ბსუ-დან ავსტრიაში
გამარჯობა,
მე თაკო ვარ…
ადამიანი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს თავისი ქალაქი და უნივერსიტეტი… შესაბამისად
ჩემთვის არც თუ ისე მარტივი იყო ეს განშორება... რა განშორება?! ხო მართლა… ვსწავლობ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. უნივერსიტეტმა საშუალება მომცა ჩავრთულიყავი ერასმუსის გაცვლით პროგრამაში. მონაწილეობა ძალიან დიდი ხნის წინ მივიღე და როდესაც თითქმის ყველა იმედი
გადაწურული მქონდა მაშინ მითხრეს, რომ ავსტრიაში მივდიოდი სასწავლებლად... ვერ დავიჯერე...
ან როგორი დასაჯერებელია… საიდან?! როგორ?!.. ვერც დავიჯერებდი საკუთარი ვიზისთვის
ათასჯერ რომ არ დამეხედა და ათი ათასი რამ არ გადამხდომოდა თავს მის მოსაპოვებლად.
მოკლედ... ვიზით, უამრავი საჭირო თუ არასაჭირო საბუთით და უამრავი გამცილებლით ველოდი
ჩემს ფრენას ბათუმიდან ზალცბურგისაკენ.
სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, რომ პირველი ემოცია შთამბეჭდავი
იყო. თურმე წვიმიანი, ცივი, მოღრუბლული ქალაქი მელოდა ჩემი თბილი ბათუმის ნაცვლად.
თავდაპირველად ეს დამთრგუნველიც კი იყო. მაგრამ, სწავლის დაწყების, ახალი მეგობრების
შეძენის შემდეგ ყველაფერი ფერადდება. თანდათან ეჩვევი ცხოვრებას, ნამდვილ, დამოუკიდებელ
ცხოვრებას... სწავლობ ფულის რაციონალურად ხარჯვას... გაქვს სტიპენდია. რომელიც საკმარისი
უნდა იყოს. არ არის საკმარისი? მაინც უნდა იყოს, იმიტომ რომ მხოლოდ ეს არის შენი დანაზოგიც
და უკანასკნელი თეთრიც!.. ერასმუსი გაწყებინებს მზარეულობას. რამდენიმე წარუმატებელი
მცდელობისა და ზეთში მობანავე მაკარონების შემდეგ შენგან საუკეთესო თუ არა კარგი მზარეული
მაინც დადგება. ეჩვევი სწავლის სისტემასაც,
რაც თავიდან გეუცხოება, შემდეგ გემარტივება კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ხვდები, რომ უბრალოდ
ოპტიმალურია და ძალიან მოგწონს. ოპტიმალური განსაკუთრებით მაგისტრატურის სტუდენტისთვის,
რადგან ძალიან მარტივად შეძლებ სხვა საქმეებიც შეუთავსო. აქ ყოველდღიურად ხედავ ადამიანებს
მომღიმარი სახეებით, ადამიანებს საკუთარი ცხოვრების რითმით, მოვლილ ქუჩებს და გარემოს,
უამრავ მცენარესა და ყვავილს სახლებზე, აივნებზე, ველოსიპედებზე. ეს ყველაფერი, შენდაუნებურად
უფრო მშვიდს და ბედნიერს გხდის. სწორედ ეს არის ის, რაც ალბათ ჩემს ქალაქს აკლია -
ძალიან ბევრი ველოსიპედი და ძალიან ბევრი მცენარე, რაც უფრო მიმზიდველს გახდიდა მას.
ისეთი პროგრამები, როგორიც ერასმუსია, ძალიან ბევრ უნარს
გიყალიბებს. გიცვლის შინაგან სამყაროს, გეხმარება ისწავლო ცხოვრება... “ერასმუსი არ არის მხოლოდ ერთი სემესტრი ცხოვრებაში, ეს არის ცხოვრება ერთ
სემესტრში.”
İnternet dünyası artık hayatımızın her alanında. Peki bu bilgi sonsuzluğunda biyografiler ne durumda? Mesela Türkiye’de ünlü bir oyuncu var: Dilan Çiçek Deniz İşte onun hayatını anlatan dortyol.com gerçek ve doğru bilgiler veriyor.
ReplyDelete