თომა ხალვაში: ,, ჩამოვაყალიბე ,,აგრო საკონსულტაციო ცენტრი“, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს''
თომა ხალვაში - აგროტექნოლოგიური მიმართულების ბაკალავრი
#მეავირჩიებსუ
#მეავირჩიებსუ
,,როდესაც ვსაუბრობ ჩემს უნივერსიტეტზე, ვსაუბრობ თავისთავადად
აღმოცენებულ წარმატებაზე. უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე მოვიწამლე აგრო სფეროთი და
ავირჩიე პროფესია, რომელიც არგებს ჩემს ქვეყანას. პროფესიონალებით დაკომპლექტებული
ფაკულტეტი, კარგი პრაქტიკული ბაზა, იქვე ბოტანიკური ბაღის მშვიდი ნიავი და 4 წელიც
უკან მოვიტოვე“.
მთავარი - ,,ოხ ოთხო წელიწადო“ - ეს წლები მალე გაილია და დატოვა ბევრი მოგონება, კარგი გამოცდილება და განათლება.
პირველივე კურსიდან სათავეში ჩავუდექი ჩემი ფაკულტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას,
უამრავი პროექტი, იდეა და პროგრამა შევიმუშავეთ, რომელიც მორგებული იყო ჩვენი უნივერსიტეტის
განვითარების სტრატეგიაზე. საამაყო იყო, როდესაც წარმოვადგენდი ჩემს უნივერსიტეტს საქართველოსა
და მის ფარგლებს გარეთ. ვიყავი სტუდენტური თვითმმართველობის საფაკულტეტო საბჭოს თავმჯდომარე,
სტუდენტური თვითმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სტუდენტური
თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი და საგანმანათლებლო მიმართულების კურატორი. სწავლების
მეოთხე კურსზე გავიარე სტაჟირება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი
განვითარების დეპარტამენტში და საერთო ხელშეწყობით გავემგზავრე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში
კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსზე.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ,
2014 წელს მეგობრებთან ერთად დავაარსე კოოპერატივი ,,ლურჯა 2014“, რომელსაც ვხელმძღვანელობდი.
პარალელურ რეჟიმში ვატარებდი მასტერკლასებს ფერმერთათვის. ვხელმძღვანელობდი შპს ,,მარდი“-
ს, შპს ,,უნივერსალის“ აგრო სექტორს. 2016 წლის ოქტომბერში ჩამოვაყალიბე ,,აგრო საკონსულტაციო
ცენტრი“, რომელსაც ქართულ რეალობაში ანალოგი არ აქვს. ამ ეტაპზე, 1150 ბენეფიციარს
ვუწევთ კონსულტაციებს და ვქმნით პროდუქტს, რომელიც განვითარებადია. ვატარებ მასტერკლასებს,
ტრენინგებს აგრო სფეროში, ვარ რამდენიმე უცხოური პლატფორმის ექსპერტი. მეგობრებთან
ერთად შევქმენი მომხმარებელზე ორიენტირებული ქართული ვებპლათფორმა www.tomakhalvashi.ge, რომელსაც უამრავი მომხმარებელი ჰყავს დროის მცირე მონაკვეთში. საუნივერსიტეტო წლებში, 100-ზე მეტ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა და სწორედ
ამ გამოცდილებამ მომცა ამის თქმის საშუალება - „ჩვენ ვქმნით მომავალს!“
პ.ს. კიდევ უამრავი რამის თქმა მინდოდა,
მაგრამ ალბათ ესეც საკმარისია მათთვის, ვისაც სტიმულად ჩემი ღაღადი გამოადგება .''
მაგარი კაცი!
ReplyDelete