მიხეილ ბენია – ბსუ – ს საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მე-3 კურსის სტუდენტი. ,,Erasmus +”-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას პოლონეთში, შჩეცინის უნივერსიტეტში განაგრძობს:



”ვფიქრობ, აბიტურიენტის წარმატებული მომავალი მეტწილად არის დამოკიდებული იმ
აზე, თუ რამდენად სწორად შეარჩევს უნივერსიტეტს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომლითაც ჩაბარებისას ვხელმძღვანელობდი –
 გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა იყო. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საშუალება მომცა ერთი სემესტრი სწავლა უცხოეთში გამეგრძელებინა. ამჟამად, “Erasmus +” პროგრამით, (რომელიც სწავლებას, საცხოვრებელს, მგზავრობასა და თვიურ სტიპენდიას სრულად აფინანსებს) ბაკალავრიატის მეექვსე სემესტრს შჩეცინის უნივერსიტეტში გავდივარ, რომელიც აღიარებულია დასავლეთ პომერანიის და უფრო მეტიც-პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად.

საზღვარგარეთ სწავლამ, როგორც საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობის სტუდენტს იდეალური საშუალება მომცა გამომემუშავებინა და გამეუმჯობესებინა მონოკულტურულ ქვეყანაში ინტეგრირებისა და მეორე მხრივ მულტიკულტურულ გარემოში სწავლის შესაძლებლობა, რაც საკმაოდ რთული და ამავდროულად საინტერესო პროცესი იყო. თავისუფალ დროს ვმოგზაურობ, ვცდილობ უმოკლეს დროში მაქსიმალურად მეტი ქვეყანა ვნახო, მეტი ცოდნა მივიღო, შევიძინო მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და უბრალოდ დავტკბე ცხოვრებით, ვიგრძნო რას ნიშნავს იყო თავისუფალი და ამავდროულად გქონდეს აღებული უდიდესი პასუხისმგებლობა. ჯერ სულ რაღაც ორი თვე გავიდა, მაგრამ ძალიან რთულია იმ ემოციის, გამოცდილებისა და სიხარულის გადმოცემა, რომელიც ორი თვის მანძილზე მივიღე. “ერასმუსელი”- იმ თითოეული სტუდენტის ზედმეტსახელია, ვინც მოიპოვა “Erasmus Mundus”-ის ან “Erasmus +” ის გრანტი, მაშასადამეერასმუსელებიცხოვრობენ, როგორც ერთი დიდი ოჯახი. რაც ყველაზე მეტად მახარებსამ პროგრამამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ საყოველთაოდ აღიარებული ევროპული სნობიზმი მხოლოდ მითია!

თავდაპირველად ბედი ,,Erasmus Mundus”-ის ბოლო კონკურსზე შარშანწინ ვცადე და პოზნანის ადამ მიცკევიჩის და გენტის უნივერსიტეტების სარეზერვო სიაში მოვხვდი. ერთი წლის შემდეგ, როგორც კი ,,Erasmus +”-ის პროგრამა ამოქმედდა, მეორე დღესვე დავრეგისტრირდი, არ მინდოდა ჩემი გამოცდილება მხოლოდრეზერვისტობითდამთავრებულიყო. მსურვილი მქონდა გავმხდარიყავი ,,Erasmus Mundus” -ის ბოლო საგრანტო პროგრამის გამარჯვებული, მაგრამ გავხდი ,,Erasmus +”-ის პირველი კონკურსის სტიპენდიანტი, რაც ძალიან მიხარია. ჩემი სამოტივაციო წერილიც ამ წინადადებით დავასრულე – „In the end, we only regret the chances we didn’t take!”






Comments

Popular Posts

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ნინო ვარშანიძე ,,ERAZMUS+” -ის გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფება და სწავლას დაუგავპილსის უნივერსიტეტში განაგრძობს.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი - ნინო მიქელაძე ,,Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფებოდა. ბლოგის საშუალებით ნინო გვიზიარებს გამოცდილებას, რომელიც დაუგავპილსის უნივერსიტეტში სწავლისას მიიღო.