ბსუ-ს სტუდენტი თინათინ დუმბაძე გაცვლითი პროგრამით არისტოტელეს უნივერსიტეტში



თინათინ დუმბაძე  ბათუმის  შოთა  რუსთაველის  სახელმწიფო  უნივერსიტეტიეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია, ამჟამად ერაზმუს+ ის  გაცვლითი  პროგრამის  ფარგლებში  ბაკალავრიატის  მეხუთე  სემესტრს  ატარებ არისტოტელეს   თესალონიკის   უნივერსიტეტში(საბერძნეთი)   და   სწავლობ   ეკონომიკისა   და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკონომიკის სპეციალობაზე. თინათინი  გაცვლითი პროგრამის, საბერძნეთში ცხოვრების და ახალი გამოწვევების გამოცდილებას ბსუ-ს სტუდენტებს უზიარებს.

                 გზა ერაზმუსამდე

სკოლის პერიოდიდან მიზნად მქონდა დასახული,  გაცვლითი პროგრამის მეშვეობით უცხოეთში მიმეღო განათლება და ჩვენ ეს შევძელით: მე და ბსუ-მ!  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წელს, როცა გამოცხადდა მიღება ერაზმუს + ის პროგრამაზე,  გადავწყვიტე,  შემევსო  აპლიკაცია  და  „ბედი  მეცადა“.  სიმართლე  გითხრათ,  არ  ვიყავი დარწმუნებული    თუ    შევძლებდი    მიზნის    განხორციელებას,    რადგან    მეორეკურსელი სტუდენტისთვის შეზღუდული კვოტისა და საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში  სტიპენდიის   მოპოვება შეუძლებლად   წარმომედგინა.  ცდამ გაამართლა და ამ მიზნის განხორციელებაში კი ბსუ-ს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის.

ახალი გამოწვევები

ვფიქრობ, უნივერსიტეტში მიღებული   ცოდნისა   და    გამოცდილების    გარეშე,   ძნელი    იქნებოდა    ახალ    სიტუაციასთან ადაპტაცია.  რაც  ყველაზე  მნიშვნელოვანია, ბსუ-ში სამი  სემესტრის  განმავლობაში  გავლილი ინგლისური  ენის ინტენსიური  ურსები  დამეხმარა  გამეუმჯობესებინა  ჩემი  უნარები  და  შესაბამისად, გადამელახა ენობრივი ბარიერი. გარდა   ამისა,   ბსუ-ში სწავლისას  ღირებული და გამოყენებადი ცოდნა დამიგროვა, რომელიც მეხმარება არა მხოლოდ ლექცია - სემინარების მომზადებაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში.


თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი

არისტოტელეს უნივერსიტეტის გამოცდილება

არისტოტელეს   უნივერსიტეტი   საბერძნეთსა   და   ზოგადად,   ბალკანეთში  ერთ-ერთი ყველაზე   დიდი    და რეიტინგული უნივერსიტეტიაროგორც ერაზმუსის  პროგრამის მონაწილე სტუდენტს,  უნივერსტიტეტმა  ნებისმიერი ფაკულტეტიდან საგნის არჩევის უფლება მომცა. ამიტომ, ერთ-ერთი საგანი პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტიდან  ავირჩე, რადგად  ვფიქრობ,  კარგი  ეკონომისტი  პოლიტიკაშიც კარგად უნდა ერკვეოდეს. ლექციებს  ყოველ  მომდევნო  კვირას  სხვადასხვა  ლექტორი ატარებდა  ისეთ  თემებთან  დაკავშირებით,  როგორიცაა: პოლიტიკურ-ეკონომიკური     მდგომარეობა     საბერძნეთში,     რელიგიის     როლი,     ლტოლვითა პრობლემა, მაკედონიის საკითხი და სხვა მრავალი. მიუხედავად იმისა, რომ ლექცია სამი საათი გრძელდებოდა და ცდუნება დიდი იყო გაცდენისა,   იმდენად საინტერესო იყო, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივცემდი თავს უფლებას, გამეცდინა ან დამეგვიანებია.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ბსუ-ს და არისტოტელეს უნივერსიტეტს შორის შეფასების სისტემაში შევნიშნე. ბსუ-ში  გამოცდებს ძირითადად წერითი სახე აქვს, არისტოტელეს უნივერსიტეტში კი, საკურსო ნაშრომით ან ზეპირი გამოცდით ფასდები,  რაც  ჩემთვის  უფრო  საინტერესო  აღმოჩნდა.  ზეპირი  გამოცდის  პრაქტიკა  ბსუ-შიც მქონია,  მაგრამ  საკურსო  ნაშრომისა,  სამწუხაროდ,  არა. ასევე, საინტერესო იყო ბიბლიოთეკაში მუშაობის კულტურა,   არისტოტელეს  უნივერისტეტის ბიბლიოთეკა ყოველთვის მაქსიმალურად დატვირთულია და ბიბლიოთეკაში მეცადინეობა სტუდენტების სასწავლო რუტინის განუყოფელი ნაწილია.

საბერძნეთი

საქართველოსა  და  საბერძნეთს ისტორიულად დიდი ხნის  ურთიერთობა  აკავშირებს.  ჩვენ ვიზიარებთ  საერთო  ღირებულებებსა  და  ტრადიციებს,  რელიგიას  და  სხვა  მრავალ  ნიუანსს, შესაბამისად,  ქალაქთან  და ზოგადად  ქვეყანასთან,  კულტურასთან  ადაპტაცია  არ  გამძნელებია. თესალონიკს  ბათუმს  ვამსგავსებ,  ოღონდ  მასშტაბებში  უფრო  დიდია. გამიმართლა,  რომ  შავი    ზღვის    ქალაქიდან    ეგეოსის    ზღვის    ქალაქში   წამოვედი სასწავლებლად.  ხშირად  მეუბნებიან,  რომ  ვიზუალურად  ძალიან  ვგავარ  ბერძენს. საბერძნეთში ჩამოსვლისას კულტურული   არა,   მაგრამ   „ურბანული   შოკი“ განვიცადე.  ჩვენს  პატარა,  დახვეწილ  ბათუმურ  შენობებს  მიჩვეულს თავდაპირველად გამიჭირდა  მონოტონურ,  თეთრ  კორპუსებებთან  შეგუება.  არ  მეგონა,  ქართველ  მძღოლებზე მეტად   რომელიმე  სხვა  ერი თუ  გამაკვირვებდა,  მაგრამ  პირველი  ორი  კვირის  განმვალობაში ალბათ   ნახევარ   საათს   ვუნდებოდი   ერთი   ჩვეულებრივი   ქუჩის   გადაკვეთას. ბერძნები ძალიან   მხიარული   და  ყურადღებიანი ხალხია .   ცდილობენ დაგეხმარონ,   არ   აქვს   მნიშვნელობა,   იციან   თუ   არა   ინგლისური -  ჟესტების,   მიმიკების   ენა ყოვლისშემძლეა.



ერაზმუსამდე და  ერაზმუსის შემდეგ

უცხოეთში განათლებამიღებული სტუდენტებისგან ყოველთვის მესმოდა, რომ საზღვარგარეთ ცხოვრებამ ისინი ძალიან შეცვალა. ეს სიტყვები ყოველთვის გადაჭარბებული მეგონა. თუმცა, საკუთარ  თავზე  გამოვცადე  და  უკვე  ვხედავ  საინტერესო  განსხვავებებს  ხუთი თვის  წინანდელ,  ცხრამეტი  წლის  გამოუცდელ  თინათინსა  და  ამჟამინდელ,  უკვე  გამოცდილ თინათინს   შორის,   რომელსაც   უკეთ   შეუძლია   დამოუკიდებლად   ცხოვრება,   უკეთ   შეუძლია შეზღუდული ფინანსური რესურსების რაციონალურად გამოყენება, არის  უკეთესი  მზარეული, რადგან  აქ  არ  ჰყავს  დედა  ან  მამა,  რომელიც გემრიელ სადილს დაახვედრებს უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს.

 ახლა,  რამდენიმე  თვის  შემდეგ,  დიახ,  მეც  ვამბობ,  რომ  ერაზმუსამდე  და  მის  შემდეგ,  შენ დაინახავ  ორ  განსხვავებულ  „მეს“, ძველს და ახალს, რომელთაგანაც  მეორე  უფრო  მოგეწონება.

გარდა ცოდნისა და გამოცდილებისა, შევიძინე  ახალი  მეგობრები,  ერაზმუსის  ოჯახი,  როგორც  ჩვენ  ვუწოდებთ  ერთმანეთს.  აქ შეძენილი  მეგობრები,  მათთან  ერთად  გატარებული  დრო,  ბედნიერი  წუთები,  ემოციები  მუდამ გამყვება  და   განსაკუთრებული  ადგილი  ექნება  ჩემს  მეხსიერებაში.

მინდა ბსუ-ს თითოეულ  სტუდენტს   ვუთხრა,  რომ გამოიყენეთ შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტი გაძლევთ და მიიღეთ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა.  არ შეგეპაროთ    ეჭვი    საკუთარ შესაძლებლობებში! ნუ შეგეშინდებათ კომფორტის ზონიდან გადაბიჯებისა და ახალი გამოწვევების! დამიჯერეთ, ეს ამად ღირს!

მე   კი,   მალე   დავბრუნდები   ჩემს   ლამაზ,   მზიან   ბათუმში,   გაასმაგებული   შემართებით, მოტივაციით და უფრო ნათელი სამომავლო გეგმებით.

ONCE ERASMUS, ALWAYS ERASMUS!
ΓΕΙΑ ΣΑΣ!




Comments

  1. გამარჯობა ჩემი სახელია აგნესა დემეტრე მე ვარ სავანე, მაგრამ მე გადავდივარ ბელგიასთან ერთად ჩემი ქმარი მე საინტერესო ისტორიები წაიკითხე იმაზე, თუ როგორ გატეხილი ურთიერთობები დამონტაჟებულია ძლიერი ჯადოსნური სპლოლისტების მიერ. მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ყველა სიცრუე, სანამ მე მქონდა მსგავს პრობლემებზე ჩემი მეუღლეთან ურთიერთობა, რომელთანაც მე დაქორწინებული ვარ დიდი ხნის განმავლობაში და ორ შვილთან ერთად კურთხეული ვიყავი, გაოცებული ვიყავი, როცა სახლში მოვიდა სხვა ქალთან და ინფორმირება. ის დაღლილი ჩემთვის არ არის მიზეზი, ვცდილობ მას ვკითხე, რა არის პრობლემა ჩემი სიტყვები დაეცა ყრუ ყურები, უნდა გადავიდეს, რადგან მე არ შემიძლია ტკივილი კიდევ ერთი ქალი დაინახა იმავე სახურავზე ჩემთან ერთად მე გაანადგურა და გულუბრყვილოდ ამ პერიოდში, მე უნდა ინფორმირებული მეგობარი ჩემი გამოცდილება, მან მითხრა, რომ არ ინერვიულოთ, რომ ჩემი კაცი იქნებოდა დავბრუნდებით ჩემთვის მე გაოცებული როგორ აპირებს შესაძლებელი, მან მითხრა, რომ იგი აპირებს დანერგვა ჩემთვის სპიკერის სახელწოდებაა დიგბინოვია, რომელიც ძალიან ძლიერი სპიკერია. თავდაპირველად, ეჭვი მქონდა, რადგან მე არ მჯერა რამეები, როგორიც მე არ მქონია კასტერი და მან მითხრა, რა უნდა გააკეთოს და მე იძულებული და გავაკეთე ის, რაც მან მთხოვა, რომ მითხრა, რომ ეს რომ ჩემი მეუღლე მოვუწოდებ და მივმართავ ჩემს გზას, რომ ჩემი მეუღლე მოვიდა და პატიება მივმართე მხოლოდ ორი დღის განმავლობაში, ჩემი ყველაზე მოულოდნელი, ჩემი ქმარი მომდევნო დღეს დამიძახა და ტირილი დაიწყო ჩემთვის აპატიე მას, რომ ის არ დარჩებოდა საღი აზრიდან ამ მომენტამდე. მე ყოველთვის უკვირს ამ დიდ სასწაულს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ჩემი მეუღლე და ორი შვილი ერთმანეთთან ერთად ვართ და ჩვენ უფრო ბედნიერნი ვართ, თუ ვინმეს განიცდის ასეთი ურთიერთობის პრობლემა თქვენს ურთიერთობაზე, doctorigbinovia93@gmail.com ასევე შეგიძლიათ Whatsapp მას +2348144480786 ნუ ნება ვინმეს despise თქვენი ურთიერთობისათვის?

    ReplyDelete
  2. https://tbilisiairporttransfer.com
    https://georgianvoyage.com

    ReplyDelete

Post a Comment