ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების ნორვეგიული გამოცდილება


ზურაბ შამილიშვილი


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი სტუდენტებს სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში ჩართვის საშუალებას აძლებს. ყოველწლიურად გერმანიაში სასწავლო პრაქტიკით 100-მდე, ხოლო ნორვეგიაში 10-მდე  სტუდენტი მიემგზავრება. ახალგაზრდები საზღვარგარეთ ღებულობენ, როგორც თეორიულ განათლებას, ასევე იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ამ მხრივ საინტერესოა ტურიზმის ფაკულტეტის 3 სტუდენტის: ზურაბ შამილიშვილის, ნინო კვირიკაძისა და რევეკა ფერდმანის გამოცდილება, რომლებიც 2017 წელს, ერთობლივი პროექტების ფარგლებში „მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა. ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობა“, ერთსემესტრიანი სასწავლო პროგრამით  იმყოფებოდნენ ნორვეგიაში,   სამხრეთ - აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტში (Høgskolen i Sørøst-Norge: HSN).


ნორვეგიის გამოცდილება

ზურაბ შამილიშვილი:

ნორვეგიაში საკმაოდ მაღალია სწავლების ხარისხი.  ასევე,  ქვეყანა გამოირჩევა  ტექნოლოგიური და  ინფრასტრუქტურული რესურსით.  საუკეთესო პირობაა სტუდენტისათვის შექმნილი,  როგორც სწავლისთვის, ისე კულტურული და სრულფასოვანი დასვენებისთვის,  სტუდენტისა და  ლექტორის დამოკიდებულება ბევრად ღია, უშუალო და   თავისუფალია. 

რაც შეეხება უშუალოდ ხალხსა და კულტურას, მართალს ამბობენ რომ ნორვეგიელები ემოციებს ნაკლებად გამოხატავენ და ზოგადად ცივი ხალხია, თუმცა უცხოელების მიმართ თავაზიანი და გულისხმიერები არიან.

განსაკუთრებულად ჩემი ყურადღება მიიქცია გარემოს სისუფთავემ, ბაღების, სკვერებისა და  დასასვენებელი ადგილების სიმრავლემ. ნორვეგიაში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ეკოლოგიას, პრიორიტეტულია ველოსიპედებით მგზავრობა.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ნორვეგიის მთიანმა რეგიონმა, კერძოდ კიარაგმა და მისმა მშვენებამ - ჰაერში დაკიდულმა ქვამ!

                                                                                       
                                   სამხრეთ - აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტი
                                 

ნინო კვირიკაძე:

ნორვეგიაში საკმაოდ საინტერესო სწავლის სისტემაა. ამ ქვეყანაში ესმით, რომ სწავლობენ საკუთარი თავისთვის და არა სხვისთვის, სხვისი ცოდნის მოპარვა მკაცრად ისჯება და საგამოცდო პროცესიც ორგანიზებული და მკაცრად კონტროლირებადია. სასწავლო პროცესი უფრო ლოიალური და მოსახერხებელია, არ არის აუცილებელი ლექციებზე დასწრება. ყოველდღიური გამოკითხვა და ნიშნის მიღება აუცილებელი არ არის, სემესტრული დავალებები და გამოცდა არის გადამწყვეტი. ხაზს გავუსვამ ჯგუფში მუშაობას, ნორვეგიაში ყოფნის მნიშვნელოვანი შენაძენია გუნდური მუშაობის უნარის გამომუშავება და იმის გააზრება, რომ ვსწავლობ საკუთარი თავისთვის და არა სხვისთვის.
ერთი სემესტრი თითქოს არაფერია, თუმცა მნიშვნელოვნად შეიცვალა ჩემი პრიორიტეტები. ბევრ რაღაცას სხვა რაკურსით შევხედე და შევისწავლე ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები.


ნინო კვირიკაძე

რევეკა ფერდმანი:

ადგილი, სადაც მე ვცხოვრობდი, იყო პატარა სტუდენტური ქალაქი. აქ იყო ზუსტად ის გარემო, რომელიც სტუდენტს სჭირდებაერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაგალითია ბიბლიოთეკა. კვირის ნებისმიერ დღეს ის  ღია იყო და შეგეძლო გესარგებლა. ამ ფუფუნებას ბათუმში მოკლებული ვართ. სწავლის მიმართ დამოკიდებულება შემეცვალა, იმ მხრივ, რომ უფრო მეტად დავიწყე დამოუკიდებლად მუშაობა საკუთარ თავზე. ასევე, მივეჩვიე დამოუკიდებლად ცხოვრებას. მოგეხსენებათ, ნორვეგია ძალიან განვითარებულია, ხალხს უყვარს ბუნება, ეკოტურიზმს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რაც შეეხება ნორვეგიელებს, ზოგადად არ აქვთ ფამილიარული დამოკიდებულება სხვებთან და  გამოირჩევიან ლაკონურობითა და თავშეკავებულობით. კულტურული შოკი დიდად არ განმიცდია, იმიტომ, რომ დაახლოებით ვიცოდი სად მივდიოდი და რა დაგხვდებოდა. ერთადერთი, რაც მინდა აღვნიშნო, არის ამინდი, უკვე აგვისტოდან გვეცვა თბილი ქურთუკები. მიხარია, რომ მქონდა ეს შესაძლებლობა, მიმეღო უცხოეთში განათლება, გამეცნო ახალი მეგობრები, მათი კულტურა და ცხოვრების წესი     
                    

                           სამხრეთ - აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

ბსუ-ს როლი ჩემს ცხოვრებაში
ნინო კვირიკაძე:

უნივერსიტეტმა, კერძოდ, ტურიზმის ფაკულტეტმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში. მასწავლა პრიორიტეტების განსაზღვრა და სწორი არჩევანის გაკეთება. ყველანაირი საშუალება მომცა იმისა, რომ წარმატებული კარიერა გავაგრძელო ჩემს სფეროში, კერძოდ, მივიღე სასწავლო პრაქტიკა გერმანიაში და ამასთან მათი ხელშეწყობით შევძელი ზემოთხსენებულ უნივერსიტეტში მოხვედრა და იქაური სირთულეებისთვის თავის გართმევა.
აღსანიშნავია, რომ ბსუ-ში საგნების ნახევარზე მეტი ვისწავლეთ ინგლისურად, ერთი მხრივ ენობრივი შესაძლებლობები გავიძლიერეთ და მეორე მხრივ ადაპტირებული ლიტერატურით მივიღეთ ცოდნა. ამასთან, ფაკულტეტი ცდილობს თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას მოარგოს. განათლების ამ მეთოდის მნიშვნელობა ნამდვილად დავაფასე ნორვეგიაში ყოფნისას, ფაკულტეტს რომ არ შეექმნა საჭირო საფუძველი გამიჭირდებოდა უცხოეთში სწავლა. 

ზურაბ შამილიშვილი:
ბსუ-ში სწავლის დროს მიღებული გამოცდილება, კერძოდ, ჯგუფური და ინდივიდუალური  დამოუკიდებელი დავალებების შესრულება, პრეზენტაციების მომზადება მნიშვნელოვნად მიწყობდა ხელს ნორვეგიაში სწავლისას  დამეძლია  შესასრულებელი დავალებების  სირთულე. ჩვენს უნივერსიტეტში მიღებული  განათლება (ბსუ-ში  ვსწავლობ  ინგლისურენოვან  ჯგუფში) დიდად დამეხმარა ადვილად დამეძლია  სასწავლო კურსები  ინგლისურ ენაზე.

რევეკა ფედმანი:

უნივერსიტეტში ხშირია შემთხვევა, როცა უცხოელი ლექტორები გვსტუმრობენ და გვიკითხავენ ლექციას უამრავ საინტერესო თემაზე, ასევე გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა ბიზნეს ფორუმსა და ტურისტულ გამოფენებში, რაც გვეხმარება უკვე პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ამ სფეროში. პირველივე კურსზე ვიყავი გერმანიაში საზაფხულო ბიზნეს სკოლაში, რაც უმნიშვნელოვანესი და პირველი გამოცდილება იყო პირადად ჩემთვის.

ჩემი აზრით, ტურიზმის ფაკულტეტი ჩვენს უნივერსიტეტში არის ერთ-ერთი წამყვანი და წარმატებული მიმართულება, რაც სტიმულს მაძლევს, რომ კარგად ვისწავლო. ძირითადად გავდივართ საგნებს, რომელიც პირდაპირ, ასევე ირიბად ეკუთვნის ამ ინდუსტრიას, მათ შორის, ჩემთვის ყველაზე საინტერესო საგანები იყო ტურიზმისა და  მასპინძლობის საფუძვლები, კულტურული ტურიზმი,  PR  და HR.


რევეკა ფერდმანი



აჭარის რეგიონის ტურიზმის განვითარების პერსპექტივა ნორვეგიის მაგალითზე

სტუდენტები გეგმავენ ნორვეგიაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების,  როგორც აკადემიური, ასევე კარიერული თვალსაზრისით  გამოყენებას. მათ აქვთ უკვე კონკრეტული ხედვა, თუ რა მიმართულებით შეიძლება აჭარის ტურისტული პოტენციალის გამოყენება და განვითარება.

რევეკა ფერდმანი:

როგორც ვიცით, ნორვეგია ცნობილია თავისი ფლორითა და ფაუნით. სწორედ ნაწილობრივ ამ მიმართულებით ვითარდება ტურიზმი, კერძოდ ეკოტურიზმის მხრივ. ერთ-ერთი საგანი, რომელსაც ჩვენ გავდიოდით, იყოტურიზმი და გარემო”. ამის წყალობით, ჩვენ გავიღრმავეთ ცოდნა ტურიზმისა და გარემოს ურთიერთკავშირზე, ურთიერთქმედებასადა კონტროლის მეთოდებზე. ვფიქრობამ ტიპის ტურიზმს მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს საქართველოში. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და შეუძლია რეგიონში ლიდერის პოზიცია დაიკავოს ეკოტურიზმის სფეროში. ყველაზე მთავარი სწორად დაგეგმვა, მენეჯმენტი და კონტროლია, ასევე ადგილობრივებისა და ტურისტების გათვიცნობიერება. სწორედ ეს ცოდნა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, დაგვეხმარება მივაღწიოთ ამას ეკო სერთიფიკატების დანერგვითა და აუდიტორული შემოწმებების საშუალებით.




ნინო კვირიკაძე:


ნორვეგიაში ტურიზმის მიმართულებებიდან განსაკუთრებით განვითარებულია სამთო ტურიზმი, სასოფლო ტურიზმი და ეკოტურიზმი. საყურადღებოა მიდგომები ტურიზმის განვითარებისას, აქვთ სერტიფიცირების პროგრამა, რომელიც ობიექტის ერთგვარი აკრედიტაციაა და განსაზღვრავს დასაშვებია თუ არა დაასახელონ ტურისტულ ობიექტად. ვფიქრობ, სერტიფიცირების გადმოღება კარგი იქნება ჩვენთვისაც. ნორვეგიაში ნამდვილად აღელვებთ მდგრადობის საკითხი და ცდილობენ ტურიზმის განვითარებისას გარემოს არ დააზიანონ, ამისთვის იყენებენ ზემოთხსენებულ სერტიფიცირებას და ასევე, ვხვდებით მოძრაობებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ საკითხში. ნორვეგიაში მაღალ დონეზეა განვითარებული სოფლის მეურნეობა და ფერმერობა, ამ მიმართულებამ მიიქცია ჩემი ყურადღება, ვფიქრობ მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის (ტურისტული კუთხით) და ამიტომ, სადიპლომო ნაშრომს სწორედ სასოფლო ტურიზმის განვითარების კუთხით ვწერ.


ზურა შამილიშვილი:

ნორვეგიაში მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგება სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ვგეგმავ საკონფერენციო თემის მომზადებას ტურიზმის განვითარების საკითხებზე. გამოცდილება, რომელიც დამატებით მივიღე ნორვეგიაში სამთო-სათხილამურო ტურიზმის, ეკოტურიზმის, გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით, გამოვიყენებ პროფესიული კუთხით, ტურისტული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების განვითარებაში.





Comments

  1. That opened the door to partnerships between the state's land-based casinos and some of the the} prime on-line gambling websites on the planet. As its name implies, on-line gambling occurs on internet-based platforms. These platforms, known as on-line casinos, bet365 host casino video games that are be} developed by gambling software program providers. To gamble in a web-based casino, you solely want a PC or cell system, a stable internet connection, and a few cash.

    ReplyDelete
  2. Spending a significant amount of time in the university's international student community, where they lived together with students from various European and non-European countries, was a unique experience. They shared meals, studied, traveled, and explored each other's cultures. While initially daunting, the exchange program allowed them to bond quickly in their first week. They often prepared meals together, studied together, and explored their host country, creating lasting memories. Pay For Homework refers to a service or practice where students hire someone else to complete their homework assignments in exchange for payment. This can involve hiring tutors, freelancers, or academic writing services to complete assignments, essays, projects, or other academic tasks on behalf of the student.

    ReplyDelete

Post a Comment