ფრანგი სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით ბსუ-ში



ფრანგი სტუდენტი მეისან ელ აზუი, ერაზმუს + ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, უკვე რამდენიმე თვეა ბათუმში ცხოვრობს და ბსუ-ში სტუდენტებს ფრანგულ ენას ასწავლის. ის მონპელიეს უნივერსიტეტში „ფრანგული, როგორც უცხო ენა“ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია და ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადის პრაქტიკას. როგორც მეისანი აღნიშნავს, მისთვის საქართველო აღმოჩენაა. თავის ქართულ გამოცდილებაზე, მოლოდინებსა და რეალობაზე, პირველ შთაბეჭდილებებსა და ახალ გამოწვევებზე საუბრობს ფრანგი სტუდენტი.


რატომ ეს ქვეყანა?
სიმართლე გითხრათ, არაფერი ვიცოდი საქართველოს შესახებ. მინდოდა რაღაც ახალი აღმომეჩინა, მენახა და მეცხოვრა სხვა გარემოში, ეს ქვეყანა კი ამის საუკეთესო საშუალება იყო. კონკრეტულად ბათუმს რაც შეეხება, თავდაპირველად არჩევანი თბილისზე შევაჩერე, მაგრამ  შემდეგ შევცვალე გადაწყვეტილება და ბათუმში ჩამოვედი. ბათუმი უფრო მიმზიდველი ჩანდა თავისი ლამაზი სანაპიროთი და ზღვით. პატარა, საცხოვრებლად მოსახერხებელი ადგილია, ამიტომ სწორედ ეს ქალაქი ავირჩიე.

თავიდან მეშინოდა წამოსვლის, რადგან მარტო პირველად ვარ ჩემი ქვეყნისგან შორს, აქამდე მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ვმოგზაურობდი, ახლა უკვე მარტო, დამოუკიდებლად მიწევს სხვა ქვეყანაში და ქალაქში ცხოვრება.  ეს საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის.



ძალიან გამიმართლა კარგი მასპინძლები მყავს უნივერსიტეტში, ქალბატონები: ნატალია სურგულაძე და ნათია აბაშიძე, რომლებსაც ვენდობი და ყოველთვის მაქვს დახმარების იმედი. როცა უნივერისტეტში პირველად მოვედი ყველა მეხმარებოდა სად წავსულიყავი, რა და როგორ გამეკეთებინა. საფრანგეთში, კერძოდ პარიზში განსხვავებული სიტუაციაა, დახმარების მიღება უფრო რთულია.

ბათუმი

ბათუმში ყველაზე მეტად ზღვა მომწონს. ის არ გავს სხვა ქალაქებს, ძალიან განსხვავებულია, არ მაგონებს არცერთ ქალაქს, ამიტომ თუ შეინარჩუნებს თავის ძველ იერსახეს უფრო მიმზიდველი და საინტერესო იქნება.

უნივერსიტეტის წინ, ცენტრალური პარკში ყოველდღე  ვხედავ პატარა ბავშებს თავიანთ მშობლებთან ერთად, საფრანგეთში მხოლოდ უქმეებზე ისვენებენ პარკებში აქ კი ეს ყოველდღე ხდება, რაც რა თქმა უნდა სასიამოვნოა. ალბათ უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ბევრი ძაღლის დანახვაც გამიკვირდა ქუჩაში, საფრანგეთში ამდენი ძაღლი არ დადის, ეს უბრალოდ აღვნიშნე, არა როგორც უარყოფითი ფაქტი.

ადგილობრივი სამზარეულო მრავალფეროვანია, გამოვარჩევდი ხინკალს და ხაჭაპურს. ზოგადად ღვინო არ მიყვარს, მაგრამ ქართული ღვინო დავაგემოვნე და ძალიან მომეწონა.


ქართველები

ქართველები თბილი და ყურადღებიანი ხალხია. ქართულ გარემოში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ჩემი სტუდენტები ჩემი მეგობრები არიან. ჩემთვის უფრო ადვილია დამეგობრება ქართველებთან, ძალიან თბილები არიან, იციან რომ საფრანგეთიდან ვარ და ცდილობენ დამეხმარონ.


ქართველი სტუდენტები

სტუდენტი სტუდენტია და ძალიან დიდ განსხვავებას ვერ ვნახულობ ქართველ და ფრანგ სტუდენტებს შორის. თუმცა მცირედი სხვაობა მაინც შეიმჩნევა. აქ სტუდენტები უფრო ახლოს არიან მასწავლებლებთან, ეს ძალიან კარგია, მაგრამ გამიკვირდა სტუდენტებსა და მასწავლებლებს შორის კონტაქტის ფორმები, ვგულისხმობ სოციალური ქსელებით კომუნიკაციას. საფრანგეთში ძირითადად ელექტრონულ ფოსტას ვიყენებთ, აქ კი ხშირად ფეისბუქით ეკონტაქტებიან ლექტორებს. საფრანგეთში სოციალურ ქსელს სხვა დატვირთვა აქვს და ოფიციალური ურთიერთობისთვის არ გამოიყენება.



საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა, ბევრი ადგილი უნდა ნახო, რომ შეისწავლო ეს ქვეყანა.  ძალიან მინდა ვიმოგზაურო და მოვინახულო სხვადასხვა ქალაქი თუ რეგიონი. მაგრამ არ ვიცი რამდენად შევძლებ, რადგან გამოცდებისთვის ვემზადები, საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ უნდა ჩავაბარო. შეიძლება ითქვას, რომ აქ ყოფნა ჩემთვის სასიამოვნო ცხოვრების ახალი ეტაპია, მომწონს ბათუმი, პატარა მყუდრო ქალაქი, მომწონს ხალხიც და მასპინძელი უნივერსიტეტიც, რომელიც ახალი გამოცდილების მიღების საშუალებას მაძლევს.




Comments

  1. https://tbilisiairporttransfer.com
    https://georgianvoyage.com

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ნინო ვარშანიძე ,,ERAZMUS+” -ის გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფება და სწავლას დაუგავპილსის უნივერსიტეტში განაგრძობს.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი - ნინო მიქელაძე ,,Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფებოდა. ბლოგის საშუალებით ნინო გვიზიარებს გამოცდილებას, რომელიც დაუგავპილსის უნივერსიტეტში სწავლისას მიიღო.