ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკა
ბათუმის
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ფსიქოლოგიის კლინიკა. კლინიკაში
ფსიქო-სოციალურ დახმარებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ ან რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს,
ახალგაზრდებს, მათი ოჯახის წევრებს, შშმ და გსსმ პირებს. კლინიკის ბაზაზე გახსნილია
სპეციალურად აღჭურვილი ზრდასრულთა ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის ოთახები. კლინიკის
მუშაობაში აქტიურადაა ჩართული ფსიქოლოგიის პროგრამის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის
სტუდენტები, რომლებიც კლინიკის კოორდინატორისა და სპეციალისტების ხელმძღვანელობით თანამშრომლობენ
ბაღებთან, სკოლებთან. სტუდენტები აწარმოებენ კვლევებს და მონაწილეობენ ბენეფიციართა
დიაგნოსტირებასა და მოკლევადიანი მიზნების განხორციელებაში.
ქეთევან ბერიძე
ფსიქოლოგიის კლინიკის ხელმძღვანელი
ბსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
ბსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
ფსიქოლოგიის კლინიკა დღემდე
ბსუ-ს
ფსიქოლოგიის კლინიკა შეიქმნა 2 წლის წინ. გარკვეული პერიოდი დასჭირდა, რომ კლინიკას
მიეღო დღევანდელი სახე და სამომავლოდაც იგეგმება
გარკვეული ცვლილებები. შეიძლება ითქვას, რომ დღემდე კლინიკა ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას,
უფასოდ ემსახურებოდა ბენეფიციარებს, თუმცა, ამ ეტაპზე იგეგმება კონკრეტული ტარიფების
დაწესება, რაც აღნიშნული მიმართულებით არსებული მომსახურების საფასურთან შედარებით,
შეღავათიანი იქნება ბენეფიციარებისთვის.
2
წლის წინ, კლინიკის გახსნისას, პერსონალი დაკომპლექტდა მეოთხეკურსელი სტუდენტებით, რომლებსაც ჰქონდათ მაღალი აკადემიური მოსწრება და ინტერესი, ემუშავათ აუტისტური სპექტრის
მქონე ბავშვებთან. შერჩევის შემდეგ სტუდენტები გადამზადდნენ პოლონელ სპეციალისტებთან.
გარდა ამისა, თბილისში გაიარეს ქცევითი თერაპიიის კურსები, ხოლო ნეიროგანვითარების
ცენტრში - ტრენინგები. შესაბამისად, კლინიკას სტუდენტების სახით ჰყავს კვალიფიციური
კადრები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ პაციენტებთან.
კლინიკის მიმართულებები
ფსიქოლოგიის
კლინიკას აქვს რამდენიმე მიმართულება. ერთ - ერთია შშმ პირთა და გსსმ პირთა მომსახურება. სახელმწიფო ამ მიმართულებით
არ ახორციელებს ვაუჩერულ სისტემას ადრეული
ინტერვენციის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მომსახურებას მხოლოდ 7 წლამდე ასაკის ბავშებისთვის. თუმცა, არის
შემთხვევები, როცა ბავშვს სკოლაში შესვლისთანავე ,,მოულოდნელად“ სირთულეები ექმნება წერის, კითხვისა თუ ანგარიშის ათვისების პროცესში. შესაძლებელია, ბავშვი იყოს გონიერი, მოტორიკა განვითარებული ჰქონდეს
ასაკის შესაბამისად, გააჩნდეს შემოქმედებითი უნარებიც, მაგრამ ვერ უმკლავდებოდეს სკოლის მოთხოვნებს. შესაბამისად, თვლიან, რომ ბავშვი
ზარმაცია, არ სურს სწავლა და ა.შ. სინამდვილეში პრობლემას ბიოლოგიური საფუძველი აქვს — ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დეფიციტის გამო ბავშვი ვერ ახერხებს მიღებული ინფორმაციის გადამუშავებას, მოწესრიგებას, ერთმანეთთან დაკავშირებას, შენახვას და შესაბამისად, გარემოს (სწავლასთან დაკავშირებულ) მოთხოვნებზე ადეკვატურ რეაგირებას. პირველ რიგში მნიშვნელოვანია პრობლემის დროული იდენტიფიკაცია და ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების ზუსტი შეფასება. მთავარი გამოწვევა დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვის სწავლებისას არის მეთოდების სწორად შერჩევა. ბავშვი ვერ სწავლობს იმ მეთოდებით, რომელთაც მას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა სთავაზობს. ბავშვის უნარების შეფასების საფუძველზე უნდა შეიქმნას ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომლის მიხედვითაც ისწავლის ის სკოლაში. თუკი დახმარება დროული, თანმიმდევრული და სისტემატური იქნება, მიიღწევა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვი ვერ ღებულობს ვაუჩერულ მომსახურებას,
მაშინ როცა მათ სჭირდებათ კომპეტენტური სპეციალისტის მომსახურება, რომლის შეთავაზებაც
შეუძლია ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკას. სწორედ ამიტომ, სამომავლოდ კლინიკის ხელმძღვანელობას
სურს, მოელაპარაკოს ქალაქის თვითმმართველობას ბენეფიციარების ნაწილის მომსახურების
დაფინანსების შესახებ.
კლინიკის
შემდეგი მიმართულებაა ძალადობაგამოვლილი ბავშებისა და ოჯახების მომსახურება. ამ მხრივ,
ევროკავშირისგან პროგრამის ფარგლებში გვაქვს დაფინანსება და შესაბამისად, უფასოდ ვეხმარებით
ბენეფიციარებს. აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება
2019 წლამდე.
გარდა
აღნიშნული მიმართულებებისა, არის კერძო მომართვები ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიაზე. ამ
მიმართულებით კლიენტების კვალიფიციურ და კომპეტენტურ დახმარებას ახორციელებს კლინიკის
ხელმძღვანელი.
სწავლა და პრაქტიკა ფსიქოლოგიის პროგრამაზე
სტუდენტები,
გარდა სალექციო და სასემინარო აქტივობებისა, ჩართული არიან სხვადასხვა ტიპის პრაქტიკულ
სამუშაოებში. ბაკალავრიატის პირველი 3 კურსის მანძილზე ტარდება ქეის კონფერენციები,
სადაც სტუდენტები ეცნობიან კონკრეტულ შემთხვევებს ფსიქოთერაპიის მიმართულებით. დამატებით,
მაგისტრანტები და მესამე კურსის სტუდენტები, რომლებიც გადიან საგანს „ ბავშვთა მიმართ
ძალადობა,“ სკოლებში ატარებენ საინფორმაციო
- შემეცნებით ტრენინგებს აღნიშნული მიმართულებით.
აღნიშნულის
პარალელურად, 2017 წლიდან კლინიკაში შემოღებულია სტაჟირების პროგრამა. მეოთხე კურსის
პირველ სემესტრში სტუდენტები წერენ კვლევით პროექტს და ემზადებიან საბაკალავრო ნაშრომისთვის.
კვლევითი პროექტის ფარგლებში აუცილებელია პრაქტიკული სამუშაოს ჩატარება მინიმუმ, 2
ბენეფიციართან. შესაბამისად, უკვე მეოთხე კურსის ყველა სტუდენტი გადის პრაქტიკას სხვადასხვა
დაწესებულებაში, მათ შორის, ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკაში. გარდა ბაკალავრიატის საფეხურის
სტუდენტებისა, კლინიკაში სტაჟირებას გადიან მაგისტრანტები. მათი მთავარი მოვალეობა
ზედამხედველობა და მენეჯმენტის საკითხებია.
მომართვიანობა
ბსუ-ს კლინიკაში მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. ბენეფიციარებს შორის არიან ძალადობაგამოვლილი(წლის განმავლობაში სულ 60-მდე ბენეფიციარი), ბულინგის მსხვერპლი, სხვადასხვა პრობლემის მქონე გარდატეხის ასაკის მოსწავლეები(წლის განმავლობაში 25 ბენეფიციარი). შშმ და გსსმ პირთა მომართვიანობა 4 თვის განმავლობაში შეადგენს 20 ბენეფიციარს. პაციენტები კლინიკას მომართავენ არამხოლოდ ბათუმიდან, არამედ რაიონებიდან და სხვადასხვა რეგიონიდან.
ასევე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კლინიკაში წინა სემესტრის მანძილზე თერაპევტები და სტუდენტები უფასო მომსახურებას უწევდნენ გიმნაზიის მოსწავლეებს. მიმდინარე სემესტრშიც მოდის წერილები და თხოვნა, რომ გაგრძელდეს მუშაობა, კმაყოფილი არიან მოსწავლეები და მშობლებიც, რაც კლინიკის პერსონალისთვის დამატებითი მოტივაცია და სტიმულია.
რაც შეეხება ნდობას, ბუნებრივია, თავდაპირველად მშობელს აქვს გარკვეული ეჭვი, თუ რამდენად ხარისხიანად შეძლებს სტუდენტი ბავშვთან მუშაობას, თუმცა, მათ უხსნიან, რომ სტუდენტები ასრულებენ მოკლევადიან პროგრამას, რის კვალიფიკაციაც აქვთ და ასევე მუშაობენ ზედამხედველობის ქვეშ.
ბსუ-ს კლინიკაში მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. ბენეფიციარებს შორის არიან ძალადობაგამოვლილი(წლის განმავლობაში სულ 60-მდე ბენეფიციარი), ბულინგის მსხვერპლი, სხვადასხვა პრობლემის მქონე გარდატეხის ასაკის მოსწავლეები(წლის განმავლობაში 25 ბენეფიციარი). შშმ და გსსმ პირთა მომართვიანობა 4 თვის განმავლობაში შეადგენს 20 ბენეფიციარს. პაციენტები კლინიკას მომართავენ არამხოლოდ ბათუმიდან, არამედ რაიონებიდან და სხვადასხვა რეგიონიდან.
ასევე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კლინიკაში წინა სემესტრის მანძილზე თერაპევტები და სტუდენტები უფასო მომსახურებას უწევდნენ გიმნაზიის მოსწავლეებს. მიმდინარე სემესტრშიც მოდის წერილები და თხოვნა, რომ გაგრძელდეს მუშაობა, კმაყოფილი არიან მოსწავლეები და მშობლებიც, რაც კლინიკის პერსონალისთვის დამატებითი მოტივაცია და სტიმულია.
რაც შეეხება ნდობას, ბუნებრივია, თავდაპირველად მშობელს აქვს გარკვეული ეჭვი, თუ რამდენად ხარისხიანად შეძლებს სტუდენტი ბავშვთან მუშაობას, თუმცა, მათ უხსნიან, რომ სტუდენტები ასრულებენ მოკლევადიან პროგრამას, რის კვალიფიკაციაც აქვთ და ასევე მუშაობენ ზედამხედველობის ქვეშ.
სიახლეები კლინიკაში
კლინიკაში
იგეგმება მოკლევადიანი პროგრამების ამუშავება. კერძოდ, უწყვეტი განათლების პროგრამის
ფარგლებში ფსიქოლოგებსა და პედაგოგებს შეუძლიათ აიმაღლონ კვალიფიკაცია. კლინიკა გამოაცხადებს
მიღებას ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის, სკოლამდელი აღზრდის ბავშვის განვითარებისა და რეაბილიტაციის
მიმართულებით არსებულ პროგრამებზე.
ასევე,
კლინიკას მოლაპარაკებები აქვს საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციასთან და
კლინიკის ბაზაზე იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების მომსახურების ცენტრის
გახსნა. დამატებით, კლინიკაში აქვთ სახელოსნოს გაკეთების სურვილი, სადაც
პაციენტებს ექნებათ შრომითი თერაპიის გავლის
საშუალება.
კლინიკასთან
დაკავშირებული სიახლეების გარდა, ცვლილებები იგეგმება ფსიქოლოგიის სასწავლო პროგრამის
მიმართულებითაც. ამ ეტაპზე უნივერსიტეტში მოქმედებს მხოლოდ ერთი სამაგისტრო პროგრამა,
კერძოდ, კლინიკური ფსიქოლოგია, თუმცა, სამომავლოდ იგეგმება ოკუპაციური თერაპიის მიმართულების
დამატება. პროგრამის შემუშავება მოხდება მოწვეულ ამერიკელ ლექტორებსა და სპეციალისტებთან
თანამშრომლობით.
გარდა
აღნიშნულისა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება შვეიცარიის ბიოსინთეზის ინსტიტუტთან,
რომელიც კავკასიაში პირველად ახორციელებს სამწელიწადნახევრიან პროგრამას, სადაც ჩართული იქნებიან
ბსუ-ს სტუდენტები, ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ყველა წევრი და მიიღებენ შვეიცარიულ დიპლომს. ბიოსინთეზის მიმართულებას საქართველოში არ ეთმობა
სათანადო ყურადღება და სასიხარულოა, რომ იქნება დარგის განვითარების ხელშეწყობის შესაძლებლობა.
მნიშვნელოვანია, რომ ბათუმს და უნივერსიტეტს
ეყოლება ფსიქოლოგების გუნდი, რომლებიც დაუფლებული იქნებიან ფსიქოთერაპიის თანამედროვე,
უახლეს ტექნიკას და შეძლებენ მოსახლეობისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევას.
ნანა ტუხაშვილი
სწავლობს ბსუ-ს კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე
მუშაობს ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკაში
რატომ ფსიქოლოგია?
ნანა ტუხაშვილი:
ვერ
ვიტყვი, რომ ბავშობიდან მინდოდა ფსიქოლოგობა,
არც საკუთარი თავის შესწავლის მიზნით ჩამიბარებია
აღნიშნულ პროფესიაზე, უბრალოდ რაღაც შინაგანი მკარნახობდა რომ ეს ჩემი სფერო იყო. ძალიან
მიყვარს მოსმენა, მომწონს ადამიანებთან ურთიერთობა, ამიტომ ეს ზუსტად ის ადგილია სადაც
ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. ერთი წუთითაც არ მინანია ჩემი არჩევანი, რომელიც
ამართლებს შემდეგ ცნობილ ფრაზას: „აირჩიე სამსახური
რომელიც სიამოვნებას განიჭებს და ცხოვრებაში ერთი დღეც კი არ მოგიწევს მუშაობა“.
დავით ქათამაძე:
მიმაჩნია,
რომ ტყუილად და შეცდომით არავინ არ მოდის ფსიქოლოგიაზე. შიგნიდან მოდის რაღაცა იმპულსები
რაც გეუბნება, რომ ეს შენია ადგილია. ჩემი შემთხვევაც მსგავსია. ზოგი საკუთარი თავის ამოსაცნობად მოდის, ზოგი სხვის
დასახმარებლად. საჭიროა გარკვეული პიროვნული თვისებები, რომ იყო წარმატებული სპეციალისტი.
ფსიქოლოგია და დღევანდელობა
ნანა ტუხაშვილი:
ფსიქოლოგია
დღითიდღე უფრო მოთხოვნადი და პოპულარული სფერო ხდება. სანამ ჩავაბარებდი არსებობდა
ტენდენცია, თითქოს ფსიქოლოგობა არაპერსპექტიული პროფესია იყო და დასაქმების მხრივ სირთულეები
არსებობდა. ახლა შეცვლილია სიტუაცია, თუკი ადრე მშობლები ცდილობდნენ გარკვეული პრობლემების
მქონე ბავშვების დამალვას, დღეს უკვე ცდილობენ კვალიფიციურ ფსიქოლოგებს მიმართონ. სწორედ ამიტომ, ჩვენს ცენტრში მომართვიანობა საკმაოდ
მაღალია და იზრდება დინამიკა. დღეში მინიმუმ 2 ან 3 ბავშვთან გვიწევს მუშაობა.
დავით ქათამაძე:
ფსიქოლოგიას
აქვს მრავალი მიმართულება, მრავალფეროვანი დარგია, არსებობს კორექციული თერაპია, ასევე
სოციალური ფსიქოლოგია, რომელიც განსხვავდება ჩვეულებრივი ფსიქოლოგიისგან. ყველა მხრივ
შეგიძლია იპოვო საკუთარი თავი ფსიქოლოგიაში. თუ შენ გიყვარს საკუთარი პროფესია ნებისმიერ
დაწესებულებაში შეგიძლია იმუშაო. ფსიქოლოგებზე მოთხოვნა გაიზარდა. მე და ნანა რამდენიმე
სამსახურში ვმუშაობთ. ანაზღაურებაც ამ მიმართულებით საკმაოდ მისაღებია, შრომის ბაზარზე
აღნიშნული პროფესიის მქონე ადამიანებს საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვს.
თეორია და პრაქტიკა
ნანა ტუხაშვილი:
უნივერსიტეტმა
საკმაოდ დიდი თეორიული ცოდნა მოგვცა, რომელსაც კლინიკაში მუშაობის დროს ვიყენებ.სწავლის
პარალელურად პერიოდულად პრაქტიკის საშუალებაც გვქონდა. ბაკალავრის საფეხურზე სწავლისას
პრაქტიკული შეხება გვქონდა ბაღებთან, სხვადასხვა
ცენტრებთან, ფსიქიატრიულთან.
ასევე, სტუდენტები ჩართული ვიყავით
და ვართ სხვადასხვა ტრენინგში. 2017 წლის ოქტომბერში ნეიროგანვითარების დარღვევების
მქონე ბავშვთა და მოზარდთა საზაფხულო სკოლის ფარგლებში ფსიქოლოგიის სტუდენტები ვესწრებოდით ქართველი და
უცხოელი გამოცდილი ფსიქოლოგების ტრენინგებს.
დავით ქათამაძე
სწავლობს ბსუ-ს კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე
მუშაობს ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკაში
დავით ქათამაძე:
თეორიული
ცოდნა გაძლევს ბაზას, რომელიც უნდა განავითარო და პრაქტიკაში გამოიყენო. ფსიქოლოგიის კლინიკა სწორედ აღნიშნულის საშუალებას
იძლევა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტს აქვს ფსიქოლოგიის
კლინიკა და ეს გარკვეული ფუფუნებაა. ამიტომ,
სტუდენტებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. აქვე დავამატებდი, რომ კლინიკის
მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია. როდესაც მშობლები
გებულობენ, რომ კლინიკა უნივერსიტეტის ბაზაზეა
შექმნილი და სასწავლებელს გარკვეული
პასუხისმგებლობა აქვს აღებული, უფრო მეტად უჩნდებათ სურვილი ბავშვი ჩვენთან მოიყვანონ.
ფაკულტეტისა
და უშუალოდ ქალბატონ ქეთი ბერიძის ხელშეწყობით სტუდენტები ხშირად ვართ ჩართული სხვადასხვა
კერძო ტრენინგში, რომლებიც ძირითადად დედაქალის მასშტაბით ტარდება. სასურველია, რომ
ამ მხრივ რეგიონებსაც მიექცეს ყურადღება, რადგან ტრენინგების ძირითადი ბაზა თბილისია,
დედაქალაქში წასვლა კი დროსა და ფინანსურ საკითხებს უკავშირდება, ამიტომ ამ მხრივ სასურველია
უნივერსიტეტი აქტიურად დაეხმაროს სტუდენტებს.
სამომავლო გეგმები
ნანა ტუხაშვილი:
პირველ
რიგში მაგისტრატურის დამთავრებას ვგეგმავ, სადიპლომოზე მუშაობას მალე დავიწყებ. ვაპირებ
სამაგისტრო ნაშრომი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ დავწერო. პარალელურად, გავაგრძელებ მუშაობას ფსიქოლოგიის კლინიკაში. პატარებთან მუშაობა ჩემთვის
სასიამოვნო და ამავდროულად აუცილებელია, რათა სამომავლოდ კვალიფიციური ფსიქოთერაპევტი
გავხდე, რადგან უშუალოდ დიდებთან მუშაობა დიდ გამოცდილებას მოითხოვს და პატარებთან მუშაობის გამოცდილების ქონია გარეშე
საკმაოდ რთულია.
დავით ქათამაძე:
მიხარია,
რომ უნივერსიტეტში კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა არსებობს, სწორედ ეს
არის ის მიმართულება, რა მხრივაც ვაპირებ სამომავლოდ მუშაობის გაგრძელებას და კვალიფიკაციის
ამაღლებას. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ტრენინგის ფარგლებში როდესაც ვახსენე, კლინიკური ფსიქოლოგიის სტუდენტი ვიყავი, ინგლისელმა
სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ კლინიკური ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის უმაღლესი დონეა, ბრიტანულ
კლინიკებში ყველაზე მაღალანზღაურებადი მიმართულებაა და მისასალმებელია მსგავსი პროგრამის
არსებობა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქედან გამომდინარე, აქტიურად გავაგრძელებ
კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობას. ასევე მსურს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
შევძლო საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების სტუდენტებისთვის გაზიარება, რადგან აღნიშნულ
სფეროს სჭირდება ახალგაზრდა კვალიფიციური კადრები.
Comments
Post a Comment