძე. ისინი სხვადასხვა პოზიციაზე რისკის ფასად ასრულებენ თავიანთ პროფესიულ
მოვალეობას და თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ.
ვიქტორია თავაძე ბსუ-ს ბიოლოგიის
სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს და ბათუმის დაავადებათა კონტროლის სამმართველოში უფროს
სპეციალისტად, სეროლოგიურ, ბაქტერიოლოგიურ
და მოლეკულურ ლაბორატორიებში მუშაობს. ამ ეტაპზე იგი PCR დიაგნოსტირებას ახორციელებს და განსაზღვრავს
ადამიანი არის თუ არა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული.
- საქართველოში
COVID-19 -ის გამოვლენის პირველივე დღიდან მე და ჩემი კოლეგები ჩართული ვართ ამ ვირუსის კვლევაში.
ჩვენი ლაბორატორია უსაფრთხოების მეორე დონისაა, რაც საშუალებას გვაძლევს, ვიმუშაოთ
COVID-19-ზე საეჭვო ნიმუშებთან. დღეში ვატარებთ კოვიდზე საჭვო 350-400 ადამიანის ცხვირ-ხახის
ნიმუშების კვლევას მოლეკულური მეთოდით.
კვლევის ჯგუფში შედიან: ინფიცირებული ადამიანები, სამედიცინი პერსონალი, ინფიცირებული
ადამიანების კონტაქტები, კარანტინში მყოფი ადამიანები.
როგორც ცნობილია, PCR მეთოდი ძალიან მგრძნობიარეა, მაგრამ ამავდროულად შრომატევადი. საშუალოდ 3-5 საათში ჩვენ უკვე გვაქვს კვლევის შედეგი. დროულად მიღებულ პასუხზე დამოკიდებულია დროული მკურნალობა, ინფიცირებული პაციენტის კონტაქტების მოძიება და იზოლაცია ყველა იმ პირის, ვინც უშუალო კონტაქტში იმყოფებოდა მასთან. ეს ჯაჭვი ეპიდემიოლოგებს საშუალებას აძლევს, დროულად მოახდინონ რეაგირება ვირუსის გავრცელებასა და გადაცემის პრევენციაზე. კვლევის შედეგებზე გავლენას ახდენს ყველა ქვემოდ ჩამოთვლილი ეტაპი: ვირუსთან მუშაობის ბიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ასევე პრეანალიტიკური, ანალიტიკური და პოსტანალიტიკური საფეხურების სწორი შესრულება. აჭარაში გამოვლენილი ყველა ინფიცირებული ადამიანის სტატუსი ჩვენს ლაბორატორიაში იყო დადასტურებული.
ჩემთან ერთად მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მაგისტრანტი რუსუდან მჟავანაძე, რომელიც სწავლობს გენეტიკის მიმართულებაზე და იღებს
ძალიან დიდ გამოცდილებას ამ სფეროში. ამ ორი
თვის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობთ არანორმირებული გრაფიკით და სახლში მივდივართ დილის 3-4 საათზე. შესაბამისად ჩვენი სამუშაო დღე გახდა
12-16 საათი. საერთოდ ყველა ადამიანის ცხოვრება შეცვალა ამ პანდემიამ. ჩვენ კიდევ უფრო
რთულ სიტუაციაში ვართ, რადგან ვგრძნობთ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას თითოეულ ნიმუშზე,
რომლის უკან დგას ადამიანი.
რუსუდან მჟავანაძე ბსუ-ს ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე (გენეტიკის მიმართულება) სწავლობს, პარალელურად უკვე 3 წელია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის
სამმართველოში მუშაობს. რუსუდანი დახმარებას
უწევს ძირითად პერსონალს PCR - დიაგნოსტირების პროცესში.
- ჩემი დღევანდელი
საქმიანობა რისკის შემცველი ნამდვილად არის, მაგრამ გააზრებული მაქვს რასთან ვმუშაობ
და როგორ უნდა დავიცვა უსაფრთხოების ყველა წესი. პირადად შიში კოვიდთან მუშაობასთან
დაკავშირებით არ მაქვს, მაგრამ მესმის, სიფრთხილე საჭიროა არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის,
არამედ ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის გაფრთხილების მიზნითაც. ძალიან დიდი პროფესიულ
გამოცდილებას ვღებულობ covid-19-ის დიაგნოსტირებაზე.
უშუალოდ მომიწია პანდემიის გამომწვევთან მუშაობა, კერძოდ კი სამუშაო ჯაჭვი, მოლეკულურ
ლაბორატორიაში ნიმუშის შემოსვლიდან covid-19-ის საბოლოო იდენტიფიკაციამდე, პრაქტიკულად
ჩემს ხელში გაივლის. ასეთი პასუხისმგებლობა არ მაშინებს, რადგან გვერდით მიდგანან ყურადღებიანი
და დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტები, მათ შორის ქალბატონი ვიქტორია თავაძე. მათთან მუშაობა იმდენად სასიამოვნოა, რომ დაღლილობას მუშაობის დასრულების შემდეგ ვგრძნობ. პროფესიული ზრდის თვალსაზრისით გამიმართლა, რომ პანდემიის პერიოდში გამოცდილ პროფესიონალებთან მომიწია მუშაობა.
ჩემი ყოველდღიური
ცხოვრება დიდი დოზით შეიცვალა. როგორც კი დავიწყეთ მუშაობა covid-19-ზე გავიაზრე, რომ
ეს არ იქნებოდა ჩვეულებრივი სამუშაო და იმ დღიდან დროებით დავემშვიდობე ოჯახის წევრებს,
რომლებიც ძალიან მენატრება და ჩავერთე პანდემიის
წინააღმდეგ ბრძოლაში. სამუშაო დღე არანორმირებულია, დამოკიდებული ვართ შემოსული ნიმუშების
რაოდენობაზე, მიწევს ღამის საათებშიც მუშაობა.
ამ რეჟიმმა განაპირობა პიროვნული თვისებების გარკვეულწილად ჩამოყალიბება და
პროფესიულად დიდი გამოცდილების შეძენა. უნივერსიტეტში მიღებული
განათლება არის ბაზისი, რომელიც საშუალებას მაძლევს, გავიღრმავო ცოდნა მოლეკულური კვლევების პრაქტიკაში გამოყენებით.
ლია ცეცხლაძე ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის
მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის V კურსის
სტუდენტია. ის აეროპორტსა და სარფის საბაჟოზე მგზავრების თერმოსკრინინგსა და ანამნეზის
შეგროვებაზე მუშაობს. მისთვის მოხალისეობა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით ბევრის
მომცემია და მიაჩნია, რომ იმყოფება იქ, სადაც მისი ყოფნა ყველაზე მეტადაა საჭირო.
- ჩემთვის ოპერატორის
პოზიციაზე, კერძოდ ეპიდემიოლოგის დამხმარედ
მუშაობა ნიშნავს პასუხისმგებლობას, ნდობას, როგორც იქ მყოფი თანამშრომლების,
ასევე მგზავრების და ქვეყნის მოქალაქეების
მიმართ. გადაწყვეტილების მიღებაზე ბევრი არ მიფიქრია, ვინაიდან ავირჩიე მედიცინა და
ექიმობა, ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ერთგვარი პროფესიული
ვალდებულებაა ქვეყნის წინაშე.
ჩემი მოვალეობაა,
ვაწარმოო თერმოსკრინინგი ყველა მგზავრთან, შევკრიბო ეპიდ-ანამნეზი. სამუშაო დღე იწყება,
როცა ყველა ერთად შევიკრიბებით, ვგეგმავთ და ვინაწილებთ ჩვენს პოზიციებს. ვცდილობთ,
მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მგზავრებს,
ამის შემდეგ იწყება სრული ეკიპირება,
ჯდება თვითმფრინავი და იწყება ჩვენი სამუშაოც.
ვახდენთ თითოეული მგზავრის თერმოსკრინინგს, ეპიდ ანამნეზის შეკრებას, საჭიროების
შემთხვევაში ეპიდემიოლოგს ვუთანხმდებით და
ეპიდემიოლოგი ღებულობს გადაწყვეტილებას მგზავრი
უნდა იყოს თუ არა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, თუ უნდა წავიდეს საკარანტინო
ზონაში. როცა სრულდება მგზავრთა რეგისტრაცია,
შემოწმება და გაცილება, სრულდება ჩვენი სამუშაო დღეც.
დღესდღეობით შექმნილი
სიტუაციიდან გამომდინარე, საფრთხეა და რისკია ქვეყნის წინა ხაზზე დგომა არა მხოლოდ ჩემი პროფესიის
წარმომადგენლისათვის, რადგან იქ მუშაობენ: ეპიდემიოლოგები, მებაჟეები, პოლიციელები,
დამლაგებლები. პირველი რგოლი ვართ ამ საქმეში,
თუმცა სრულიად ეკიპირებული და მომზადებული
ვხვდებით მგზავრებს და ვცდილობთ, რისკი და საფრთხე მინიმუმამდე დავიყვანოთ.
პროფესიული თვალსაზრისით
ამ სიტუაციაში მუშაობა ბევრის მომცემია, ვვითარდები სხვადასხვა კუთხით, ხოლო პიროვნული კუთხით უფრო დავაფასე, ვისწავლე და გავითავისე გუნდური მუშაობა, რადგან აქ ყველანი ერთმანეთს ვენდობით და ერთმანეთის იმედად ვართ.
თამთა ჩიკვაიძე ბსუ-ს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის VI კურსის სტუდენტია
და ლია ცეცხლასთან ერთად, მგზავრების თერმოსკრინინგსა და ანამნეზის შეკრებაზე მუშაობს. თამთასთვის მოხალისეობის მთავარი მოტივი პროფესიული
პასუხისმგებლობა და ხალხის სიყვარულია.
- ჯერ კიდევ ჩინეთში
განვითარებულმა მოვლენებმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, უეცრად ყველაფერი შეიცვალა
და მსოფლიო ამ უხილავი მტრის წინააღმდეგ აღმოჩნდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ იმედი მქონდა,
რომ ეს ჩვენს ქვეყანას არ შეეხებოდა, თუმცა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. პირველივე
წამიდან გამიჩნდა სურვილი, როგორც მოქალაქეობრივი,
ასევე პროფესიული თვალსაზრით, დავხმარებოდი ჩემს ქვეყანას. ამ დროს გამოჩნდა შესაძლებლობა
გარკვეული სამსახური გამეწია ადამიანებისთვის, რისთვისაც მადლიერი ვარ.
მუშაობა რა თქმა უნდა
საფრთხის შემცველია, თუმცა ძალიან კარგად ვიცავთ თავს და ეს რა თქმა უნდა გვამშვიდებს,
მაგრამ საბოლოო ჯამში არავინ ვართ დაზღვეული. პროფესიული და პიროვნული თვალსაზრისით
დიდ გამოცდილებას ვიღებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროფესიონალ ეპიდემიოლოგებთან
ერთად გვიწევს მუშაობა.
მოთმინება - ეს არის
ის, რასაც მე ჩემს ოჯახს და მთელ საზოგადოებას
ვურჩევ, ყველამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ
და გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა გვაძლებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
დღეს თითოეულ ჩვენგანს დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს ერთმანეთის მიმართ, უნდა გავითავისოთ
ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულება, რადგან
მხოლოდ ერთიანი ძალით შევძლებთ ამ განსაცდელის დაძლევას. შემიძლია ვთქვა, რომ პოზიტიურად ვარ განწყობილი, ალბათ, რომ არა ეს განწყობა, ახლა წინა ხაზზე არ ვიდგებოდი.
რუსუდან ფარტენაძე ფიზიკური მედიცისა და სამედიცინო რეაბილიტაციის საგანმანათლებლო
პროგრამის II კურსის სტუდენტია და ბსუ-ს ხუთ სტუდენტთან ერთად, სასტუმროში განთავსებულ
იზოლაციაში მყოფი ადამიანებისგან ინფორმაციის შეგროვაზე მუშაობდა.
- ჩემთვის მოხალისეობა
არის პიროვნული განვითარების ერთ-ერთი საფეხური. გადავწყვიტე, დავხმარებოდი შესაბამის
სამედიცინო წარმომადგენლებს, რათა შემემსუბუქებინა მათი შრომითი დატვირთვა. ახლა ქვეყანა
დგას დიდი გამოწვევის წინაშე და მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შევიტანო ჩემი წვლილი
Covid-19-ის, როგორც პანდემიის პრევენციაში.
ჩემი მოვალეობა იყო,
დისტანციურად მომეკითხა კარანტინში მყოფი ადამიანების მდგომარეობა (ტემპერატურა, სიმპტომები).
იმ შემთხვევაში თუ გამომჟღავნდებოდა სიმპტომი,
ვრეკავდი ეპიდემიოლოგთან. ასევე, ვინიშნავდი მედიკამენტების დასახელებებს და ვაწვდიდი სიას შესაბამის წარმომადგენლებს.
ეს გრძელდებოდა დაახლოებით 2-3 საათი დღეში.
ჩემი მოხალისეობრივი
საქმიანობა არ იყო საფრთხის შემცველი, რადგან არ მიწევდა უშუალო კონტაქტი Covid-19-ით
ინფიცირებულებთან. ჩემთვის ეს საქმიანობა,
როგორც მომავალი რეაბილიტოლოგისთვის, ბევრი სიახლის აღმომჩენი და საინტერესო იყო, რადგან
მივიღე გამოცდილება, თუ როგორ მივუდგეთ პაციენტებს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან
გამომდინარე.
მიმაჩნია, რომ პირველ რიგში უნდა შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა, რადგან სტრესი
ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანზე. მოგიწოდებთ ყველას საკუთარი და სხვების უსაფრთხოებისთვის
გაითვალისწინეთ რეკომენდაციები. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ყველაფერს აკეთებს ამ
ვირუსის პრევენციისთვის და მჯერა, ჩვენ მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
Zamanımızda artık her bilgi internetten araştırılıyor ve kolayca bulunuyor. Mesela ünlü simalarla ilgili bilgi mi almak istiyorsunuz? Bir kaç tık sonra bu isteğiniz internet tarafından yerine getiriliyor. Ancak bilgi kirliliğine dikkat etmelisiniz. Mesela biyografi konuları hassastır.
ReplyDeleteÖrneğin Burak Deniz Türkiye’de ünlü bir oyuncudur. "Burak Deniz kimdir?" diye Google veya diğer arama motorlarında araştırdığınızda önünüze yığınla web sitesi gelecektir. İşte bu web siteleri arasından https://wwww.dortyol.com size en doğru bilgiyi sunacaktır. Kesinlikle tavsiye ediyoruz. Sevgilerle
Russian Escorts in Faridabad, here are incredibly evolved and they appreciate the customer’s needs since this city has every sort of individual and the fight is there for everyone. Our escort knows this reality, so they give you 100% satisfaction guaranteed. We Provide bestCall Girls in Faridabad that will you never forget and come again and again. Our Agency maintain the quality and an immense collection which contains a range of categories of escort girls.
ReplyDeleteEscorts Service in Faridabad
Escorts in Faridabad
Escorts in Faridabad
Hi Profile Escorts in Faridabad
Russian Call Girls in Faridabad
Call Girls in Faridabad
ReplyDeleteThanks for sharing Articles
thetechiefinds.com