ინოვაციური ავტოფარეხი - სტუდენტური გამოგონება და ბიზნეს იდეა
ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური
ფაკულტეტის სტუდენტებმა: გიორგი ბობოხიძემ, დიმიტრი მახარაძემ და გიორგი მოწყობილმა
ინოვაციური ელექტრონული ავტოფარეხი შექმნეს, რომელსაც ანალოგი არ აქვს. სტუდენტებმა
გასული წლის მიწურულს იგი სასტუმრო „შერატონში“
გამართულ „სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების“ მე-6 საერთაშორისო კონფერენციაზე
წარადგინეს, რამაც ვიზიტორთა მოწონება და სპეციალური სერტიფიკატი დაიმსახურა.
_ გიორგი, გთხოვთ გვესაუბროთ პროექტის შესახებ. კონკრეტულად რა
მიზანს ემსახურება ის?
_ ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ავტოფარეხის პროექტირება წარმოადგენს მცირე კომპაქტურ, გადასატან და დასაკეც ავტოფარეხს, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არაა. დაკეცილი ავტოფარეხი
4.4 კვადრატულ მეტრს მოიცავს. იქედან გამომდინარე, რომ იგი კაპიტარულ შენობად არ მიიჩნევა,
არ საჭიროებს ჩამაგრებას. შესაბამისად, მისი
დადგმა შესაძლებელია საცხოვრებელი სახლის წინ გამოყოფილ ავტოპარკინგზე. იგი მუშაობს
მზის ენერგიაზე და დისტანციურად იმართება. ერთ ადამიანს უპრობლემოდ შეუძლია გადააადგილოს
ავტოფარეხი. იგი ავტომობილს იცავს ატმოსფერული ნალექებისგან, ფიზიკური დაზიანებისაგან.
დამზადებულია მყარი ლითონით აეროდინამიკული დიზაინის და დამატებითი სარქველების მეშვეობით. ძლიერი ქარის შემთხვევაში შეუძლებელია მისი გადაადგილება.
_ ვის გაუჩნდა პროექტის იდეა?
_ ბათუმში, თბილისსა და დიდ ქალაქებში 2004-2005 წლიდან აიკრძალა
ავტოფარეხების აშენება, უამრავი ავტომობილი
დარჩა ღია ცის ქვეშ. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ავტოფარეხი, რომელიც არ იქნებოდა დიდი,
უმოძრავო და არ მიეკუთვნებოდა კაპიტალურ შენობას. სამმა სტუდენტმა ერთობლივი მუშაობის
შედეგად შევქმენით ეს პროექტი. 2016 წლის ზაფხულში მოვიპოვეთ საავტორო უფლება (პატენტი).
_ გიორგი, სამომავლოდ რას აპირებთ?
_ ამ პროექტზე მუშაობას კვლავაც ვაგრძელებთ და სამომავლოდ
ვაპირებთ მეტი ინოვაციური იდეა განვახორციელოთ.
Comments
Post a Comment